ჭიათურის მუნიციპალიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
IM-chiatura-ka.svg
ადმინისტრაციული ცენტრი

ჭიათურა

რეგიონი

იმერეთის მხარე

გამგებელი

სულხან მახათაძე     

დეპუტატი პარლამენტში

მალხაზ წერეთელი     

სიმჭიდროვე

184 [1] კაცი/კმ²

ფართობი

542 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

55.000 კაცი [2] (2010 წელი)

ეროვნება

ქართველები 99.6%
რუსები 0.2%
სომხები 0.05%
აფხაზები 0.03%
ოსები 0.03%[3]

ჭიათურის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული იმერეთის მხარეში.

ბუნება[რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში ჰაერის საშუალო ტემპერატურაა +13% იანვრში +2%, ივლისში +23%, ნალექების რაოდენობა წელიწადში 1100 მმ-ია. მუნიციპალიტეტში ნოტიო ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული.

წიაღისეული[რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. სწორედ წიაღისეულის მოპოვება კვებავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკონომიკას. მოიპოვება

ისტორია[რედაქტირება]

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიდამოები მჭიდროდ დასახლებული მხარე იყო. არქეოლოგიური გათხრები ადასტურებენ, რომ მოსახლეობა აქ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლია აღმოჩენილი, მათ შორის: სამგლე კლდე, სამელე კლდე, სამერცხლე კლდე, ხერგულის კლდე, დარკვეთის ეხი, კაჟნარი, ნიგოზეთის მღვიმე, ბეხნარი, კაჟები, მღვიმევის მღვიმე, თარო კლდე, ასევე მღვიმეები პერევისაში, ხალიფაურში, სვერში

გამოქვაბულები მიეკუთვნებიან მუსტიესა და აშელის კულტურებს, პალეოლითის, ბრინჯაოსა და ნეოლითის ხანებს.

ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში შექმნილია შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

მუნიციპალიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო. მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება 26 წევრისგან. 10 წევრი აირჩევა პროპორციული სიით, ხოლო 16 - შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულებიდან მაჟორიტარული წესით. შექმინილია ორი ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "მაჟორიტარი".

ეკონომიკა[რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში მთავარ როლს ასრულებს მანგანუმის, ასევე სხვა სასარგებლო წიაღისეულის (მარმარილო და კვარციანი ქვიშა) მოპოვება. მუნიციპალიტეტში გადის ზესტაფონი-საჩხერის სარკინიგზო ხაზის მონაკვეთი. გადის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ზესტაფონი-საჩხერე და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები.

განათლება და კულტურა[რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში მოქმედებს 23 საბავშვო ბაღი, 17 საჯარო და ორი საბაზო სკოლა, არის კერძო და სასულიერო სკოლები. ჭიათურაში არის სამუსიკო და სასპორტო სასწავლებლები. სოფელ პერევისაში მოქმედებს საზაფხულო ბანაკი მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაცუველი ბავშვებისთვის.

მუნიციპალიტეტში მოქმედებს სამი საავადმყოფო, სასოფლო საექიმო ამბულატორიები, დამოდის რამდენიმე ადგილობრივი გაზეთი. ჭიათურაში არის საფეხბურთო კლუბი ჭიათურა.

ჭიათურაში არის ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ჭიათურის დრამატული თეატრი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობისაა.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბუნების ძეგლია კაცხის სვეტი. ასევე არის მღვიმეები და გამოქვაბულები:

რელიგიური მნიშვნელობის ისტორიული ძეგლებია: კაცხის ტაძარი, მღვიმევის მონასტერი, პერევისის წმინდა გიორგის ეკლესია, უსახელოს მთავარანგელოზის ეკლესია, რგანის წმინდა გიორგის ეკლესია, მღვიმევის მონასტერი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე შემორჩენილია ეკლესიები ზედუბანში, ნავარძეთში, მეჩხეთურში, ზედა ბერეთისაში, სვერში.

საერო ისტორიული ძეგლებია: ნავარძეთის ციხე, კაცხის ციხე, სვერის ციხე, დიდველის ციხე, ციხე-დარბაზი ხრეითში

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ა/ო მწვანე ალტერნატივა