თაბაგრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
თაბაგრები
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თემი სარქველთუბანი
კოორდინატები 42°19′50″ ჩ. გ. 43°16′12″ ა. გ. / 42.33056° ჩ. გ. 43.27000° ა. გ. / 42.33056; 43.27000
პირველი ხსენება XVIII საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 620
მოსახლეობა 586[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
თაბაგრები — საქართველო
თაბაგრები
თაბაგრები — იმერეთის მხარე
თაბაგრები

თაბაგრებისოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (სარქველთუბნის თემი), მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. ზღვის დონიდან 620 მეტრი, ჭიათურიდან 10 კილომეტრი, ქუთაისიდან – 78 კმ., თბილისიდან – 186 კმ. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2] სოფელში არის მანგანუმის საბადო.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 586 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1911[3] 408
2002[4] 921 485 436
2014[1] 586 292 294

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში მდებარეობს მთავარანგელოზის ეკლესია. სოფლის მიდამოებში კი რამდენიმე ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა: ჯვარის მღვიმე, ჯუდისის მღვიმე, ღამურების მღვიმე, კალაპოტაკლდის მღვიმე, ზეხას მღვიმე, ღამეწიგნაკას მღვიმე, ნამძვლევიკლდის მღვიმე და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 413.
  • დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 29

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]