ჭკა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჭკა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Corvus monedula | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
| არეალი | ||||||||||||
|
|
ჭკა (Corvus monedula), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 23 სმ, მასა 200 გ აღწევს. აქვს შავი ზურგი, რომელსაც ლითონისებრი ბზინვარება დაკრავს, მონაცრისფრო-შავი მუცელი. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკაში. საქართველოში ბინადრობს ჯავახეთში. მონოგამიური ფრინველია, ბუდობს კოლონიებად ხის ფუღუროებში, კლდეების ნაპრალებში, სოროებში, შენობებზე. მავნე მწერების განადგურებით სარგებლობა მოაქვს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 403, თბ., 1987 წელი.