თაგვისარა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაგვისარა (Ruscus), მცენარეთა გვარი თაგვისარასებრთა ოჯახისა. ორსახლიანი , მარადმწვანე მხოხავფესურიანი ბუჩქბალახებია. ყლორტები ფილოკლადიუმებად აქვთ გარდაქმნილი, თვითონ ფოთოლი კი ძალიან წვრილი და ქერქლისებრია, ზის ფილოკლადიუმის ძირში. 5-6 სახეობა გავრცელებულია აზორის, კანარისა და მადეირის კუნძულებზე, აგრეთვე დასავლეთ ევროპაში, ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში გვხვდება 2 სახეობა. იზრდება მთის ტყეებში, ბუჩქნარებში, ქვიან და კლდოვან ფერდობებზე. ზოგჯერ ქმნის რაყას. ყველა სახეობას დეკორატიულ მცენარედ იყენებენ. კოლხური თაგვისარას (Ruscus colchicus) ნაყოფი იჭმევა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 4, გვ. 558, თბ., 1979