ქვედა ბერეთისა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ქვედა ბერეთისა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თემი ნიგოზეთი
კოორდინატები 42°11′19″ ჩ. გ. 43°23′30″ ა. გ. / 42.18861° ჩ. გ. 43.39167° ა. გ. / 42.18861; 43.39167
ცენტრის სიმაღლე 840
მოსახლეობა 495[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქვედა ბერეთისა — საქართველო
ქვედა ბერეთისა
ქვედა ბერეთისა — იმერეთის მხარე
ქვედა ბერეთისა

ქვედა ბერეთისასოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ნიგოზეთის თემში). სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფლის ტერიტორიაზე, მდინარე დუმალას ხეობაში შემორჩენილია ბერეთისას ციხე.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე დუმალის ნაპირას. ქვედა ბერეთისა ყველაზე დაბალი ადგილია მდინარე დუმალას ხეობაში, (ზღვის დონიდან 840 მეტრი). სოფელი მდებარეობს ჭიათურიდან 17, ნიგოზეთიდან 6 კილომეტრის დაშორებით.

სოფელს ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფლები უსახელო და წყალშავი, რომელთაგან გამოყოფს მდინარე რკვიანასა და დუმალას წყალგამყოფი სერი. სამხრეთით მას ესაზღვრება სოფელი ქბილარი, რომლისგანაც გამოყოფილია დუმალასა და ახაშმულას წყალგამყოფით. დასავლეთის საზღვარი გადის მდინარე დუმალას ხეობაზე, აქედან ქვედა ბერეთისას ესაზღვრება სოფელი მანდაეთი. ხოლო აღმოსავლეთით კი მას ესაზღვრება სოფელი ზედა ბერეთისა. ქვედა ბერეთისა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ვრცელდება საშუალოდ 5 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 4 კმ-ზე.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 495 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 807 374 433
2014[1] 495 252 243

არქეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვედა ბერეთისას ტერიტორიაზე აღმოჩენილია ორი არქეოლოგიური ძეგლი: საწურბლიის შახტი და პირაღია კლდის მღვიმე. მღვიმეები მდებარეობს მდინარე ახაშმულის აუზში, ზღვის დონიდან 895-920 მეტრზე, გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებსა და მერგელებში.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკის ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა. გავრცელებულია მემინდვრეობა, მემცენარეობა, მესაქონლეობა. სოფელში ასევე არის ქვის კარიერი, მდინარე დუმალაზე კი აგებულია ხელოვნური წყალსაცავი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II