უილიამ ფოლკნერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ფოლკნერი, უილიამ)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უილიამ ფოლკნერი
დაბ. თარიღი 25 სექტემბერი, 1897
დაბ. ადგილი ნიუ-ალბენი, მისისიპი, აშშ
გარდ. თარიღი 6 ივლისი, 1962 (64 წლის)
გარდ. ადგილი ბიჰალია, მისისიპი, აშშ
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ამერიკელი
პერიოდი 1919-62
ჟანრი სამხრეთული გოთიკა
მიმდინარეობა მოდერნიზმი, ცნობიერების ნაკადი
Magnum opus „ხმაური და მძვინვარება“


უილიამ ქათბერთ ფოლკნერი (ინგლ. William Cuthbert Faulkner; დ. 25 სექტემბერი, 1897 — გ. 6 ივლისი, 1962) — ამერიკელი მწერალი მისისიპიდან, ნობელის პრემიის ლაურეატი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები ხშირად საკმოდ რთული აღსაქმელია, ის ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროზაიკოს-მწერლად ითვლება.

ფოლკნერის წერის სტილი გამოირჩევა დიქციისთვის შერჩეული გრძელი, წყვეტილი ფრაზებით, მისი თანამედროვე და ხანგრძლივი მოწინააღმდეგის, ერნესტ ჰემინგუეის მინიმალისტური სტილისგან კონტრასტით. ითვლება, რომ ფოლკნერი ერთადერთი ნამდვილი ამერიკელი მოდერნისტი პროზაიკოსი იყო 1930-იანებში, რომელმაც განაგრძო ექსპერიმენტალური ტრადიცია ევროპელი მწერლებისა — ჯეიმზ ჯოისი, ვირჯინია ვულფი და მარსელ პრუსტი. მის ნამუშევრები თვალსაჩინო მაგალითია ისეთი ლიტერატურული ტექნიკის გამოყენების, როგორიცაა ცნობიერების ნაკადი, რამდენიმე პარალელური მთხრობელი ან თვალსაზრისი, და თხრობის დროთა ცვალებადობა.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

უილიამ ფოლკნერის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის ისტორიამ, კულტურამ და ცხოვრებამ.

დაიბადა ნიუ ალბანიში, მისისიპის შტატში, თუმცა 4 წლის ასაკში ოჯახი ქალაქ ოქსფორდში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ ოქსფორდი წარმოადგენს ქალაქ "ჯეფერსონის", ლაფაიეტის ოლქი კი - იოკნაპატოფას ოლქის რეალურ მოდელს, სადაც ფოლკნერის რომანებისა და მოთხრობების უმრავლესობაში აღწერილი ისტორიები ვითარდება. ჩრდილოეთ მისისიპიმ ძალიან დიდი გავლენა იქონია ფოლკნერის პიროვნების განვითარებაზე. მისი დიდი ბაბუა - უილიამ კლარკ ფოლკნერი - კონფედერატთა არმიის პოლკოვნიკი და მთელ შტატში გავლენიანი ფიგურა იყო; მეთაურობდა რკინიგზის გაყვანის საკითხს; წერდა რომანებს. მანვე დაამკვიდრა ლიტერატურული ტრადიციები ფოლკნერების ოჯახში. სარწმუნოა, რომ სწორედ ის წარმოადგენს ფოლკნერის რომანების ერთ-ერთი გმირის, პოლკოვნიკ სარტორისის პროტოტიპს.

მიუხედავად იმისა რომ მისისიპის ძლიერი გავლენა მწერალზე უდავოა, მისი პირველი რომანი, "ჯარისკაცის ჯილდო" (1926) ახალ ორლეანში ცხოვრების პერიოდში დაიწერა სადაც ახალგაზრდა მწერალი შერვუდ ანდერსონის მფარველობისა და გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

1929 წელს ფოლკნერმა იქორწინა ესტელ ოლდჰემზე და მასთან ერთად ოქსფორდს დაბრუნდა. 1930 წელს ახალდაქორწინებული წყვილი საკუთარ სახლში გადავიდა საცხოვრებლად რომელიც ფოლკნერმა იქვე, ოქსფორდში შეიძინა და მათ ოჯახს ეკუთვნოდა 1972 წლამდე - მანამ სანამ უილიამის და ესტელის ქალიშვილი, ჯილი, მას მისისიპის უნივერსიტეტს მიჰყიდდა. სახლისა და მასში არსებული ავეჯის იერსახე დღემდე შენარჩუნებულია. დღემდე შესაძლებელია კედლებზე ფოლკნერის მიერ გაკეთებული წარწერების გარჩევა. უმეტესობა მათგანი რომან "იგავში" განვითარებული მოვლენების შესახებ ჩანიშვებს წარმოადგენს.

30იან წლებში ფოლკნერი ჰოლივუდში გადავიდა საცხოვრებლად სადაც სცენარისტად მუშაობდა. აქ დაუმეგობრდა იგი რეჟისორ ჰოუარდ ჰოუკსსა და სცენარისტ ა.ი. ბეზერაიდსს; მსახიობებს - ჰემფრი ბოგარტსა და ლორენ ბოქალს.

გარდაიცვალა 1962 წელს გულის შეტევით, 64 წლის ასაკში, მისისიპის შტატში.

პროზა[რედაქტირება]

  • "Soldiers' Pay" - "ჯარისკაცის ჯილდო" (1926)
  • "Mosquitoes" - "ქინქლა" (1927)
  • "Sartoris" - "სარტორისი" (1929)
  • "The Sound and the Fury" - "ხმაური და მძვინვარება" (1929)
  • "As I Lay Dying" - "სული რომ ამომდიოდა" (1930)
  • "Sanctuary" - "ტაძარი" (1931)
  • "Light in August" - "აგვისტოს ნათელი" (1932)
  • "Pylon" - "ბოძი" (1935)
  • "Absalom, Absalom" - "აბესალომ, აბესალომ!" (1936)
  • "The Unvanquished" - "დაუმორჩილებელნი" (1938)
  • "If I Forget Thee Jerusalem (The Wild Palms/Old Man)" - "თუ დაგივიწყებ, იერუსალიმო (ველური პალმები)" (1939)
  • "The Hamlet" - "სოფელი" (1940)
  • "Go Down, Moses" - "ჩამოვედ, მოსე" (1942)
  • "Intruder in the Dust" - "ნეშტის შემბილწველი" (1948)
  • "Requiem for a Nun"- "მონაზვნის რექვიემი" (1951)
  • "A Fable" - "იგავი" (1954)
  • "The Town" - "ქალაქი" (1957)
  • "The Mansion" - "სახლი" (1959)
  • "The Reivers" - "გამტაცებელნი" (1962)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]