სცენარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სცენარს უწოდებენ დრამატული ნაწარმოების გეგმას, კონსპექტს, იგი წარმოადგენს მოქმედების მოკლე აღწერას და სცენების თანმიმდევრობას.

სიტყვა სცენარი წარმოიშვა თეატრიდან სცენარიუსს უწოდებდნენ ადამიანს, რომელიც იდგა კულისებში და მსახიობებს მიუთითებდა, როდის უნდა გასულიყვნენ სცენაზე, ასევე თვალს ადევნებდა პროცესების მიმდინარეობას.

ტერმინი სცენარი კინემატოგრაფში გადავიდა და იმ მსახიობების სიას წარმოადგენდა, რომლებიც უნდა გასულიყვნენ კინოაპარატთან.

სცენარის განვითარება[რედაქტირება]

თავიდან სცენარი მოქმედების მონახაზი იყო, ხოლო შემდეგ იგი უფრო დაიხვეწა და ფილმი აღწერა. ოციან წლებში ითვლებოდა, რომ დოკუმენტურ ფილმს არ სჭირდებოდა სცენარი და იგი გადასაღებ მოედანსა და სამონტაჟო მაგიდასთან თავისით იბადებოდა. ოციან წლებში არსებობდა შეხედულება სცენარზე, როგორც კადრების უბრალო ჩამონათვალი, ანუ ნუმერაციის მქონე ან რკინისებური სცენარი. ოციანი წლების დასასრულს იგი შეიცვალა, ემოციურმა სცენარმა რეჟისორის ფანტაზიას მისცა გზა, ჩაედო ემოცია და არ აეღწერა კონკრეტულად მოვლენები. დოკუმენტური სცენარის სრულყოფილი სახის ძიება კვლავაც გრძელდება. თითოეული თემა, იდეა და მასალა, მოითხოვს ეკრანული განხორციელების თავის ფორმას.

დოკუმენტალისტ ძიგა ვერტოვის პირველი სცენარი „იარე საბჭოეთო“ დაწერილია საქმიანი სიზუსტით ამავე დროს ემოციურად.

სცენარის ორი ფორმა[რედაქტირება]

  1. მარცხნივ იწერება კადრი, მარჯვნივ აუდიო მასალა.
  2. ლიტერატურული სცენარი ავტორი წერს სცენარს, ისე როგორც უნდა იყოს ნაჩვენები ამის შემდგომ მუშაობს რეჟისორთან ერთად.

სცენარი უნდა იძლეოდეს საშუალებას აღიქვას და დაინახოს რეჟისორმა და ოპერატორმა.

ოპერატორული-რეპორტაჟის დროს რეპორტიორი გადაღების წინ წერს სცენარს თავისთვის და ოპერატორისთვის, ამ შემთხვევაშიც არ შეიძლება დავეყრდნოთ იმპროვიზაციას.

ახალი ამბების- პროგრამის დაწყებამდე ზუსტად და დაწვრილებით დაწერილი სცენარი დევს პულტზე რეჟისორის წინ მეორე და მესამე ეგზემპლარი აქვს ჟურნალისტს (წამყვანს) და ხმის რეჟისორს

დიდი გადაცემის ან ფილმის სცენარში არა მარტო ნაჩვენებია გადასაღები ობიექტები არამედ ზნეობრივი და ემოციური დამოკიდებულება მოვლენების, გმირების და მათი ბედისადმი. ჩანაწერის მანერა წინასწარ განსაზღვრავს სტილს და ჟანრს.

თუ რეჟისორი მიიღებს დაუმუშავებელ თემას — რომელშიც არ ჩანს ავტორის შეხედულებები სრულყოფილად ის თემას გადწყვეტს საკუთარი შეხედულებების მიხედვით ანუ გახდება თანაავტორი.

განაცხადი სცენარამდე[რედაქტირება]

სცენარი ნაწარმოებზე მუშაობის შუალედური ეტაპია და ამავე დროს გადაღების პერიოდის დასაწყისი

შეიძლება ჟურნალისტს თემა შესთავაზოს რედაქციამ, ფირმამ ან თემით დაინტერესებულმა ცალკეულმა პირმა. ავტორი ეძებს მასალას რომელიც დაეხმარება თემის დამუშავებაში განსახორციელებლად ჟურნალისტმა შეიძლება ისაუბროს მშობლებთან, საზოგადოებასთან, ხელისუფლებასთან და ა. შ.

ხდება ისეც, რომ ჟურნალისტს თავად მიაქვს თემა სტუდიაში სწორედ ამ გზას დაადგნენ ფილმის „განა ადვილია ახალგაზრდა იყო“ ავტორები ა. კლიოცკი, ე. მარგოლისი და ი. პოდნიექსი ფილმში კარგად აისახა ახალგაზრდობის პრობლემები ეს კი 10 წლის შრომის და 2 წლის სცენარზე მუშაობის შედეგი იყო.

სცენარზე ავტორის მუშაობის პროცესი[რედაქტირება]

  • ობიექტის და გმირების გაცნობა.
  • მასალის თემის, პრობლემის და იდეის კონკრეტიზაცია.
  • განცხადების დაწერა, განხილვა, რედაქტორთან და რეჟისორთან მუშაობა, რედაქციის მიერ თემის დამტკიცება.
  • გასვლა ობიექტზე, მისი დეტალური შესწავლა, გამიკვლევა, პერსონაჟის, მოვლენების შერჩევა, რომლებიც შევლენ გადაცემაში ან ფილმში.
  • სცენარის დაწერა.
  • რადაქციის მიერ სცენარის დამტკიცება.

ავტორი მონაწილეობს გადაცემის ან ფილმის ჩაწერაში მონტაჟის შესაბამისად სახეს უცვლის ტექსტს ნაწარმოების დამონტაჯების შემდეგ ხდება ბოლო ეტაპი. საავტორო ტექსტების კომენტარების დაწერა ხანდახან მას წერს მეტექსტე.