ვირჯინიის უნივერსიტეტი
| მონტიჩელო და ვირჯინიის უნივერსიტეტი შარლოტსვილში* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | i, iv, vi |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | ამერიკა |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1987 (მე-11 სესია) |
| ნომერი | 442 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 442 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ვირჯინიის უნივერსიტეტი (ინგლ. University of Virginia ან უბრალოდ UVA) — საჯარო უნივერსიტეტი აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში. იგი 1819 წელს თომას ჯეფერსონმა დააარსა და დღეისათვის ერთადერთი უნივერსიტეტია აშშ-ში, რომელიც შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, მონტიჩელოსთან ერთად. ის ერთ-ერთია აშშ-ის რვა საჯარო აივის უნივერსიტატთაგან.
ამერიკული ჟურნალ U.S. News & World Report-ის 2012 წლის გამოცემამ ვირჯინიის უნივერსიტეტი აშშ-ის საჯარო უნივერსიტებს შორის მეორე, ხოლო მთლიანად ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის 25-ე საუკეთესოდ დაასახელა.[1] უნივერსიტეტი გამოირჩევა მაღალი რანგის ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის,[2] შემოქმედებითი წერის,[3] ბიზნესის, სამართლისა და მედიცინის პროგრამებით.[4]
UVA პირველი საგანმანათლებლო ინსტიტუტი იყო, რომელმაც სტუდენტებს არჩევითი საგნების სისტემა შესთავაზა, ისევე როგორც ისეთი დისციპლინების აკადემიური პროგრამები, როგორებიცაა ასტრონომია, არქიტექტურა, პოლიტიკური მეცნიერებები და ფილოსოფია..[5] მისი ინჟინერიისა და გამოყენებითი მეცნიერებების სკოლა პირველი იყო აშშ-ში, რომელიც სრული უნივერსიტეტის ნაწილს წარმოადგენდა.[6]
UVA-ს თავდაპირველ საბჭოში შემადგენლობას შორის იყვნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები — თომას ჯეფერსონი, ჯეიმს მედისონი, ჯეიმს მონრო. უნივერსიტეტის ტერიტორია მანამდე მონროს კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიას წარმოადგენდა, რომლის ფერმერის საცხოვრებელ შენობაშიც ამჯამად უნივერსიტეტის რეზიდენტული კოლეჯია განთავსებული.[7]
უნივერსიტეტში ამჟამად 800 სტუდენტური ორგანიზაციაა რეგისტრირებული.[8]
ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო 15 წლის მანძილზე, ვირჯინიის უნივერსტიეტში აშშ-ის საჯარო უნივერსიტეტებს შორის ყველაზე მეტი აფრო-ამერიკელი სწავლობს.[9][10]
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- Official Athletics website
- UVA Bookstores (owned and operated by the University of Virginia)
- University of Virginia Visual History Collection
- U. Va Board of Visitors Minutes 1817-1999
- Thomas Jefferson's Plan for the University of Virginia: Lessons from the Lawn, a National Park Service Teaching with Historic Places (TwHP) lesson plan
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Best Colleges 2012: Top Public Schools. US News and World Report. წაკითხვის თარიღი: 2010-08-17.
- ↑ [1]
- ↑ [2]
- ↑ U.S. News Top Graduate Schools
- ↑ Andover Review (April 1886) The elective system of the University of Virginia, Vol. 167 Retrieved 25 Jan 2012
- ↑ Chemical Engineering - SEAS History
- ↑ HistArch An Account of James Monroe's Land Holdings Retrieved 25 Jan 2012
- ↑ AtUVA Registered UVA Student Organizations Retrieved 25 Jan 2012
- ↑ JHBE Weekly Bulletin: Once Again, the University of Virginia Has the Highest Black Student Graduation Rate of Any Flagship State University in the Nation.14 January 2010. Retrieved 24 April 2010.
- ↑ U.Va.'s Black Graduation Rate Remains No. 1 Nationally Among Public Universities Retrieved November 19, 2009
|
|||||||||||||||||||||||