ტომბუქტუ
| ტომბუქტუ* | ||
|---|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
|
|
||
| დიდი მეჩეთის კოშკი
|
||
| ქვეყანა | ||
| ტიპი | კულტურული | |
| კრიტერიუმები | ii, iv, v | |
| სია | იუნესკოს სია | |
| რეგიონი** | აფრიკა | |
| კოორდინატები | / | |
| გაწევრიანების ისტორია | ||
| გაწევრიანება | 1988 (მე-12 სესია) | |
| ნომერი | 119 | |
| საფრთხის ქვეშ | 1990–2005; 2012-დან | - |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
||
ტომბუქტუ, ტიმბუქტუ (Timbouktou, Tombouctou, Tin-Bouktou, Timboutch) — შუა საუკუნეების ქალაქი მალიში, მდინარე ნიგერიდან 13 კმ-ში, მოსახლეობა — 32,414 ად. (2004).
დაარსდა ტუარეგების მიერ დაახ. 1100 წელს ტრანსსაჰარის ქარავნების გასაჩერებლად და მნიშვნელობას იძენს მალის იმპერიის შემადგენლობაში შესვლისას. მანსა მუსამ აქ აღმართა საკუთარი სასახლე (რომლისგან კვალი დღემდე არ შემორჩენილა), ასევე საკათედრო მეჩეთი დამახასიათებელი კოშკით (გადაკეთებულია). 1353 წელს ქალაქი მოინახულა განთქმულმა მოგზაურმა იბნ ბატუტამ, რომელმაც ვრცელი არწერა დატოვა იმდროინდელი ქალაქის იერსა და ცხოვრებაზე.
XV და XVI საუკუნეებში ტიმბუქტუ ზღაპრულად გამდიდრდა ოქროსა და მარილის ვაჭრობით და უმსხვილეს საქარავნო ვაჭრობის ცენტრად იქცა ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. ვაჭრებს ფეხდაფეხ მოჰყვნენ არაბი მეცნიერები და მწერლები, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობას სანკორის სასწავლებელში ეწეოდნენ. 1433 წელს ტომბუქტუ ტუარეგებმა დაიპყრეს.
2012 წელს იუნესკომ ტომბუქტუს ისლამი წმინდანების მავზოლეუმები საფრთხიშ ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეიყვანა[1] მალიში მარტში მომხდარ გადატრიალებასთან დაკავშირებით[2]. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისლამისტებმა, რომელთაც რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ანსარ ად-დინი“ უდგას სათავეში მავზოლეუმების დანგრევით უპასუხეს[2]. დანგრეულია შუა საუკუნეების მუსულმანი წმინდანის სიდი მუჰამედის მავზოლეუმი[3]. 2013 წლის იანვრის ბოლოს, ისლამისტმა მეამბოხეებმა ტომბუქტუს ინსტიტუტის ბიბლიოთეკა დაარბიეს, რომელშიც ათასობით ანტიკური ხელნაწერი ინახებოდა[4].
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 119 რუს. • ინგლ. • ფრ. |
- Saharan Archaeological Research Association
- Leo Africanus, description of Timbuktu, 1526
- Shabeni's Description of Timbuktu
- "Trekking to Timbuktu", a National Endowment for the Humanities learning project for grades 6-8
- Wonders of the African World
- The University of Sankore at Timbuktu
- The Timbuktu Libraries
სქოლიო [რედაქტირება]
|
|||||||