ასკიას საფლავი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ასკიას საფლავი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Askia.jpg
ქვეყანა მალის დროშა მალი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 16°17′23″ ჩ. გ. 0°02′40″ დ. გ. / 16.28972° ჩ. გ. 0.04444° დ. გ. / 16.28972; -0.04444
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2004  (28-ე სესია)
ნომერი 1139
საფრთხის ქვეშ 2012-დან -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1139
რუს.ინგლ.ფრ.

ასკიას საფლავი მალის ქალაქ გაოში — მიჩნეულია, რომ სწორედ აქ განისვენებს სონგჰაის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იმპერატორი, ასკია მუჰამედ I. აშენებულია XV საუკუნის ბოლოს. 2004 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

იუნესკო საფლავს აღწერს, როგორც შესანიშნავ ნიმუშს ტალახის მონუმენტური ნაგებობისა, რომელიც დასავლეთ აფრიკის საჰელის ტრადიციებს მიეკუთვნება. კომპლექსი მოიცავს პირამიდულ სამარხს, ორ მეჩეთს, საფლავს და მიწაყრილების ანსამბლს. მისი სიმაღლე 17 მეტრია და წარმოადგენს კოლონიალიზმამდელ უდიდეს არქიტექტურულ მონუმენტს რეგიონში. იგი პირველი მაგალითია იმ ისლამური არქიტექტურული სტილისა, რომელიც შემდგომ მთელს რეგიონში გავრცელდა.

ძეგლის ბოლოდრეოინდელი სახეცვლილებები მოიცავს 1960-1970-იან წლებში მეჩეთის გაფართოებას და 1999 წელს არეალის ირგვლივ კედლის შემოვლებას. მისი ისტორიის განმავლობაში, ძეგლს რეგულარულად აბათქაშებდნენ, ეს იყო აუცილებელი პროცედურა ტალახის სტრუქტურის შეკეთება-შენარჩუნებისთვის. 2000 წელს, მოხდა კომპლექსის ელექტრიფიკაცია - დაემატა ნათურები და წვერზე ხმის გამაძლიერებელი დინამიკი.

ქალაქ გაოს მოსახლეობის მიერ, ასკია რეგულარულად გამოიყენება როგორც მეჩეთი და საზოგადოებრივი საკუთრების კულტურული ცენტრი. მას ეროვნული კანონმდებლობა იცავს.

ასკია მოჰამედი სონგჰაის იმპერიის პირველი ასკია იმპერატორი იყო, მან იმპერია საგრძნობლად გააფართოვა. ვინაიდან ის სანიმუშო მუსლიმანი იყო, ის მექას მოსალოცად წავიდა, საიდანაც 1495 წელს დაბრუნდა, საიდაც მან თავის საფლავის ასაშენებელი მასალები ჩამოიტანა — მექას ტალახი და ხე-მასალა. როგორც ამბობენ, მეფის ქარავანი ათასობით აქლემისგან შედგებოდა. თავიდან სტრუქტურა დაპროექტებული იყო როგორც საცხოვრებელი სახლი, რამდენიმე ოთახითა და კორიდორებით, მაგრამ ასკია მუჰამედის სიკვდილისთანაე ის დაილუქა.

ასკია მუჰამედი ერთადერთია, რომელიც უშუალოდ სამარხში განისვენებს, რამდენიმე სხვა ასკია დასავლავებულია მის ეზოში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: