ბანდიაგარა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ბანდიაგარას კლდეები* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | შერეული |
| კრიტერიუმები | v, vii |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | აფრიკა |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1989 (მე-13 სესია) |
| ნომერი | 516 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 516 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ბანდიაგარა — ესკარპები მალიში, დოგონის რეგიონში. ქვიშაქვის ეს კლდეები აღმართულია ქვიშიანი ვაკის ზედაპირიდან 500 მეტრის სიმაღლეზე. მისი სიგრძე დაახლოებით 150 კმ-ია. ესკარპების არეალი დღეს დოგონების ხალხითაა დასახლებული. დოგონებამდე აქ ტელემეს და ტოლოის ხალხი ცხოვრობდა. 1989 წლიდან, არეალი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ბანდიაგარას კლდეები ქვიშაქვის მთაგრეხილის ჯაჭვს წარმოადგენს, რომელიც გრანდამიას მასივში იშლება. მასივის დასასრულთან მდებარეობს ჰომბორი-ტონდო 1 115 მეტრიანი მალის უმაღლესი მწვერვალი.
მისი არქეოლოგიური, ეთნოლოგიური და გეოლოგიური მახასაითებლების გამო, არეალი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია დასავლეთ აფრიკაში.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- UNESCO - Cliff of Bandiagara (Land of the Dogons)
- Thierry Joffroy and Lassana Cissé, "Culture at a Crossroads: For Mali’s Bandiagara Escarpment, extraordinary geology and human genius have conspired to create one of the world’s great cultural landscapes. For the Dogon cliff-dwellers who live there, the future hangs in the balance." ICON Magazine, Fall 2005, p. 38-45.
|
|||||||