ტლაკოტალპანი
| ტლაკოტალპანი* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | ii, iv |
| სია | [1] |
| რეგიონი** | ლათინური ამერიკა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1998 (22-ე სესია) |
| ნომერი | 862 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 862 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ტლაკოტალპანი — ქალაქი მექსიკაში, ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლში, ვერაკრუსის შტატში. ეს ტერიტორია დასახლებული იყო ჯერ კიდევ კოლუმბამდელ ხანაში, ხოლო დღეს არსებული დასახლება აქ გაჩნდა XVI საუკუნეში, მდინარე პაპალოაპანის სანაპიროებთან. ამჟამად ქალაქი წარმოადგენს ამავე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ცენტრს.
1998 წელს, ტლაკოტალპანი იუნესკოს მიერ შეტანილი იქნა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, რადგან: "ტლაკოტალპანის საქალაქო დაგეგმარება და არქიტექტურა წარმოადგენს განსაკუთრებული ხარისხით გაკეთებულ ესპანური და კარიბული ტრადიციების შერწყმის ასახვას... გამორჩეული ხასიათი ასახულია ქალაქის ნებისმიერ დეტალზე – ვიწრო ქუჩებზე, ფერტა საოცარ და უხვ ცვალებადობაზე და ა.შ." (UNESCO, 1998).
სახელი "ტლაკოტაპლანი" ნიშნავს "ადგილს მდინარეებს შორის", იგივეს, რასაც "მესოპოტამია".
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Tlacotalpan, Veracruz - Pearl of Papaloapan - სტატია ფოტოებით
- Tlacotalpan - Estado de Veracruz, Mexico - photo gallery.
- Google map
|
||||||||