კეცალკოატლი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კეცალკოატლი (ასევე: კეტსალკოატლი, Quetzalcoatl "ფრთიანია გველი") ნაუატლის ენაზე - ძველი ამერიკის ღვთაების სახელი, ასევე აცტეკებისა და ცენტრალური ამერიკის სხვა ცივილიზაციების პანთეონის ერთ-ერთი უმაღლესი ღმერთი. ამავე სახილის მქონე არის ისტორიული პირიც.

კეცალ-ი (კეტსალი, კერცალი, კბეზალი) - მცირე ზომის ჩიტი მუქი ზურმუხტისფერი ბუმბულით, რომელიც ამერიკის ტრადიციულ კულტურებში დიდად ფასობდა. კეცალი თავისუფლებისმოყვარების ძველი სიმბოლოა: ეს ჩიტი ტყვეობაში ვერ ცოცხლობს.

გარდა ამისა, აცტეკების ღმეთის სახელობაზე კეტცალკოატლი(ლათ. Quetzalcoatlus) დაარქვეს პტეროზავრების ქვეჯგუფის უდიდეს წარმომადგენელს.

[რედაქტირება] წარმომავლობა

მოზოამერიკაში გველის კულტის (ბერძ. ოფიოლატრია - გველთა თაყვანისცემა) ფესვები შორეულ წარსულში იკარგება. ჩიტისმაგვარი გველების პირველი გმოსახულებები ძვ. წ. 1150-500 წლებით თარიღდება. გველი მიწასა და ნაყოფიერებას განასახიერებდა. ტეოტიუაკანეში (დაახ. 150 ძვ.წ.) გველები კეცალის ფრთებით გამოისახებოდა. უფრო დეტალური გამოსახულებები ნაპოვნია კეტცალკოატლის ტაძარში, რომელიც დაახ. ძვ.წ. 200 წელს აშენდა. აქ შეიძლება კეცალისფრთიანი უზარმაზარი გველის გამოსახულების ნახვა.

ტეოტიუაკანეში თაყვანს სცემდნენ ტლალოკს, წყლის ღმერთს, მაშინ როცა კეცალკოატლი, როგორც გველი, განასახიერებდა მიწის ნაყოფიერებასა და ტლალოკს ემორჩილებოდა. კულტის განვითარების შემდეგ მან დამოუკიდებლობა შეიძინა.

დროთა მანძილზე კეტსალკოატლი სხვა ღმერთებს შეერწყა და მათი თვისებებიც შეიძინა. კეტცალკოატლი ხშირად ესეკატლეს (ესეკატლე), ჰაერის ღმერთს უიგივდებოდა, რომელიც ბუნების ძალებს განასახიერებდა. ასევე ასოცირდებოდა ცისკრის ვარსკვლავთან (პლანეტა ვენერა), მას ტლაუისკალპანტეკუტლი ერქვა. კეცალკოატლის ორეულია შოლოტლი - მწუხრის ვარსკვლავის ღმერთი. ღამით ის მიწისქვეშეთს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაცურავს. კეცალკოატლი წვიმის, ღვთაებრივი წყლებისა და ქარების ღმერთად გადაიქცა, მაშინ როცა ტლალოკი მიწისქვეშა წყლებისა და ტბების ღმერთი იყო. საბოლოოდ კი კეტცალკოატლმა შემოქმედ ღემრთთა შორის დაიკავა ადგილი.

ტეოტიუაკანის ღმერთის გავლენა მაიაზეც გავრცელდა. ეს უკანასკნელნი მას კუკულკან-ს უწოდებდნენ.

შოჩიკალკოში (700-900 წწ. ჩვ.წ.)მეფენი და მმართველნი თავის ძალაუფლეებას კეტცელკოატლს უკავშირებდნენ. ღმერთის გამოსახულებამ კი უფრო მეტი ადამიანური ნიშანი შეიძინა. დროთა მანძილზე ეს კულტი ტოლტეკებმა გადაიღეს და მათმა მმართველებმა კეცელკოატლის სახელის გამოყენება დაიწყეს.

ამ მმართველთაგან ყველაზე ცნობილი იყო სე აკატლ ნაკშიტლ ტოპილცინ კეტცალკოატლ (კვერთხის მფლობელი ჩვენი ბატონი მფრინავი გველი - ნუატლი) (923-947 ან 947-100 წწ.). ლეგენდები ამ მეფის შესახებ და ლეგენდები ღმერთზე პრაქტიკულად ერთმანეთს არის შეზრდილი. დღესდღეობით ტულეში კეცალკოატლის გამოჩენის თარიღად 980 წ. ითვლება. ტოლტეკები კეცალკოატლს საკუთარ ღმერთთან, ტეცკატლიპოკთან აიგივებდნენ და ამ ორს ერთმანეთის ღირსეულ მეტოქეებად და ტყუპ ძმებად თვლიდნენ. სე აკატლეს შესახებ ერთ ლეგენდაში ნათქვამია, რომ იგი თავის სახეს მახინჯად მიიჩნევდა, ამიტომ გრძელი წვერი მოუშვა და ამით ცდილობდა სახის დაფარვას. მოგვიანებით კი ნიღბის ტარებაც დაუწყია. ლეგენდა მცირედ დამახინჯებულია, მაგრამ ერთი რამ კი არის საყურადღებო, რომ კეცალკოატლსაც მეფის მსგავსად თეთრწვერა კაცის სახით გამოსახავდნენ.

ფსევდოსამეცნიერო წრეებში კეცალკოატლის გამოსახულება ძველ ამერიკაში ევროპელების ჩასვლის დასტურად მიაჩნიათ.

[რედაქტირება] კულტი

კეცალკოატლის მსახურება პეპლებისა და კოლიბრების მსხვერპლად მიტანას გულისხმობდა. მოგვიანებით, როცა კულტის პოლიტიკური მნიშვნელობა თითქმის გაბათილდა, ადამიანების მსხვერპლად მიტანაც დაიწყეს.

ტელტოკებთან კეტცალკოატლის მეტოქე იყო ტეცკატლიპოკა, რომელმაც კეცალკოატლს გაძევება მიუსაჯა. სხვა ვერსიის მიხედვით კეცალკოატლი საკუთარი ნებით გველის ტივით წავიდა და დაბრუნება დაიქადნა. სპეციალიზებულ ლიტერატურაში საკმაოდაა გავრცელებული აზრი აცტეკების მიერ კორტესის დაბრუნებულ კეტცალკოატლთან გაიგივების შესახებ.

როცა აცტეკებმა ტოლტეკების კულტურა შეითვისეს, კეტცალკოატლი და ტესკატლიპოკა ერთმანეთის თანასწორ მეტოქეებად დაისახნენ. შავი ტესკატლიპოკას საპირისპიროდ კეტცალკოატლს თეთრსაც უწოდებდნენ. მათ ერთად შექმნეს სამყარო, ამასთან ტეცკატლიპოკამ ტერფიც დაკარგა.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე