პეტენის დეპარტამენტი
| გერბი |
დროშა |
| ქვეყანა | |
| სტატუსი | დეპარტამენტი |
| მოიცავს | 12 მუნიციპალიტეტს |
| ადმინ. ცენტრი | ფლორესი |
| მოსახლეობა (2002) | 366 735 კაცი |
| სიმჭიდროვე | 10,8 კაცი/კმ² |
| ფართობი | 35 854 კმ² |
| სიმაღლე ზღვის დონიდან - საშუალო სიმაღლე |
174 მ |
| დროის სარტყელი | -6 |
| Petén Department | |
პეტენი — დეპარტამენტი გვატემალაში. დედაქალაქია ფლორესი. გეოგრაფიულად, წარმოადგენს გვატემალის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე დეპარტამენტს, ამავე დროს უდიდესს. მისი ფართობი 33 600 კმ²-ია, რაც გვატემალის მთლიანი ტერიტორიის მესამედს შეადგენს. 2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 450 000 ადამიანს ითვლის.
სექციების სია |
გეოგრაფია [რედაქტირება]
დეპარტამენტს აღმოსავლეთით ბელიზი ესაზღვრება, დასავლეთით და ჩრდილოეთით — მექსიკა, სამხრეთით კი გვატემალის ალტა-ვერაპასისა და ისაბალის დეპარტამენტები.[1] მექსიკასთან დასავლეთი საზღვარი ძირითადად მიუყვება მდინარე უსუმასინტასა და მის შენაკად სალინასს მიუყვება.[2]
ისტორია [რედაქტირება]
პეტენის დეპარტამენტი გვატემალის მთავრობის 1866 წლის 8 მაისის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა.[3]
1960-იანი წლებიდან, გვატემალის მთავრობა, ნებისმიერ მოქალაქეს სთავაზობდა სამოსახლო მიწებს პეტენში და ჰონორარად $25-ს უხდიდა. ფლორესსა და ტიკალში მცირე აეროპორტების აშენების შემდეგ განვითარება იწყო ტურიზმმა. 1970-იანი წლებიდან ტიკალიდან გზა გაიხსნა ბელიზის მიმართულებით. პირველი მოასფალტებული გზა დეპარტამენტში 1982 წელს დაიგო.
1990-იანი წლებიდან პეტენში მრავალი ახალმოსახლე შევიდა, რამაც სამხრეთ ნაწილში დეფორესტაცია გამოიწვია. [4]
მუნიციპალიტეტები [რედაქტირება]
პეტენის დეპარტამენტი 12 მუნიციპალიტეტისგან შედგება:
- დოლორესი
- ფლორესი
- ლა-ლიბერტადი
- მელჩორ-დე-მენკოსი
- პოპტუნი
- სან-ანდრესი
- სან-ბენიტო
- სან-ფრანსისკო
- სან-ხოსე
- სან-ლუისი
- სანტა-ანა
- საიაკსჩე
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Interactive department map
- Map of Petén department from Prensa Libre
- Untold Stories, Pulitzer Center on Crisis Reporting
- Future of Peten
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ ITMB Publishing Ltd. 2005.
- ↑ ITMB Publishing Ltd. 2005.
- ↑ Hernández & González.
- ↑ Michael Stoll. A Visit to Beef National Park. Pulitzer Center on Crisis Reporting.
|
|||||||