ჩიჩიმეკები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩიჩიმეკების გავრცელების არეალი დაახლოებით 1500 წლისთვის

ჩიჩიმეკებიმექსიკის ძველი ცივილიზაცია, რომელიც არსებობდა 1519 წლამდე.

ჩიჩიმეკების ერი შედგებოდა მომთაბარე ტომებისგან, რომლებიც თანამედროვე მექსიკის ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ. ვარაუდობენ, რომ XII საუკუნის შუა წლებში მათ დაიწყეს ქვეყნის სამხრეთით გადასახლება, ხოლო XIII საუკუნის დასაწყისში შეიჭრნენ ტერიტორიაზე, რომელზეც მანამდე ძველი ტოლტეკების სახელმწიფო იყო. ჩიჩიმეკებმა დააარსეს თავიანთი სახელმწიფო, რომლის დედაქალაქიც ტენაიუკა გახდა.

ჩიჩიმეკების მმართველმა კინაცინმა, რომელიც XIII საუკუნის დასაწყისში მართავდა ქვეყანას, დედაქალაქი გადაიტანა ტესკოკოში. ამის შემდეგ უცნობი მიზეზების გამო ჩიჩიმეკების სახელმწიფო დაიშალა, თვითონ ტესკოკო კი დამოუკიდებელი ქალაქი-სახელმწიფო გახდა. სხვა ტომებმა, რომლებიც ჩიჩიმეკების სახელმწიფოში შედიოდნენ, შეძლეს დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოების დაარსება — ოთომი ჰალტონაკში, აკოლჰუა კოატლინჩანში და ტეპანეკები ასკაპოცალკოში.

დაახლოებით 1418 წელს ტეპანეკებმა შეძლეს ტესკოკოს დაპყრობა და განაგებდნენ მას 1429 წლამდე, როდესაც ისინი ქვეყნიდან აცტეკებმა გააძევეს. 1519 წელს ტესკოკო ესპანელმა კონკისტადორებმა გაანადგურეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ნიკოლაი სიჩევი „დინასტიების წიგნი“ გამომცემლობა AST, 2005