სიან-კაანი
| სიან-კაანი* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | ბუნებრივი |
| კრიტერიუმები | vii, x |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | ლათინური ამერიკა |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1987 (მე-11 სესია) |
| ნომერი | 410 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 410 რუს. • ინგლ. • ფრ. |
სიან-კაანი (ესპ. Sian Ka’an) — ბიოსფერული ნაკრძალი მექსიკაში, კინტანა-როოს შტატში. 1986 წლიდან აქვს ეროვნული პარკის, ხოლო 1987 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. მაიას ენაზე სახელწოდება ითარგმნება, როგორც „იქ სადაც იწყება ცა“.
გეოგრაფია [რედაქტირება]
ნაკრძალი მდებარეობს იუკატანის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მისი ფართობია 5 280 კმ². ნაკრძალი მოიცავს ტროპიკულ ტყეებს, გვხვდება მანგოს ტყეები, ჭაობები, ასევე კარიბის ზღვის ბარიერული რიფები. რეგიონში საშუალოწლიური ნალექების რაოდენობა ტოლია 1120—1220 მმ-სა, რომელთა უმეტესობა (70 %) მოდის მაის-ოქტომბრის განმავლობაში.
ნაკრძალის ტერიტორიაზე განლაგებულია 110 კილომეტრიანი, მსოფლიოში სიგრძით მეორე, მესოამერიკული ბრიერული რიფი. რომელიც გადაჭიმულია იუკატანის აღმოსავლეთი სანაპიროდან სამხრეთით ბელიზისა და ჰონდურასის სანაპირომდე. სიან-კაანის პლაჟი მოფენილია ზღვის კუების კვერცხების ორმოებით.
ნაკრძალში განვითარებულია ტურიზმი, 2000 წელს ნაკრძალი მოინახულა 36 ათასმა ადამიანმა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Amigos de Sian Ka'an/Friends of Sian Ka'an (bilingual) conservation group
- Centro Ecologico Sian Ka'an
- Sian Ka'an at Pasaporteblog.com (ესპანური)
- Sian Ka'an Biosphere reserve
|
||||||||