ჩინამპები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეხიკოს ველის ტბების სისტემა კონკისტის პერიოდში. რუკაზე ნაჩვენებია ჩინამპების ადგილმდებარეობა.

ჩინამპები (ესპ. chinampa, ნაუატ. chināmitl) — მოცურავე კუნძულები, რომლებსაც აღმართავდნენ-ხოლმე მესოამერიკის კოლუმბამდელი ხალხები სოფლის მეურნეობის საწარმოებლად. ჩინამპებს წელიწადში რამდენიმჯერმე მოჰქონდათ მოსავალი. აცტეკები ჩინამპებს აგებდნენ ტესკოკოს ტბაზე.

ჭაობიან დაბლობებში მიწაში არჭობდნენ ხიმინჯებს, შემდეგ მათ აერთებდნენ მესრით. დანაყოფების შიგნით მეტრობით იყრებოდა მიწის ფენები. წვიმის სეზონებში ჩინამპები კუნძულებად იქცეოდა. წამოწეულ ველებზე გამუდმებით ემატებოდა წყლის მცენარეების ორგანული ნივთიერებები. ეს საშუალებას იძლეოდა, ნიადაგის ნაყოფიერება ყოველთვის მაღალ დონეზე ყოფილიყო.

მიწათმოქმედების ამ სისტემის აყვავების პერიოდია ჩვ. წ. 600-900 წლები.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]