კაკაშტლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაკაშტლას კედლის მხატვრობა

კაკაშტლა – არქეოლოგიური ძეგლი მექსიკაში, ტლასკალას შტატში.

კაკაშტლა ოლმეკ-შიკალანკებით დასახლებული რეგიონის დედაქალაქი იყო. ოლმეკ-შიკალანკების არსებობა არ არის დადასტურებული რაიმე უტყუარი საბუთით, შესაძლოა ეს იყვნენ მაიას მოსახლეები, რომლებიც აქ ჩვ.წ. 400 წელს ცენტრალური მექსიკის ტერიტორიიდან მოვიდნენ.

ტერმინი ოლმეკ-შიკამალკა პირველად მე-16 საუკუნეში იხმარა ისტორიკოსმა დიეგო მუნიოს კამარგომ, თუმცა როგორც ჩვენ დღეს ვიცით, ოლმეკების კულტურა მოისპო ჯერ კიდევ ძვ.წ. 400 წელს, ანუ 800 წლით ადრე.

ჩვ.წ. 600-750 წლებში, ქალაქ ჩოლულას დაცემის შემდეგ, კაკაშტლა ჩაერთო ტლასკალა-პუებლის ხეობის ჰეგემონობისათვის ბრძოლაში. ჩვ.წ. 900 წელს, მისი ძალაუფლება საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ სადღაც 1000 წელს, ქალაქი მიტოვებულ იქნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]