კოლუმბამდელი ცივილიზაციები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოლუმბამდელი ეპოქის სკულპტურული ტუბი, ნაპოვნია არქეოლოგების მიერ ნაკუჩის ყორღანთან, ჯორჯიის შტატი, აშშ
ერთ-ერთი პირამიდა იაშჩილანის ნანგრევების ზედა დონეში, მექსიკა

კოლუმბამდელი ცივილიზაციებიცივილიზაციები, რომლებიც არსებობდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე და რომლებიც XV საუკუნეში ამავე ტერიტორიაზე ევროპელი კოლონისტების გამოჩენამდე გაქრა.

ისტორია[რედაქტირება]

მიიჩნევენ, რომ ინდიელებისა და ესკიმოსების წინაპრები გადასახლდნენ ამერიკაში 30-20 ათასი წლის წინ, ჩრდილო-აღმოსალეთი აზიიდან ბერინგის ზღვისა და სრუტის გავლით. პირველი ახალმოსახლეების კულტურის დონე შეესაბამებოდა ძველი მსოფლიოს გვიანპალეოლითურ და მეზოლითურ კულტურებს. ინდიელების გადასახლება ორივე კონტინენტზე და მათ მიერ ახალი მიწების შესწავლა მრავალი ათასწლეულის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამერიკის კოლინიზაციამდე (დაიწყო XVI საუკუნეში) ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტომების უმრავლესობა თემური და ტომობრივი წყობის სხვადასხვა სტადიაზე იყო: ზოგიერთ ტომში დომინირებდა მდედრობითი სქესი (იროკეზები, მუსკოგები, ჰოპი, მდინარე ამაზონის აუზის მრავალი ტომი და სხვა), სხვებთან დომინირებდა მამრობითი სქესი (ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ტომები, სამხრეთ ამერიკის მრავალი ტომი). ხალხების ნაწილი იმყოფებოდა თემური წყობილებიდან კლასობრივ საზოგადეობაზე გადასვლის სხვადასხვა სტადიაზე. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ინდიელები (აცტეკები, მაია, ინკები) უკვე კლასობრივ საზოგადოებებად ცხოვრობდნენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]