მონტე-ალბანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მონტე-ალბანი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Thumb
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ლათინური ამერიკა და კარიბები
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1987  (მე-11 სესია)
ნომერი 415
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 415
რუს.ინგლ.ფრ.

მონტე-ალბანი (ესპ. Monte Albán) — კოლუმბამდელი მსხვილი დასახლება სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკაში, ოახაკის შტატში. მდებარეობს დაბალ მთიან ქედზე, ოახაკის ხეობის ცენტრალურ ნაწილში. შტატის დედაქალაქ ოახაკა-დე-ხუარესიდან დასავლეთით 9 კილომეტრზე.

სამოქალაქო-საცერემონიო ცენტრი მონტე-ალბანი მდებარეობს ხელოვნურად მოსწორებულ ბორცვზე. ზღვის დონიდან 1940 მეტრზე.

მონტე-ალბანი წარმოადგენს ყველაზე პირველ ქალაქს მეზოამერიკაში, რომელიც თითქმის ათასი წლის განმავლობაში თამაშობდა მთავარ როლს საპოტეკების ცივილიზაციის სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში. მონტე-ალბანი დაარსდა შუა კლასიკურამდელ პერიოდში დაახლ. ძვ. წ. 500 წელს, ხოლო ძვ. წ. 100 – ახ. წ. 200 წწ. იგი უკვე ოახაკის მთიანეთში მდებარე სახელმწიფოს დედაქალაქია. ქალაქმა თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა კლასიკური პერიოდის დასასრულს (დაახლ. 500–750) და პრაქტიკულად აღმოჩნდა მიტოვებული.

1987 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: