პორნოკრატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაროზია – შუასაუკუნეების მინიატურა

პორნოკრატია (იტალ. pornocrazia romana, governo delle prostitute) — 60-წლიანი პერიოდი პაპობის ისტორიაში (X საუკუნის I ნახევარი), რომელიც იწყება პაპ სერგიუს III-ის (904-911) მმართველობით და გაგრძელდა იოანე XII-ს (955-963) გარდაცვალებამდე.

ამ პერიოდის განმავლობაში პონტიფიკატი იმყოფებოდა რომის სენატორისა და კონსულის თეოფილაქტეს ოჯახის გავლენის ქვეშ, რომლის ცოლი თეოდორა და შვილი მაროზია სარგებლობდნენ მეძავების რეპუტაციით. ეს მდიდარი და გავლენიანი, ძალაუფლების მოყვარული ქალები წმინდა ტახტზე სვამდნენ თავიანთ საყვარლებს, კლავდნენ მათთვის არასასურველ პაპებს და მრავალი წლის განმავლობაში ფაქტობრივად განაგებდნენ წმინდა ტახტს. მათ შესახებ მემატიანე წერდა: „ასრულდა წინასწარმეტყველება: დედაკაცები განაგებენ იერუსალიმსო!“.[1] მათ შემდეგ პაპებზე ძალაუფლება მაროზიას შვილმა ალბერიხმა შეინარჩუნა

პორნოკრატიის პერიოდის პაპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სერგიუს III (904-911) – მაროზიას სავარაუდო საყვარელი
  2. ანასტასიუს III (911-913) – მაროზიას საყვარელი
  3. ლანდო (913-914) – მაროზიას საყვარელი
  4. იოანე X (914-928) – თეოდორას საყვარელი. სწორედ ამის გამო შურით ანთებულმა მაროზიამ დილეგში დაახრჩობინა. გარდაიცვალა 2,5 წლის პაპობის შემდეგ.
  5. ლეო VI (928-929) – მაროზიას პროტეჟე, მისი ლეგიტიმურობა საეჭვოა, რადგან ამ დროს ცოცხალი უნდა იყოს იოანე X. გარდაიცვალა საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში, სავარაუდოდ მოწამლეს.
  6. სტეფანე VII (929-931) – მისი ლეგიტიმურობაც საეჭვოა, რადგან ამ დროს ისევ ცოცხალი უნდა იყოს იოანე X. გარდაიცვალა საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში.
  7. იოანე XI (931-935) – მაროზიასა და სერგიუს III-ის შვილი. პაპი გახდა 21 წლის ასაკში. ციხეში ჩასვა თავისმა ნახევარძმამ, ალბერიხმა, მაროზიასთან ერთად, სადაც დაიღუპა კიდეც.
  8. ლეო VII (936-939) – პაპად დასმული ალბერიხის (მაროზიას შვილის) მიერ. დაიღუპა 3 წლის შემდეგ.
  9. სტეფან VIII (939-942) – ლეო VII-ის ანალოგიურად
  10. მარინუს II (942-946)
  11. აგაპეტუს II (946-955)
  12. იოანე XII (955-963) – მაროზიას შვილიშვილი ალბერიხისაგან, 18 წლისა ავიდა პაპის ტახტზე. წმინდა პეტრეს სასახლე საროსკიპოდ აქცია. დაიღუპა საყვარლის სარეცელში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალექსანდრე პარადისისი, ბალთაზარ კოსა, თბ. 1992

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ალექსანდრე პარადისისი, ბალთაზარ კოსა, თბ. 1992 წ. გვ. 303