დემეტრიო ალბერტინი
|
|
||
| პირადი მონაცემები | ||
| დაბ. თარიღი | 23 აგვისტო 1973 | |
| დაბ. ადგილი | ბრიანცა მილანი, იტალია | |
| სიმაღლე | 180 სმ. | |
| პოზიცია | ნახევარმცველი | |
| ეროვ. ნაკრები | 1991-2002 იტალია 111(1) | |
| ინფორმაცია კლუბის შესახებ | ||
| კლუბი | კარიერა დაასრულა | |
| კარიერა | ||
| კლუბები | 1988-2002 მილანში 2002-2003 მადრიდის ატლეტიკო 2003-2004 ლაციო 2004 ატალანტა 2005 ბარსელონა |
|
დემეტრიო ალბერტინი - იტალიელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი, რომელმაც კარიერის უდიდესი ნაწილი მილანში გაატარა. კლუბთან ერთად მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და სხვა უამრავი ტიტული. ალბეტრინიმ ასევე ითამაშა ესპანურ ბარსელონაში.
ათი წლის განმავლობაში იცავდა იტალიის ნაკრების ღირსებას და გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო.
სექციების სია |
[რედაქტირება] საკლუბო კარიერა
[რედაქტირება] მილანი
დემეტრიო ალბერტინი მილანის გარეუბანში დაიბადა, ამიტომ ფეხბურთელის კარიერა მილანის ბავშვთა გუნდში დაიწყო, სადაც 14 წელი გაატარა. 17 წლის ასაკში კი ძირითად გუნდში უხმეს და 1989 წელს მისი დებიუტიც შედგა. მომავალ სეზონში ახალგაზრდა ნახევარცველი პადოვაში 1 წლით გაანათხოვრეს. 1991-1992 წლების სეზონში მილანის მთავარი მწვრთნელის პოსტი ფაბიო კაპელომ დაიკავა და ალბერტინიც გუნდში დააბრუნა.
ევროპულ ფეხბურთში მილანის ზეობის ხანა იწყებოდა და დემეტრიოც ამ დიდი გუნდის წევრი გახლდათ. იმ სეზონში მილანმა სერია ა წაუგებლად დაასრულა და სკუდეტო მოიგო, შემდეგ იტალიის თასი. ტიტული მომდევნო სამ სეზონშიც დაიცვეს.
ალბერტინის კარიერაში განსაკუთრებული გამოდგა 1994 წელი. სკუდეტოსთან ერთად იტალიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო. დაუვიწყარია ლიგის ფინალი, სადაც მილანელები კრუიფის გაწვრთნილ ბარსელონას დაუპირისპირდნენ და 4:0 გაანადგურეს მეტოქე. 1994 წელს მოგებული ჩემპიონთა ლიგა ალბერტინის კარიერაში პირველი და უკანასკნელი გამოდგა. როსონერი მომდევნო სეზონშიც გავიდა ფინალში, მაგრამ ამსტერდამის აიაქსთან 0:1 დამარცხდა.
საერთო ჯამში ალბერტინიმ მილანის შავ-წითელი მაისურით 300-მდე მატჩი ჩაატარა. ჩემპიონთა ლიგაში 41-ჯერ ითამაშა. ამ ხნის განმავლობაში 3-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ამდენჯერვე იტალიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგის სამ ფინალში (1993,1994,1995) ითამაშა, თუმცა მხოლოდ ერთხელ ასწია თასი. მილანიდან კი 2002 წელს წავიდა.
[რედაქტირება] მილანის შემდეგ
როსონერიდან წასვლის შემდეგ დემეტრიო ალბერტინიმ სამშობლო დატოვა და მადრიდის ატლეტიკოში გადავიდა, ესპანეთში მხოლოდ ერთი სეზონი (2002-2003) გაატარა. იმ დროს ალბერტინი უკვე ვეტერანი ფეხბურთელი იყო და საქმე არც ისე კარგად წაუვიდა.
2003 წელს ალბერტინი სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა ამჯერად ლაციოსთან გააფორმა კონტრაქტი. იმ წელს ალბერტინიმ კარიერაში პირველი იტალიის თასი მოიგო, თუმცა არც რომში დარჩენილა დიდხანს, მომდევნო ერთი სეზონი ატალანტაში გაატარა, 2005 წელს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე კვლავ ესპანეთში წავიდა და 33 წლის ასაკში ბარსელონას მაისური მოირგო. იმ დროს კატალონიელებს ალბერტინის ყოფილი თანაგუნდელი ფრენკ რაიკაარდი წვრთნიდა. ბარსას შემადგენლობაში სულ 5 შეხვედრა ჩაატარა და შემდეგ კარიერა დაასრულა.
[რედაქტირება] სანაკრებო კარიერა
დემეტრიო ლაბერტინიმ სანაკრებო კარიერა ჯერ კიდევ ასაკობრივ ნაკრებებიდან დაიწყო. საკუთარი ნიჭისა და კარგი თამაშოს წყალობით ალბერტინიმ მწვრთნელთა ყურადღება ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში მიიპყრო და ახალგაზრდა ნახევარმცველს 18 წლამდელთა ნაკრებში უხმეს, შემდეგ იყო 21 წლამდე ნაკრები, ძირითად გუნდშიც იმავე პერიოდში გამოიძახეს და ფაქტობრივად ორივე ნაკრებში უწევდა თამაში. 1991 წელს ალბერტინი ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაშიც იყო.
სკუადრა აძურაში მისი დებიუტი 1991 წლის დეკემბერში შედგა. მას შემდეგ სტაბილურად ირგებდა ქვეყნის პირველი გუნდის მაისურს. ნაკრების შემადგენლობაში იყო 1994 და 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. პირველ შემთხვევაში იტალიის ნაკრები ფინალში ბრაზილიასთა პენალტების სერიაში დამარცხდა, მეორე ჩემპიონატზე კი მასპინძელმა და მომავალმა ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა გამოთიშა ტურნირს.
ორი წლის შემდეგ ეს ორი ნაკრები უკვე ევროპის ჩემპიონატის ფინლაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, დემეტრიო მაშინაც ნაკრების ღირსებას იცავდა. თამაში დრამატული გამოდგა - იტალიელები მთელი მატჩის განმავლობაში 1:0 უგებდნენ ფრანგებს, თუმცა თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე სილვიენ ვილრტორდმა ანგარიში გაათანაბარა დამატებით დროში კი დავიდ ტრეზეგემ ”ოქროს გოლი” გაიტანა და აძურა ტიტულის გარეშე დატოვა.
დემეტრიო ალბერტინიმ რამდენჯერმე უკაპიტნა კიდეც ნაკრებს.
[რედაქტირება] კარიერის დასასრული
დემეტრიო ალბერტინი ფეხბურთიდან 2006 წლის 15 მარტს გააცილეს. ამხანაგური მატჩი სან სიროზე შედგა, ერთმანეთს მილანისა და ბარსელონას ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ. იმ შეხვედრაში მარკო ვან ბასტენი, ფრენკ რაიკაარდი, ფრანკო ბარეზი, რუუდ გულიტი და სხვა ვეტერანები იღებდნენ მონაწილეობას. ალბერტინიმ ერთი გოლი გაიტანა, ის შეხვედრა მილანმა 4:2 მოიგო.
2006 წლის იტალიური ფეხბურთის სკანდალის შემდეგ დემეტიო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტად დაინიშნა, თუმცა მას შემდეგ რაც გუიდო როსიომ პრეზიდენდის პოსტი დაიკავა, ალბერტინი თანამდებობიდან გადადგა.
[რედაქტირება] ტიტულები
[რედაქტირება] საკლუბო
იტალიის ჩემპიონი: 1992, 1993, 1994, 1996, 1999
იტალიის სუპერთასი: 1992, 1993, 1994
ჩემპიონთა ლიგა: 1994
ევროპის სუპერთასი: 1994
[რედაქტირება] სანაკრებო
მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი: 1994
ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი: 2000
სტატიის