სიმონე პეროტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიმონე პეროტა
Simone Perrotta
STOP nuvola.svg
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ახალი სტანდარტების შესაბამისად.
Simone Perrotta 2007.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი სიმონე პასქუალე პეროტა
დაბ. თარიღი 17 სექტემბერი, 1977 (34 წლის)
დაბ. ადგილი    ეშტონ-ანდერ-ლაინი, ტეიმსაიდი, გაერთიანებული სამეფო
სიმაღლე 1.78 სმ.
პოზიცია ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
ამჟ. კლუბი რომა
ნომერი 20
პროფესიული კლუბები1
წლები კლუბი მატჩი (გოლი)*
1995–1998
1998–1999
1999–2001
2001–2004
2004–
რეჯინა
იუვენტუსი
ბარი
კიევო
რომა
77 (1)
5 (0)
56 (1)
95 (6)
224 (34)   
ეროვნული ნაკრები2
1998–2000
2002–2009
იტალია U21
იტალია
6 (1)
48 (2)


2 ეროვნულ მატჩებში მონაწილეობა და გოლები სწორია
თარიღით 10 თებერვალი 2009.
* მატჩებში მონაწილეობა (გოლები)

სიმონე პეროტა (იტალ. Simone Perrotta; დ. 17 სექტემბერი, 1977, ეშტონ-ანდერ-ლაინი) — იტალიელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „რომას“ ნახევარმცველი. იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მოგებული აქვს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

პეროტამ თამაში დაიწყო „რეჯინაში“, დებიუტი ჰქონდა 1995 წელს, იტალიის სერია B-ში. 1998 წელს ის გადაიბირა „იუვენტუსმა“. ტურინულ კლბუში ნახევარმცველის პოზიციაზე კონკურენცია უწევდა ისეთ დიდ ფეხბურთელებთან, როგორებიც იყვნენ ანტონიო კონტე, დიდიე დეშამი და ზინედინ ზიდანი. „იუვენტუსის“ შემადგენლობაში მან მხოლოდ ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. 1999 წელს იჯარის წესით გადავიდა „ბარიში“, სადაც დაჰყო ორი სეზონი. 2001/02 წლების სეზონი გაატარა „კიევოში“.

რომა[რედაქტირება]

2004 წელს „რომამ“ 7,2 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოახერხა პეროტას გუნდში გადმოყვანა.[1] რომას რიგებში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ მარჩელო ლიპიმ ის იტალიის ნაკრებში გამოიძახა და მსოფლიო ჩემპიონტაზე ითამაშა შვიდი მატჩი. მან დედაქალაქურ კლუბთან გაახანგრძლივა კონტრაქტი 2010 წლამდე.[2] 2009 წელს მან კვლავ გაახანგრძილვა კლუბთან კონტრაქტი. 2011 წელს გაფორმებული ახალი კონტრაქტით მისი ანაზღაურება შემცირდა.[3]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება]

პეროტამ იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მოიგო 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი. ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 2002 წელს. ითამაშა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც გაიტანა გოლი ბულგარეთის ნაკრების კარში. პეროტამ ასევე მიიღო მონაწილეობა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც შვიდივე მატჩში ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ACQUISTO DEL DIRITTO ALLE PRESTAZIONI SPORTIVE DI SIMONE PERROTTA“, AS Roma, 3 August 2004. წაკითხვის თარიღი: 27 March 2011. (Italian) 
  2. PROLUNGATO IL CONTRATTO SINO AL 30 GIUGNO 2010“, AS Roma, 11 September 2006. წაკითხვის თარიღი: 19 June 2011. (Italian) 
  3. PROLUNGATO IL CONTRATTO SINO AL 30 GIUGNO 2010“ (PDF (10.29 KB)), AS Roma, 11 September 2006. წაკითხვის თარიღი: 19 June 2011. (Italian)