ჯორჯო კიელინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯორჯო კიელინი
Giorgio Chiellini
Chiellini in Nazionale.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი ჯორჯო კიელინი
დაბადების
თარიღი
14 აგვისტო, 1984 (1984-08-14) (29 წლის)
დაბადების
ადგილი
პიზა, იტალია
სიმაღლე 186 სმ.
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
იუვენტუსი
ნომერი 3
ახალგაზრდული კარიერა
1990-2000 ლივორნო
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2000–2004 ლივორნო 55 (4)
2004–2005 ფიორენტინა 37 (3)
2005– იუვენტუსი 225 (19)
ეროვნული ნაკრები
2004– იტალია 57 (2)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით და სწორია: 3 მარტი 2013.

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობა და გოლები სწორია:
3 მარტი 2013.

ჯორჯო კიელინი (იტალ. Giorgio Chiellini; დ. 14 აგვისტო, 1984) — იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს იტალიის სერია A-ს კლუბ იუვენტუსსა და იტალიის ეროვნულ ნაკრებში .

საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

ჯორჯომ კარიერა 6 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ლივორნოში აიყვანეს. თავიდან იგი ვინგერად თამაშობდა, თუმცა საბოლოოდ მან თავისი პოზიცია მარცხენა მცველად იპოვა. იგი აკადემიაში 1999-2000 წლების ჩათვლით გამოდიოდა, მანამ სანამ ლივორნომ პირველ გუნდში არ გამოიძახა 2000-01 სეზონში. მაგ სეზონში კიელინიმ მხოლოდ სამი თამაში ითამაშა პირველ გუნდში, საბოლოოდ კი მხოლოდ 2003/04 სეზონში განიმტკიცა ადგილი ლივორნოს მთავარ გუნდში.

ზაფხულში 2004 წელს ჯორჯო იუვენტუსის ფეხბურთელი გახდა 6.5 მილიონ ევროდ, თუმცა ტურინელებმა მისი ნახევარი უფლება ფიორენტინას მიყიდეს 3.5 მილიონ ევროდ, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა და საბოლოოდ იუვენტუსმა იგი 4.3 მილიონ ევროდ გამოისყიდა. პირველივე სეზონში ჯორჯო კლუბის მთავარი მცველი გახდა, ფაბიო კაპელოს ხელში და იმ წელს იუვენტუსი 29-ჯერ გახდა სკუდეტოს მფლობელი, თუმცა კალჩოპოლის სკანდალის გამო იუვეს ჩამოერთვა ეს ტიტული და თან სერია ბ-ში გაუშვეს, ქულების დაკლებით.

ჯორჯო რა თქმა უნდა გაყვა თავის კლუბს დაბლა დივიზიონში და იმავე წელსვე გუნდი აღზევდა ისევ სერია ა-ში. ახალ სეზონში ჯორჯომ მარცხენა მცველის პოზიციაზე დაიწყო, თუმცა ჟორჟე ანდრადეს და დომენიკო კრიშიტოს ტრავმების გამო იგი ისევ ცენტრალურ მცველად დაბრუნდა. მან ტანდემი დაცვაში ნიკოლა ლეგროტალიესთან ერთად შექმნა. კიელინის კარგი თამაშის ფონზე მან იყო და ჯერ 2011-წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი, შემდეგ კი 2013-წლამდე.

2008-09 სეზონში ჯორჯომ თავისი პირველი გოლი გაიტანა ევრო თასებზე იუვეს შემადგენლობაში არტმედიას წინააღმდეგ, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ მან ტრავმა მიიღო და სეზონის სტარტი გამოტოვა. თუმცა ეგ სეზონი ჯორჯოსთვის საბოლოოდ წარმატებული გამოდგა მაინც და საბოლოოდ იგი სერია ა-ს საუკეთესო მცველად დასახელდა.

2009-10 სეზონის სტარტიც თითქმის იგივენაერად დაიწყო ჯორჯოსთვის, მან ტრავმა მიიღო და სტარტი სეზონის ისევ გამოტოვა, შემდეგ კი დაბრუნდა, მაგრამ ტრავმამ ისევ თასი შეახსენა და მარტამდე იგი ლაზარეთში იყო. მარტში კი ნაპოლის წინააღმდეგ დაბრუნება ჯორჯომ გოლით აღნიშნა და სეზონის ბოლოს კი კონტრაქტი იუვესთან 2015-წლამდე გაახანგრძლივა.

2010-11 სეზონში ჯორჯოს ტანდემს ახალ ნაყიდი ლეონარდო ბონუჩი უწევდა, შემდეგ კი ზამთარში ანდრეა ბარძალის მოსვლის შემდგომ ანტონიო კონტემ იგი მარცხენა მცველად გადაწია, რადგან ბონუჩის და ბარძალის ტანდემი შექმნა ცენტრში.

2011-2012 სეზონი კონტემ სამი მცველის ტაქტიკა გამოიყანა, სადაც ძალიან კარგად შეეწყვნენ ჯორჯო-ბონუჩი-ბარძალის სამეული. ეს სეზონი როგორც ამათვის ასევე იუვენტუსისთვის ბრწყინვალე აღმოჩნდა და ისინი სკუდეტოს დაეუფლნენ.

ევრო 2012ის ტურნირზე მიღებული ტრავმის გამო ჯორჯომ სტარტი სეზონის ისევ გამოტოვა, თუმცა სექტემბრის ბოლოსკენ იგი დაბრუნდა კიევოსთან და მისი ახალი სეზონიც დაიწყო.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება]

ჯორჯომ ყველა ასაკობრივ ნაკრებში შეძლო თამაში, ხოლო U-19თან ერთად კი 2003 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო ლიხტენშტაინში. მისი დებიუტი მთავარ ნაკრებში კი 2004 წელს შედგა ფინეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, რომელიც იტალიამ 1:0 მოიგო. იმავე წელს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მან ბრინჯაოს მედლის მოგება შეძლო ნაკრებთან ერთად.

ჯორჯო ევრო 2008-ის ტურნირზეც გამოძახებული იქნა სადაც ცოტა სტაბილურობა აკლდა, განსაკუთრებით ჯგუფურ ეტაპზე, თუმცა ესპანეთის ნაკრებთან მან ბრწყინვალედ ჩაატარა შეხვედრა და მისი დამსახურებაა ეგ თამაში ფრედ 0:0 რომ დასრულდა, თუმცა პენალტების სერია მაინც ფურია როხას დარჩა.

მსოფლიო ჩემპიონატი 2010 არც თუ ისე კარგი გამოდგა ჯორჯოსთვის და ნაკრებისთვის, რადგან იტალია ჯგუფში ჩარჩა.

ევრო 2012ზე ჯორჯოც იყო , თუმცა მე-3 თამაში ჯგუფში ირლანდიასთან ტრავმა მიიღო და მხოლოდ 1/2-ფინალში შეძლო დაბრუნება გერმანიასთან, რომელიც აძურიმ მოიგო და ფინალში გავიდა, თუმცა სამწუხაროდ ის დღე კარგად ვერ დაამახსოვრდებათ იტალიელ ქომაგებს.

ნოემბერში ამხანაგურ მატჩში საფრანგეთის ნაკრებთან ჯორჯოს კაპიტნის სამკლაურით იყო, თუმცა თამაში ფრანგების გამარჯვებით დასრულდა.

მიღწევები[რედაქტირება]

საკლუბო

იუვენტუსი

სანაკრებო

პირადი

  • სერია ა-ს საუკეთესო მცველი (3): (2008, 2009, 2010)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]