მაურო კამორანეზი
|
||||
| პირადი მონაცემები | ||||
| სრული სახელი | მაურო ჯერმან კამორანეზი სიერა | |||
| დაბ. თარიღი | 4 ოქტომბერი 1976 წელი | |||
| დაბ. ადგილი | ტანდილი, ბუენოს აირესი,, არგენტინა | |||
| სიმაღლე | 177 სმ. | |||
| წონა | 70 კგ. | |||
| პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | |||
| ინფორმაცია კლუბის შესახებ | ||||
| კლუბი | იუვენტუსი | |||
| ნომერი | 16 | |||
| კარიერა | ||||
| კლუბები | 1995–1996 ალდოვისი
1996-1997 სანტოს ლაგუნა 1997-1998 ბენფილდი 1998-2000 კრუზ აზული 2000-2002 ვერონა 2002 - იუვენტუსი |
|||
| ეროვ. ნაკრები | 2003 - იტალია | |||
მაურო კამონარეზი (დაბ. 1976 წლის 4 ოქტომბერი) - იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც არგენტინაში დაიბადა. იტალიის ნაკრებისა და იუვენტუსის შემტევი ნახევარმცველი. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 2006 წელს სკუდრა აძურას შემადგენობაში მოიგო. სერია ა-ს ჩემპიონი, იტალიის სუპერთასის მფლობელი
სექციების სია |
კარიერა [რედაქტირება]
საკლუბო კარიერა [რედაქტირება]
მაურო კამორანეზი არგენტინაში, ბუენიოს აირესში დაიბადა, ამიტომაც ბავშვობაში რივერ პლეიტს გულშემატკივრობდა, თუმცა ფეხბურთის თამაში ატლეტიკო ალდოვისში დაიწყო. ეს კლუბი ახლოს მდებარებდა მის საცხოვრებელ ადგილთან, ამიტომაც პატარა ფეხბურთელი ამ გუნდში მიიყვანეს.
პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერის გასაკეთებლად მაურო მალე მექსიკაში გადავიდა და იქაურ სანტოს ლაგუნაში ჩაირიცხა. ამ კლუბის მაისურით პირველი ტიტული 1996 წელს მოიგო - მექსიკის ჩემპიონი გახდა. კამორანეზიმ 13 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანა შეძლო. მექსიკიდან ახალგაზრდა ნახევარმცველი ურუგვაიში გადაბარგდა და მონტევიდეო ვანდერესთან გააფორმა კონტრაქტი. ცოტა ხანს ითამაშა ბენფილდში, სადაც 38 მატჩში 16 გოლი გაიტანა.
ურუგვაიდან კვლავ მექსიკას დაუბრუნდა. იქაურ კრუზ აზულში 1999-2000 წლებში ითამაშა. თავისი კარგი თამაშით სერია ა-ს კლუბ ვერონას სელექციონერების ყურადღება მიიპყრო. აზულის მაისურით მაუროს 79 შეხვედრაში 21 გოლი ჰქონდა გატანილი, რაც ნახევარმცველისთვის შესანიშნავი შედეგია. კლუბებმა შეთანხმებას მალე მიაღწიეს და არგენტინელი კამორანეზიც 2000 წელს ევროპაში გადმოვიდა სათამაშოდ.
ვერონას შემადგენლობაში საკმაოდ კარგი სტარტი ჰქონდა, სეზონის ბოლოს კი ნახევარმცველისთვის მშვენიერი გოლების რაოდენობა მოაგროვა. კლუბში 2 წელი გაატარა, შემდეგ კი იუვენტუსში გადავიდა.
2002 წელს ბებერმა ქალბატონმა კამორანეზის სანაცვლოდ ვერონას 4,8 მილიონი ევრო გადაუხადა და მიანათხოვრა მაქს ვიერი, მაუროს თანამფოლბელი ვერონასთან ერთად იუვეც გახდა. ერთი წლის შემდეგ კი სამუდამოდ გამოისყიდა.
იუვენტუსი [რედაქტირება]
იუვენტუსის შემადგენლობაში კამორანეზიმ 2002-2003 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატი მოიგო, ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც მილანს დაუპირისპირდა, მაშინ ტურინელებმა პენალტების სერიაში წააგეს და მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდნენ. იტალიის სუპერთასზეც ორჯერ იმარჯვეს 2002 და 2003 წლებში. კამორანეზი იუვეს შემადგენლობაში კიდევ ორჯერ (2005, 2006 წწ) მოიგო სერია ა, თუმცა 2006 წელს იტალიურ ფეხბურთში მომხდარი სკანდალის გამო სკუდეტო ჩამოართვეს. იუვენტუსი კი სერია ბ-ში დააქვეითეს.
იმ პერიოდში კლუბიდან ბევრი ფეხბურთელი წავიდა, არაერთი შეთავაზება მიიღო კამორანეზიმაც. მისი გადაბირება ლივერპულმა და ვალენსიამ სცადეს, თუმცა მაურომ ბუფონისთან და დელ პიეროსთან ერთად იუვეში დარჩენა გადაწყვიტა.
სერია ბ-შიც შესანიშნავად თამაშობდა, დიდი წვლილი შეიტანა უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად. კამორანეზიმ ტრადიციული 16 ნომრიანი მაისურის ნაცვლად 8 ნომერი ჩაიცვა, თავისი მაისური კი ერთი წლის შედეგ სერია ა-ში აღზევების შემდეგ დაიბრუნა. ელიტაში დაბრუნებულ იუვეში მაურო კვლავ მნიშვნელოვანი ფიგურაა და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთლად ითვლება.
ეროვნული ნაკრები [რედაქტირება]
მაურო კამორანეზიმ ორმაგი მოქალაქეობა მიიღო, რაც საშუალებას აძლევს ითამაშოს როგორც არგენტინის, ისე იტალიის საფეხბურთო ნაკრებში. მისით პირველად სკუადრა აძურას ხელმძღვანელები დაინტერესდნენ და ნაკრებში გამოიძახეს. მას შემდეგ მაურო აპენინელების მასურით გამოდის და სამხრეთ ამერიკელების შემადგენლობაში არ უთამაშია.
ნაკრებში დებიუტი 2003 წელს შედგა, კამორანეზიმ პორტუგალის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ტრაპატონის ნაკრებმა მაშინ 1:0 მოიგო. მაურო იტალიის ნაკრების შემადგენლობაში იყო ევრო 2004-ზეც, მარჩელო ლიპიმ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონაზეც წაიყვანა. იტალიელებმა მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ მოიგეს, გულშემატკივრებს კამორანეზი გარდა კარგი თამაშისა კიდევ ერთი ეპიზოდით დააამახსოვრდათ. მაურო გრძელ უკანშეკრულ თმას ატარებდა და მუინდიალის დაწყებამდე ნათქვამი ჰქონდა, თუ იტალია ჩემპიონი გახდებოდა თმას შევიჭრიო. აპენინელებმა ფინალში საფრანგეთის ნაკრები პენალტების სერიით დამარცხეს. ბოლო დარტყმა ფაბიო გროსომ შეასრულა და როდესაც ცნობილი გახდა, რომ ტურნირი აძურამ მოიგო, თანაგუნდელმა მასიმო ოდომ კამორანეზის პირდაპირ მოედანზე მაკრატლით თმის ”კუდი” მოაჭრა. მაურო მოჭრილი თმით ხელში კამერებთან მივიდა და ესპანურად წარმოთქვა : "Para los pibes del barrio..." (მეზობელი ბიჭებისთვის).
კამორანეზი ევრო 2008-ზეც იღებდა მონაწილეობას. მაშინ იტალია მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში კამორანეზიმ ირლანდიის წინააღმდეგ გოლიც გაიტანა.
საერთო ჯამში იტალიის ნაკრების მაისურით მაურო კამორანეზიმ 51 შეხვედრა ჩაატარა და 5-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.
ტიტულები [რედაქტირება]
საკლუბი [რედაქტირება]
სანტოს ლაგუნა
მექსიკის ჩემპიონი: 1996
იუვენტუსი
სერია ა: 2002-2003
იტალიის სუპერთასი: 2002, 2003
სერია ბ: 2007
სანაკრებო [რედაქტირება]
მსოფლიოს ჩემპიონი: 2006
სტატიის