დანიელე დე როსი
| დანიელე დე როსი Daniele De Rossi |
||
| პირადი მონაცემები | ||
|---|---|---|
| სრული სახელი | დანიელე დე როსი | |
| დაბ. თარიღი | 24 ივლისი, 1983 | |
| დაბ. ადგილი | რომი, იტალია | |
| სიმაღლე | 1.84 სმ. | |
| პოზიცია | ნახევარმცველი | |
| საკლუბო ინფორმაცია | ||
| ამჟ. კლუბი | რომა | |
| ნომერი | 16 | |
| ახალგაზრდობის კლუბები | ||
| 1997–2000 2000–2001 |
ოსტია მარე რომა |
|
| პროფესიული კლუბები1 | ||
| წლები | კლუბი | მატჩი (გოლი)* |
| 2001– | რომა | 281 (33) |
| ეროვნული ნაკრები2 | ||
| 2001 2002 2003-04 2004– |
იტალია U19 იტალია U20 იტალია U21 იტალია |
3 (2) 4 (0) 16 (3) 70 (10) |
|
|
||
დანიელე დე როსი[1][2] (დ. 24 ივლისი, 1983, რომი) — იტალიელი ფეხბურთელი, იტალიის სერია A-ს კლუბ რომას ნახევარმცველი და ვიცე-კაპიტანი, მეტსახელით მომავალი კაპიტანი (იტალ. Capitan Futuro). [3]
რომასთან ერთად დე როსის მოგებული აქვს იტალიის თასი ორჯერ და სუპერთასი 2007 წელს. 2006 წელს დაასახელეს სერია A-ს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და 2009 წელს — იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად.
დე როსის უთამაშია იტალიის 19 წლამდე, 20 წლამდე, 21 წლამდე და ეროვნულ ნაკრებებში. მან იტალიის ნაკრებთან ერთად მოიგო 2006 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი, ასევე მონაწილეობდა 2008 წლის ევროპის ჩემპიონტზე, 2009 წლის ფიფასს კონფედერაციის თასზე და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
სექციების სია |
[რედაქტირება] საკლუბო კარიერა
დე როსი რომას შეუერთდა ოსტია მარედან, სადაც ის თამაშობდა, როგორც თავდამსხმელი, 2000 წლამდე. მისი დებიუტი რომას შემადგენლობაში შედგა 2001 წლის 10 ოქტომბერს ბელგიაში ანდერლეხტის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე. სერია A-ში მისი დებიუტი შედგა 2003 წლის 25 იანვარს კომოს წინააღმდეგ. პირველი გოლი სერია A-ში გაიტანა 2003 წლის 10 მაისს ტორინოს წინააღმდეგ.
2006 წლის მარტში დე როსი შეაქო რეფერიმ მაურო ბერგონციმ სამართლიანი თამაშისთვის.[4] სერია A-ს ტურის მორიგ მატჩში რომა უგებდა მესინას (1-0), როცა დე როსიმ გაიტანა გოლი ხელით, ბერგონციამ ვერ დაინახა ეს მომენტი. დე როსიმ უთხრა რეფერის, რომ ხელით გაიტანა გოლი და არ იყო ჩასათვლელი. რომამ ის მატჩი მოიგო 2-1.
[რედაქტირება] საერთაშორისო კარიერა
დე როსიმ საერთაშორისო კარიერა დაიწყო იტალიის ასაკობრივ ნაკრებებში. ის მონაწილეობდა ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე. იმავე წელს მიიღო მონაწილეობა 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც იტალიის ნაკრები დაეუფლა ვერცხლის მედლებს. რამდენიმე კვირაში კი დე როსი გამოიძახეს იტალიის ეროვნულ ნაკრებში. მისი დებიუტი შედგა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ (2-1), 21 წლის ასაკში.
[რედაქტირება] 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი
დე როსი იტალიის ნაკრებში თამაშობს 2006 წლიდან. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში აშშ-ს წინააღმდეგ დე როსიმ მიიღო წითელი ბარათი, ბრაიან მაკბრაიდისთვის სახეში იდაყვის ჩარტყმის გამო. მოგვიანებით დე როსიმ ჩადენილისთვის მოუბოდიშა მაკბრაიდს. დე როსიმ მიიღო ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაჯარიმდა 10,000 შვეიცარული ფრანკით.[5]
ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, დე როსიმ ითამაშა ფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ. თამაშში ჩაერთო 61-ე წუთზე თანაგუნდელ ფრანჩესკო ტოტის ნაცვლად. მან გაიტანა მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში (ძირ. დრო 1-1), რითიც დაეხმარა მის გუნდს მსოფლიო თასის დაუფლებაში.
[რედაქტირება] ევრო 2008
დე როსი თამაშობდა იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2008-ს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში, გაიტანა გოლი საქართველოს ნაკრების კარში. მას გადაეცა 10-ნომრიანი მაისური ტოტის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ. ის სამ მატჩში იყო ნაკრების კაპიტანი: ორ ამხანაგურ მატჩში სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ 2007 წლის 17 ოქტომბერს, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ 2008 წლის 6 თებერვალს და ევრო 2008-ს შესარჩევ მატჩში ფარერების წინააღმდეგ. ევრო 2008-ს მატჩში დე როსიმ გაიტანა საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ და გაიმარჯვა იტალიამ, ანგარიშით 2-0. ეს იყო მისი მე-5 სანაკრებო გოლი, რომელიც დაეხმარა მის გუნდს მეოთხედფინალში გასვლაში. მეოთხედფინალში ვერ გაიტანა პენალტების სერიაში ესპანეთის წინააღმდეგ, მისი დარტყმული იკერ კასილასმა მოიგერია და იტალიის ნაკრებმა წააგო 4-2. მან პირველი დუბლი ნაკრების მაისურით შეასრულა საქართველოს წინააღმდეგ, 2008 წლის 10 სექტემბერს.
[რედაქტირება] 2009 წლის კონფედერაციის თასი
2009 წლის კონფედერაციის თასზე, 15 ივნისს, დე როსიმ გაიტანა აშშ-ს ნაკრების კარში შორეული დარტყმით, 71-ე წუთზე. იტალიის ნაკრებმა გაიმარჯვა 3-1. მიუხედავად ამ გამარჯვებისა, იტალიის ნაკრები 3 ქულით მესამე ადგილზე გავიდა ჯგუფში და გამოეთიშა ასპარეზობას.
[რედაქტირება] 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი
დე როსიმ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა პარაგვაის ნაკრების კარში, ანგარიში გახდა 1–1.[6] მეორე მატჩში გაიტანა პენალტი ახალი ზელანდიის კარში. მატჩი დასრულდა ფრედ, 1-1.
[რედაქტირება] პირადი ცხოვრება
დე როსი არის რომას ყოფილი მოთამაშის და მწვრთნელის, ალბერტო დე როსის შვილი. დე როსი დაქორწინდა თავისი ქალიშვილის, გაიას დედაზე — ტამარა პისნოლიზე, 2006 წლის 18 მაისს. 2009 წელს დაშორდნენ ერთმანეთს.
დე როსის ორი სეზონის განმავლობაში ეცვა 27-ნომრიანი მაისური რომაში. შემდეგ გადავიდა 4-ნომრიან მაისურზე. ასევე 4-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. მისი ქალიშვილი დაიბადა 2005 წლის 16 ივნისს, ამის გამო 2005-06 წლების სეზონშა თამაშობდა 16-ნომრიანი მაისურით.
[რედაქტირება] ტიტულები
[რედაქტირება] კლუბი
- გამარჯვებულები
- იტალიის თასი (2): 2006–07, 2007–08
- იტალიის სუპერთასი: 2007
- მეორე ადგილი
- სერია A (5): 2003–04, 2005–06, 2006–07, 2007–08, 2009–10
- იტალიის თასი (4): 2002–03, 2004–05, 2005–06, 2009–10
- იტალიის სუპერთასი (3): 2006, 2008, 2010
[რედაქტირება] საერთაშორისო ტიტულები
- ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი: 2004
- ოლიმპიური ვერცხლის მედალი: 2004
- მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიმსოფლიო ჩემპიონატი: 2006
[რედაქტირება] ინდივიდუალური
- სერია A-ს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2006
- იტალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2009
[რედაქტირება] რეკორდები
- რომას ყველა დროის ბომბარდირი იტალიის ნაკრებში: 10 გოლი
- რომას ყველა დროის ყველაზე მეტი მატჩში მოთამაშე იტალიის ნაკრებში: 70 მატჩი
[რედაქტირება] ორდენები
- 5th Class / Knight: Cavaliere Ordine al Merito della Repubblica Italiana: 2004[7]
- Collar of Merit Sports: Collare d'Oro al Merito Sportivo: 2006[8]
- 4th Class / Official: Ufficiale Ordine al Merito della Repubblica Italiana: 2006[9]
[რედაქტირება] კარიერის სტატისტიკა
- 2011 წლის 21 დეკემბრის მონაცემებით.
[რედაქტირება] საკლუბო კარიერა
| გუნდი | სეზონი | სერია A | იტალიის თასი | ევროტურნირები | სხვა | ჯამში | |||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | ||
| რომა | სერია A, 2001–02 | - | - | 3 | 0 | 1 | 0 | - | - | 4 | 0 |
| სერია A, 2002–03 | 4 | 2 | 2 | 0 | - | - | - | - | 6 | 2 | |
| სერია A, 2003–04 | 17 | 0 | 4 | 0 | 6 | 1 | - | - | 27 | 1 | |
| სერია A, 2004–05 | 30 | 2 | 5 | 1 | 2 | 1 | - | - | 37 | 4 | |
| სერია A, 2005–06 | 34 | 6 | 4 | 0 | 7 | 0 | - | - | 45 | 6 | |
| სერია A, 2006–07 | 36 | 2 | 8 | 2 | 10 | 2 | 1 | 0 | 55 | 6 | |
| სერია A, 2007–08 | 34 | 5 | 6 | 0 | 10 | 0 | 1 | 1 | 51 | 6 | |
| სერია A, 2008–09 | 33 | 3 | 2 | 0 | 7 | 0 | 1 | 1 | 43 | 4 | |
| სერია A, 2009–10 | 33 | 7 | 4 | 1 | 12 | 3 | - | - | 49 | 11 | |
| სერია A, 2010–11 | 28 | 2 | 4 | 0 | 7 | 1 | 1 | 0 | 40 | 3 | |
| სერია A, 2011–12 | 16 | 2 | - | - | - | - | - | - | 16 | 2 | |
| ჯამში | 265 | 31 | 42 | 4 | 62 | 8 | 4 | 2 | 372 | 45 | |
[რედაქტირება] ტურნირების სტატისტიკა
- სერია A: 265 მატჩი, 31 გოლი[10]
- იტალიის თასი: 42 თამაში, 4 გოლი
- იტალიის სუპერთასი: 4 მატჩი, 2 გოლი
- ჩემპიონთა ლიგა 37 მატჩი, 4 გოლი
- ევროპის ლიგა: 25 მატჩი, 4 გოლი
- მსოფლიო ჩემპიონატი: 6 მატჩი, 2 გოლი
- ევროპის ჩემპიონატი: 3 მატჩი, 1 გოლი
- კონფედერაციის თასი: 3 მატჩი, 1 გოლი
[რედაქტირება] საერთაშორისო კარიერა
| ახალგაზრდული ნაკრები | წელი | საერთაშორისო | ამხანაგური | ჯამში | გოლი | |||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | |||
| იტალია | 2004 | 3 | 2 | 1 | 0 | 4 | 2 | 0.5 |
| 2005 | 5 | 0 | 5 | 0 | 10 | 0 | 0 | |
| 2006 | 7 | 1 | 4 | 1 | 11 | 2 | 0.182 | |
| 2007 | 5 | 0 | 1 | 0 | 6 | 0 | 0 | |
| 2008 | 7 | 3 | 4 | 0 | 11 | 3 | 0.273 | |
| 2009 | 8 | 1 | 1 | 0 | 9 | 1 | 0.111 | |
| 2010 | 6 | 2 | 5 | 0 | 11 | 2 | 0.182 | |
| 2011 | 4 | 0 | 4 | 0 | 8 | 0 | 0 | |
| ჯამში | 45 | 9 | 25 | 1 | 70 | 10 | 0.143 | |
[რედაქტირება] საერთაშორისო გოლები
| # | თარიღი | ადგილი | მოწინააღმდეგე | გოლი | შედეგი | ტურნირი |
|---|---|---|---|---|---|---|
| 1. | 4 სექტემბერი, 2004 | სტადიო რენცო ბარბერა, პალერმო, იტალია |
|
|
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი | |
| 2. | 13 ოქტომბერი, 2004 | სტადიო ენიო ტარდინი, პარმა, იტალია |
|
|
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი | |
| 3. | 1 მარტი, 2006 | სტადიო არტემიო ფრანკი, ფლორენცია, იტალია |
|
|
ამხანაგური | |
| 4. | 11 ოქტომბერი, 2006 | ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი, თბილისი, საქართველო |
|
|
ევრო 2008-ს შესარჩევი | |
| 5. | 17 ივნისი, 2008 | ლეციგრუნდი, ციურიხი, შვეიცარია |
|
|
ევრო 2008 | |
| 6. | 10 სექტემბერი, 2008 | სტადიო ფრიული, უდინე, იტალია |
|
|
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი | |
| 7. | 10 სექტემბერი, 2008 | სტადიო ფრიული, უდინე, იტალია |
|
|
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი | |
| 8. | 15 ივნისი, 2009 | ლოფტუს ვერსფელდ სთედიუმი პრეტორია, სამხრეთ აფრიკა |
|
|
2009 წლის კონფედერაციის თასი | |
| 9. | 14 ივნისი, 2010 | კეიპტაუნ სთედიუმი, კეიპტაუნი სამხრეთ აფრიკა |
|
|
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი | |
| 10. | 7 სექტემბერი, 2010 | სტადიო არტემიო ფრანკი, ფლორენცია, იტალია |
|
|
ევრო 2012-ს შესარჩევი |
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- A.S Roma profile
- Daniele De Rossi FIFA შეჯიბრის რეკორდი
- Profile on Italian FA official website
- FootballDatabase.com profile and stats
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ FIFA.com
- ↑ AscotSportal.com
- ↑ http://www.uefa.com/uefaeuropaleague/news/newsid=1447822.html UEFA.com]
- ↑ Report from The Malaysia Star
- ↑ Italy's De Rossi gets four-match ban from FIFA.
- ↑ Italy v Paraguay, BBC Sport
- ↑ Cavaliere Ordine al Merito della Repubblica Italiana Sig. Daniele De Rossi
- ↑ “Coni: Consegnati i Collari d’oro e diplomi d’onore ai campionissimi“, Comitato Olimpico Nazionale Italiano, 23 October 2006. წაკითხვის თარიღი: 7 October 2011. (Italian)
- ↑ Ufficiale Ordine al Merito della Repubblica Italiana Sig. Daniele De Rossi
- ↑ Lega Calcio.it – De Rossi's Serie A statistics
|
|||||