პრაზეოდიმიუმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პრაზეოდიმიუმი / Praseodymium (Pr) Pr-TableImage.png
ელემენტის რიგითი ნომერი 59
მარტივი ნივთიერების გამოსახულება
Praseodym 1-cropflipped.jpg
ზომიერად რბილი, ჭედადი, ბლანტი, მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ლითონი
ატომის თვისებები
ატომური მასა
(მოლური მასა)
140,90765 მ. ა. ე. (/მოლი)
ატომის რადიუსი 182 პმ
იონიზაციის ენერგია
(პირველი ელექტრონი)
1): 526,6 (5,46) 2): 3): კჯ/მოლი (ევ)
ელექტრონული კონფიგურაცია [Xe] 4f3 6s2
ქიმიური თვისებები
კოვალენტური რადიუსი 165 პმ
იონური რადიუსი (+4e) 90 101.(+3e) 3 პმ
ელექტროუარყოფითობა
(პოლინგის თანახმად)
1,13
ელექტროდული პოტენციალი Pr←Pr3+ −2,35 
ჟანგვის ხარისხი 4, 3
მარტივი ნივთიერებების თერმოდინამიკური თვისებები
ნივთიერების სიმკვრივე 6,773 /სმ³
ხვედრითი თბოტევადობა 27,44[1] /(·მოლი)
თბოგამტარობა 12,5 ვტ/(·კ)
დნობის ტემპერატურა 1204
დნობის სითბო 11,3 კჯ/მოლი
დუღილის ტემპერატურა 3785
აორთქლების სითბო 331 კჯ/მოლი
მოლური მოცულობა 20,8 სმ³/მოლი
მარტივი ნივთიერების კრისტალური მესერი
მესრის სტრუქტურა ჰექსაგონალური
მესრის პერიოდი 3,673 Å
შეფარდება 3,22n/
დებაის ტემპერატურა



პრაზეოდიმიუმის ატომის სქემა


Pr 59
140,90765
[Xe] 4f3 6s2
პრაზეოდიმიუმი

პრაზეოდიმიუმი — ლანთანოიდების ჯგუფის მოვერცხლისფრო ქიმიური ელემენტია. მიეკუთვნება იშვიათმიწა ჯგუფის ლითონებს

ისტორია[რედაქტირება]

პრაზეოდიმიუმი აღმოჩენილ იქნა 1885 წელს ავსტრიელი ქიმიკოსის კ. აუერომ ფონ ველსბახის მიერ. მან დაადგინა, რომ 1839 წელს შვედი ქიმიკოსის კარლ გუსტავ მოსანდერის მიერ აღმოჩენილი ელემენტი დიდიმი (დიდიმიუმი) წარმოადგენს ორი ფიზიკური და ქიმიური თვისებებით ახლოს მდებარე ანალოგოური ელემენტის ნარევს, რომლებსაც მან მისცა სახელწოდებები ნეოდიმი (ნეოდიმიუმი) და პრაზეოდიმიუმი.

სახელწოდების წარმომავლობა[რედაქტირება]

სახელი მოდის ბერძნ. πράσιος — «ღია-მწვანე» და ბერძნ. δίδυμος — «ტყუპისცალისაგან».

ბუნებაში[რედაქტირება]

თარგი:Details

დედამიწის ქერქში პრაზეოდიმიუმის შემცველობა მიახლოებით 9 გრ/ტ, ოკეანის წყალში 2,6×10−6მგ/ლ[2].

მიღება[რედაქტირება]

პრაზეოდიმიუმს მიიღებენ სხვა იშვიათმიწა ელემენტებთან ნარევში. ექსტრაქციონულ და ქრომატოგრაფიული გაყოფისას და დანაწილებული კრისტალიზაციისას პრაზეოდიმიუმი კონცენტრირდება მჩატე ლანთანოიდებთან ერთად და გამოიყოფა ნეოდიმიუმთან ერთად. შემდგომ პრაზეოდიმიუმს გამოჰყოფენ ნეოდიმიუმისაგან და გადაჰყავთ სუფთა ლითონში მეტალოთერმული ან ელექტროლიზით 850oC-ზე.

ღირებულება[რედაქტირება]

პრაზეოდიმიუმზე ფასები მიახლოებით შეესაბამება ნეოდიმიუმის ფასებს და შეადგენს საშუალოდ მიალოებით 170 დოლარს ერთ კილოგრამზე.

გამოყენება[რედაქტირება]

პრაზეოდიმიუმის იონები გამოიყენება 1,05 მკმ სიგრძის ტალღების (ინფრაწითელი გამოსხივება) ლაზერული გამოსხივების აგზნებისათვის. პრაზეოდიმიუმის ფტორიდი გამოიყენება როგორც ლაზერული მასალა. პრაზეოდიმიუმის ოქსიდი გამოიყენება მინის ხარშვისას, რომელსაც მისი დამატება აძლევს ღია-მწვანე ელფერს.

პრაზეოდიმიუმის მონოტელურიდი გამოიყენება მცირე (ჯერჯერობით) რაოდენობით ზოგიერთი თერმოელექტრული მასალის, შენადნობების (იშვიათმიწა ელემენტების ბაზისზე, თერმო-ე.მ.ძ კოეფიციენტი 52-55 მკვ.კ) თვისებების რეგულირებისათვის (ე.მ.ძ., წინაღობა, სიმტკიცე).

პრაზეოდიმიუმის მარილები გამოიყენება, როგორც დამძრავი რეაგენტი[3].

პრაზეოდიმიუმის შენადნობები გერმანიუმთან და სილიციუმთან გამოიყენება როგორც ზეგამტარი მასალა. პრაზეოდიმიუმი გამოიყენება მაგნიტის გულების და კათოდების ეფექტიანობის მოსამატებლად (ელექტროვაკუუმის ტექნიკაში).

პრაზეოდიმიუმი წარმოადგენს მიშმატელის კომპონენტს, ფოლადის მალეგირებელ მინარევს. შედის მაგნიუმისა კობალტის და ნიკელის შენადნობების შემადგენლობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. რედკოლ.:ზეფიროვი (მთ. რედ.) ქიმიური ენციკლოპედია: 5 ტომად. — მოსკოვი: დიდი რუსული ენციკლოპედია, 1995. — ტომი: 4. — გვ. 639. — 20 000 ეგზ. — ISBN 5—85270—039—8
  2. J.P. Riley and Skirrow G. Chemical Oceanography V. I, 1965
  3. Shift Reagents in NMR Spectroscopy