კალიუმის ჰიდროქსიდი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კალიუმის მწვავე ტუტე KOH - კალიუმის ჰიდროქსიდი ეწოდება წყალში კარგად ხსნად ტუტე ლითონის ჰიდროქსიდს, მათგან მნიშვნელოვანია KOH. კალიუმის ჰიდროქსიდი თეთრი ფერის, არაგამჭვირვალე, მყარი კრისტალური ნივთიერებაა. წყალში კარგად იხსნება დიდი რაოდენობა სითბოს გამოყოფით. წყალხსნარებში ის მთლიანად დისოცირდება და წარმოადგენს ძლიერ ტუტეს. ამჟღავნებს ფუძის ყველა თვისებას, ჰაერზე შთანთქავს ტენსა და ნახშირბადის (IV) ოქსიდს, რის გამოც გაზების გასაშრობად ხმარობენ. კალიუმის ფუძის ფორმულების გრაფიკული გამოსახვისას მხედველობაში უნდა ვიქონიოთ რომ ჟანგბადის ატომი ერთი სავალენტო ბმით შეერთებულია წყალბადთან, მეორე კი მეტალის ატომთან.

კალიუმის ჰიდროქსიდი
Potassium-hydroxide-xtal-3D-vdW.png

სექციების სია

[რედაქტირება] ინდიკატორი

ტუტე ურთიერთქმედებს ინდიკატორებთან და უცვლის ფერს. ინდიკატორი ლაკმუსი იისფერია და ტუტეში ლურჯდება, ფენოფთალეინი უფეროა და ტუტეში ჟოლოს ფერს ღებულობს,ხოლო მეთილნარინჯი ნარინჯისფერია და ტუტეში ყვითლდება.

[რედაქტირება] მიღება

წყალში ხსნადი ფუძეები ე.ი ტუტეები მიიღებიან მეტალის ანუ კალიუმის ან მათი ოქსიდების წყალთან ურთიერთქმედებით

2K+2H2O=2KOH+H2

[რედაქტირება] სამრეწველო მიღება

კალიუმის ჰიდროქსიდის სამრეწველო მიღების ძირითადი მეთოდია მისი ქლორიდის წყალხნარების ელექტროლიზი:

2KCl+2H2O ელექტროლიზი H2+2KOH+Cl2

კათოდური და ანოდური არე გამოყოფილია ფორებიანი დიაგრამით (ქლორი არ უნდა შეერიოს ტუტეებს, რადგან მასთან ურთიერთქმედებს), რომელიც უზრუნველყოფს დენის გადატანას, კათოდურ არეში არსებულ ხსნარის აორთქლებისას მიიღება ტუტეები.

[რედაქტირება] ფიზიკური თვისებები

კალიუმის ნაერთებიდან მნიშვნელოვანია მათი ჰიდროქსიდი- KOH. ისინი თეთრი, გამჭვირვალე, ძლიერ ჰიგროსკოპული კრისტალური ნივთიერებაა. ლღვება შედარებით დაბალ ტემპერატურაზე, tლღ(KOH)=3600C. გავარვარებისას_14000C-ზე დუღან და ქროლდებიან დაშლის გარეშე. წყალში კარგად იხსნებიან, ამ დროს ჰიდრატების წარმოქმნის გამო დიდი რაოდენობით სითბო გამოიყოფა.

[რედაქტირება] ქიმიური თვისებები

  • ტუტეები რეაგირებს მჟავა ოქსიდებთან.
2KOH+SiO2=K2SiO3+H2O
KOH+CO2=KHCO3
  • ნეიტრალიზაციის რეაქცია ფუძის და მჟავის ექვივალენტური რაოდენობების ურთიერთქმედებისას.
KOH+HCl=KCl+H2O
  • ურთიერთქმედება სხვადასხვა მარილის ხსნარებთან.
2KOH+CuSO4=Cu(OH)2+K2SO4

[რედაქტირება] კალიუმის ჰიდროქსიდის დისოციაცია

KOH ძლიერი ტუტეებია. ის წყალხსნარებში სრულად დისოცირდება იონებად.

KOH= K++OH-

ახასიათებთ ფუძეების ყველა თვისება კალიუმის ტუტე არ შეიძლება გავალღოთ მინის ან ფაიფურის ჭურჭელში, რადგან იწვევს მათ დაშლას.(მათი გალღობა შეიძლება რკინის, ნიკელის ან ვერცხლის ჭურჭელში)

[რედაქტირება] გამოყენება

  • კალიუმის ჰიდროქსიდს იყენებენ საპნის წარმოებაში. მისი გამოყენება სიძვირის გამო შეზღუდულია.
  • ის ასევე დარეგისტრირებულია როგორც საკვები დანამატი E525
  • გამოიყენება მეთანის მისაღებად.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე