ქლორწყალბადი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქლორწყალბადი
ქლორწყალბადი: ქიმიური ფორმულა
ქლორწყალბადი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდება ქლორწყალბადი
ქიმიური ფორმულა HCl
ფარდ. მოლეკ. მასა 36,4606 მ. ა. ე.
მოლური მასა 36,4606 /მოლი
ფიზიკური თვისებები
მდგომარეობა (სტ. პირ.) აირი
სიმკვრივე 1.477 (აირი) /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა −114,22 °C
დუღილის ტემპერატურა −85 °C
დაშლის ტემპერატურა 1500 °C
კრიტიკული წერტილი 51,4 °C
კუთრი თბოტევადობა (სტ. პირ.) 0.7981 /(კგ·კ
წარმოქმნის ენტალპია (სტ. პირ.) -92,31 კჯ/მოლი
ქიმიური თვისებები
pKa - 4
ხსნადობა წყალში 72,47 (20 °C) /100 მლ
ხსნადობა ნივთიერებაში წყალი 720 /100 მლ
სტრუქტურა
დიპოლური მომენტი 1.05 D 
კლასიფიკაცია
CAS [7647-01-0]
PubChem 313
EC კლასიფიკაცია 231-595-7
უსაფრთხოება
რისკის ფრაზები R23, R35
უსაფრთხოების ფრაზები (S1/2), S9, S26, S36/37/39, S45

ქლორწყალბადი[1], ზოგჯერ მას მარილმჟავას უწოდებენ[2] (HCl) — უფერო, თერმულად მდგრადი აირი მკვეთრი სუნით, ადვილად იხსნება წყალში (ერთ მოცულობა წყალში იხსნება 500-მდე მოცულობა) ქლორწყალბადმჟავას (მარილმჟავა) წარმოქმნით . −85,1 °C-ზე კონდენსირდება უფერო, მოძრავ სითხედ. −114,22 °C-ზე HCl გადადის მყარ მდგომარეობაში. მყარ მდგომარეობაში ქლორწყალბადი არსებობს ორი კრისტალური მოდიფიკაციით: რომბული, მდგრადი −174,75 °C-ზე დაბლა, და კუბური.

თვისებები[რედაქტირება]

ქლორწყალბადის წყალხსნარს მარილმჟავას უწოდებენ. წყალში გახსნისას მიმდინარეობს შემდეგი პროცესები:

HCl + H2O H3O+ + Cl

გახსნის პროცესი ძლიერ ეკზოთერმულია. წყალთან HCl წარმოქმნის აზეოტროპულ ნარევს, რომელიც შეიცავს 20,24 % HCl.

მარილმჟავა წარმოადგენს ძლიერ ერთფუძიან მჟავას, ის ენერგიულად ურთიერთქმედებს ყველა იმ ლითონთან რომლებიც ლითონების ელექტროქიმიური აქტივობის როგში წყალბადის მარცხნივ დგანან, ასევე ფუძე და ამფოტერულ ოქსიდებთან, ფუძეებთან და მარილებთან, მარილების — ქლორიდების წარმოქმნით:

Mg + 2 HCl → MgCl2 + H2
FeO + 2 HCl → FeCl2 + H2O

ქლორიდები ძალიან გავრცელებულია და ფართოდ გამოიყენება. მათი უმრავლესობა კარგად იხსნება წყალში და მთლიანად დისოცირდებიან იონებად. სუსტად ხსნადია ტყვიის ქლორიდი (PbCl2), ვერცხლის ქლორიდო (AgCl), ვერცხლისწყლის ქლორიდი(I) (Hg2Cl2) და სპილენძის ქლორიდი(I) (CuCl).

ძლიერი მჟანგავების ზემოქმედებისას ან ელექტროლიზის დროს ქლორწყალბადი ავლენს აღმდგენ თვისებებს:

MnO2 + 4 HCl → MnCl2 + Cl2↑ + 2 H2O

გახურებისას ქლორწყალბადი იჟანგება ჟანგბადით (კატალიზატორი — სპილენძის ქლორიდი(II) CuCl2):

4 HCl + O2 → 2 H2O +2 Cl2

თუმცა, კონცენტრირებული მარილმჟავა რეაგირებს სპილენძთან, ამასთან წარმოიქმნება ერთვალენტიანი სპილენძის კომპლექსი:

2 Cu + 4 HCl → 2 H[CuCl2] + H2

3 მოცულობა მარილმჟავისა და ერთი მოცულობა აზოტმჟავის წილების ნარევს "სამეფო წყალი" ეწდება. სამეფო წყალს შეუძლია ოქრო და პლატინაც კი გახსნას. სამეფო წყლის მაღალი ჟანგვითი აქტიურობა განპირობებულია მასში ნიტროზილის ქლორიდის და ქლორის არსებობით, რომელიც იმყოფება წონასწორობაში საწყის ნივთიერებებთან:

4 H3O+ + 3 Cl + NO3 NOCl + Cl2 + 6 H2O

ქლორიდ=იონების მაღალი კონცენტრაციის გამო ხსნარში ლითონი ებმება ქლორიდულ კომპლექსებში, რაც ხელს უწყობს მის გახსნას:

3 Pt + 4 HNO3 + 18 HCl → 3 H2[PtCl6] + 4 NO↑ + 8 H2O[3]

ქლორწყალბადისათვის ასევე დამახასიათებელია მიერთების რეაქციები (ელექტროფილური მიერთება):

R-CH=CH2 + HCl → R-CHCl-CH3
R-CCH + 2 HCl → R-CCl2-CH3

მიერთდება გოგირდის ანჰიდრიდს, ქლორსულფონის მჟავას წარმოქმნით HSO3Cl:

SO3 + HCl → HSO3Cl

მიღება[რედაქტირება]

ლაბორატორიაში ქლორწყალბადს ღებულობენ, ნატრიუმის ქლორიდზე (სუფრის მარილი) გოგირდმჟავის ზემოქმედებით მცირედი გაცხელებისას:

NaCl(тверд.) + H2SO4(конц.) = NaHSO4 + 2HCl↑

HCl↑ ასევე შეიძლება მივიღოთ კოვალენტური ჰალოგენიდების ჰიდროლიზით, როგორებიცაა, ტიონიქლორიდი (SOCl2), და კარბონის მჟავის ქლორჰიდრიდების ჰიდროლიზით:

PCl5 + H2O → POCl3 + 2HCl↑
R-COCl + H-OH → R-COOH + HCl↑
H2O + O=SCl2 → SO2 + 2HCl↑

მრეწველობაში ქლორწყალბადი ადრე ღებულობდნენ ძირითადად სულფატური მეთოდით (ლებლანის მეთოდი), რომელიც ეყრდნობოდა ნატრიუმის ქლორიდისა და კონცენტრირებული გოგირდმჟავის ურთიერთქმედებაზე. ახლა კი ქლორწყალბადის მისაღებად ჩვეულებრივ გამოიყენება მარტივი ნივთიერებების პირდაპირი სინთეზი:

H2 + Cl2 2HCl↑

სამრეწველო პირობებში სინთეზი მიმდინარეობს სპეციალურ დანადგარებში, სადაც წყალბადი უწყვეტად იწვის ქლორში, და უშუალოდ ჩირაღდანშივე ერევა მას. ამით მიიღწევა რეაქციის მშვიდი (აფეთქების გარეშე) მიმდინარეობა. წყალბადი მიეწოდება გადაჭარბებით (5 — 10 %), რაც უზრუნველყოფს ბოლომდე იქნას გამოყენებული უფრო ღირებული ქლორი. ასე მიიღება ქლორისაგან სუფთა (ქლორით დაბინძურებულის მაგივრად) მარილმჟავა.

მარილმჟავას ღებულობენ აიროვანი ქლორწყალბადის წყალში გახსნით.

გამოყენება[რედაქტირება]

წყალხსნარი ფართოდ გამოიყენება ქლორიდების მისაღებად, ჭურჭლებისა და ჭაბურღილების ზედაპირის გასაწმენდად კარბონატებისაგან, მადნების დასამუშავებლად, კაუჩუკის წარმოებაში, ნატრიუმის გლუტამინატის, სოდის, ქლორის და სხვა პროდუქტების წარმოებისათვის. ასევე გამოიყენება ორგანულ სინთეზში.

ბმები[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Хлороводород на сайте ХиМиК.ру
  2. [1]
  3. ა. ა. დროზდოვი, ვ. პ. ზლომანოვი, ფ. მ. სპირიდონოვი. არაორგანული ქიმია (3 ტ-ად.). ტ.2. — მ.: გამომც. «აკადემია», 2004.