ნატრიუმის ჰიდროქსიდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნატრიუმის ჰიდროქსიდი

ნატრიუმის ჰიდროქსიდი NaOH.

ნატრიუმჰიდროქსიდის სტრუქტურა

მიღება[რედაქტირება]

ნატრიუმის ჰიდროქსიდს NaOH ღებულობენ მეტალური ნატრიუმის მისი ოქსიდის წყალთან მოქმედებით:

2Na+2H2O―>2NaOH+H2
Na2O+H2O―>2NaOH

ნატრიუმის კარბონატის კალციუმის ჰიდროქსიდთან მოქმედებით:

Na2CO3+Ca(OH)2―>2NaOH+CaCO3

ნატრიუმის ქლორიდის წყალხსნარის ელექტროლიზით. მრეწველობაში ძირითადად ღებულობენ ამ მეთოდით, NaCl-ის ნაჯერი წყალხსნარის ელექტროლიზით. ნატრიუმის წყალხსნარის ქლორიდში გვაქვს:

NaCl<―>Na†+Cl‾, H2O<―>H†+OH‾

ელექტროლიზის დროს ფოლადის ან პლატინის კათოდზე ხდება წყალბადის იონების განმუხტვა და მისი გამოყოფა, ხსნარში რჩება ჭარბი რაოდენობის ჰიდროქსიდის იონები. გრაფიტის ან ვერცხლისწყლის ანოდზე განიმუხტება ქლორის იონები და გამოიყოფა თავისუფალი სახით. კათოდის არეში ჭარბი რაოდენობის ჰიდროქსიდის იონები უერთდება ჭარბი რაოდენობის ნატრიუმის იონებს და წარმოქმნის ნატრიუმის ჰიდროქსიდს. კათოდზე: 2H†+2e―>2H―>H2 ანოდზე: 2Cl‾-2e―>2Cl―>Cl2 ხსნარში: Na†+OH‾―>NaOH, რომელიც ხსნარში დისოცირებულ მდგომარეობაშია. ელექტროლიზის დროს საჭიროა დავიცვათ პირობები, რომ არ მოხდეს წარმოქმნილი ნატრიუმის ჰიდროქსიდის თავისუფალ ქლორთან (CI2) შეხება, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება რეაქციას:

2NaOH†CI2―>NaCI†NaOCI†H2O

რომ ეს არ მოხდეს, ელექტროლიზის დროს ანოდის არეს, აზბესტის ქსოვილისაგან დამზადებული დიაფრაგმით განაცალკევებენ კათოდის არისაგან.ელექტროლიზით მიღებული ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარს ააორთქლებენ ვაკუუმში და ბოლოს, ემალის ან ფოლადის ჭურჭელში აცხელებენ 180 °C-მდე წყლის სრულ დაკარგვამდე. ნალღობ NaOH ასხამენ გარკვეული ფორმის ყალიბში და შემდეგ ინახავენ ჰერმეტულად თავდაცულ ჭურჭელში.

ფიზიკური თვისებები[რედაქტირება]

ნატრიუმის ჰიდროქსიდი თეთრი ფერის, ძლიერ ჰიდროსკოპიული ნივთიერებაა (d=2,13გ/სმ³, tლღ=318,5 °C, tდუღ=1300 °C). NaOH-ში ლითიუმის ჰიდროქსიდისაგან განსხვავებით გადაიდენება და ორთქლის მდგომარეობაში გადადის დაუშლელად, ის შლის ქსოვილებს, ტყავს,ქაღალდს და სხვა ორგანულ ნივთიერებებს, კარგად იხსნება წყალში, სპირტში და სხვა.გამხსნელებში.

ქიმიური თვისებები[რედაქტირება]

  • ნატრიუმის ჰიდროქსიდი წყალში გახსნისას გამოყოფს დიდი რაოდენობით სითბოს (10კკალ/მოლი), რაც შედეგია ნატრიუმის იონების ჰიდრატაციის.
  • ნატრიუმის ჰიდროქსიდი ძლიერი ტუტეა და წყალში გახსნისას მთლიანად დისოცირებს.
  • მჟავებთან და მჟავურ ოქსიდებთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნის მარილებს:
NaOH+HCI―>NACI+ H2O
2NaOH+CO2―>Na2CO3+ H2O
  • მთელი რიგი მეტალებისა იხსნება ნატრიუმის ჰიდროქსიდში ჰიდროქსომარილების წარმოქმნით:
2NaOH+ZN+2H2O=Na2[Zn(OH)4]+H2

ან

Zn+2NaOH+Na2ZnO2+ H2 (ნატრიუმის ცინკატი)
AI+NaOH+ H2O=NaAIO2+3/2H2 (ნატრიუმის ალუმინატი)
  • ნახშირბადის ოქსიდი იხსნება ნატრიუმის ჰიდროქსიდში,ნატრიუმის ფორმიატის წარმოქმნით:
NaOH+CO ―>NaCOOH

გამოყენება[რედაქტირება]

ნატრიუმის ჰიდროქსიდი ფართოდ გამოიყენება ქაღალდის წარმოებაში,ბამბის მერსერიზაციისათვის, საპნის მისაღებად,ხელოვნური ბოჭკოების მისაღებად და სახალხო მეურნეობის მრავალ დარგში.ტექნიკაში მას კაუსტიკურ სოდას უწოდებენ.