არსებითი სახელი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არსებითი სახელი, სრულმნიშვნელობიანი სიტყვა. ატარებს საგნობრივ მნიშვნელობას - აღნიშნავს საგანს ან მოვლენას, საგნის ნაწილს, ან მოვლენათა მთელ ჯგუფს. მიუგებს კითხვებზე: "ვინ?" (ქალი, კაცი, მოსწავლე, გიორგი), "რა?" (ცხენი, სახლი, სიცოცხლე, თბილისი).

არსებითი სახელი შეიძლება იყოს კონკრეტული ან აბსტრაქტული, საზოგადო ან საკუთარი. სხვა სახელებთან ერთად იგი უპირისპირდება ერთის მხრივ ზმნებს, მეორეს მხრივ - უდეტრებს. არსებითი სახელის მორფოლოგიური ნიშნები სხვადასხვა ენაში სხვადასხვაგვარია. სინთეზურ ენებში იგი ხასიათდება სიტყვათცვალებისა და სიტყვაწარმოების დიდი უნარით. წინადადებაში ასრულებს მრავალგვარ სინტაქსურ ფუნქციას, რომელთაგან ძირითადია ქვემდებარისა და დამატების გამოხატვა. ქართულ ენაში არსებითი სახელი იცვლება ბრუნვისა და რიცხვის მიხედვით. მრავალ ენაში მოეპოვება აგრეთვე სქესის ან გრამატიკული კლასის კატეგორია. ზოგიერთ ენაში (მაგ., ჩინურში) არსებითი სახელი ფორმაუცვლელია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ფეიქრიშვილი ჟ., ქართული ენის მორფოლოგია, ქუთ. 2010;
  • შანიძე ა., ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, ტ. 1, თბ., 1973;
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 584, თბ., 1975 წელი.
Wiktionary
ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა:


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე