სახელმწიფო ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სახელმწიფო ენა — ენა, რომელიც ამ სტატუსით არის განსაზღვრული ამა თუ იმ ქვეყნის კონსტიტუციაში, ან კონსტიტუციის არარსებობის შემთხვევაში - სახელმწიფოს კანონებში. ეს არის ენა, რომელსაც სახელმწიფოს მოქალაქეები იყენებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან (საკანონმდებლო, სასამართლო, აღმასრულებელი) ურთიერთობებისას. ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს სახელმწიფო ენა, რომელიც ასეთად აღიარებულია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ეროვნული უმცირესობების ენებისაგან, რომელთაც აქვს სახელმწიფო (ოფიციალური) ენის სტატუსი ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში. მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო ენაა ქართული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის — ქართული და აფხაზური. ანალოგიური სტატუსი აქვს თათრულ ენას თათრეთის რესპუბლიკაში (რუსეთი), კატალონიურ ენას კატალონიაში (ესპანეთში), ფრანგულ ენას ლუიზიანის შტატში (აშშ) და ა.შ.

თანამედროვე მსოფლიო ქვეყნების ნახევარზე მეტს აქვს დაფიქსირებული სახელმწიფო ენა, ზოგიერთ შემთხვევაში — ორი, სამი და მეტი ენა.

და ბოლოს, ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო ენის ცნება არ არსებობს, უფრო ზუსტად, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული. მათ რიცხვს მიეკუთვნება ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, ერიტრეა, შვედეთი და სხვები. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ქვეყნის უმრავლესობის ენებს მოიხსენიებენ ოფიციალური ენის სახელით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Writing Systems of the World: Alphabets, Syllabaries, Pictograms (1990), ISBN 0-8048-1654-9 — lists official languages of the countries of the world, among other information.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]