ზედსართავი სახელი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზედსართავი სახელი არის მეტყველების ნაწილი, რომელიც დაერთვის არსებით სახელს და გამოხატავს არსებითი სახელით გამოხატული საგნის თვისებას.

ქართულ ენაში ზედსართავი სახელი მსაზღვრელად გამოიყენება და ამით განსხვავდება წინადადებაში ის არსებითი სახელისაგან. ზედსართავი სახელი მაგალითბია: მაღალი, დაბალი, გრძელი, მოკლე და ა.შ.

სექციების სია

[რედაქტირება] ზედსართავი სახელი როგორც მეტყველების ნაწილი

ზედსართავი სახელი ენათმეცნიერებაში როგორც მეტყველების ნაწილი სამი კრიტერიუმის მიხედვით ხასიათდება:

1. ზოგადი ლექსიკურ-გრამატიკული მნიშვნელობა არის საგნის ნიშანი.
2. ზედსართავი სახელის მორფოლოგიური ნიშან-თვისებები განისაზღვრება რიცხვისა და ბრუნვის (ბევრ ენაში აგრეთვე გრამატიკული სქესის, სულიერისა და უსულოს) მორფოლოგიური კატეგორიების მიხედვით, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ დამოუკიდებელი მნიშვნელობები არსებითი სახელთან დგომის გარეშე არ გააჩნიათ და მხოლოდ შეთანხმების ფუნქციას კისრულობენ.
3. ზედსართავის სახელის საბაზისო სინტაქსური ფუნქცია სუბსტანტივური წინადადების წევრთან განსაზღვრების გამოხატვაა. გარდა ამისა, ის შეიძლება შედგენილი შემასმენლის სახელად ნაწილად იდგეს წინადადებაში.

[რედაქტირება] ზედსართავის ორი ტიპი

ზედსართავ სახელებში ორი ჯგუფი გამოიყოფა: ვითარებითი და მიმართებითი.

ვითარებითი არსებითი სახელი აერთიანებს პირველად ზედსართავებს (მაღალი, შავი, მჭლე...), ხოლო მიმართებით ჯგუფში კი მეორადი (დერივაციული აფიქსებით ნაწარმოები) სახელები ერთიანდება. მიმართებითი, ანუ დერივაციული აფიქსებით ნაწარმოები ზედსართავი სახელების წარმომქმნელი, ანუ (დერივაციული) ელემენტებია -იან (მაგ., ხავსიანი), უ-ო (უთმო) და უ-ესი.

ვითარებით ზედსართავებს ხარისხი ეწარმოებათ (მაღალი – უმაღლესი, უმჭლევესი...), მიმართებითებს, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, ხარისხი არ ეწარმოებათ, მაგ.; არ შეიძლება უთმოესი ან უუთმოესი, უხავსიანესი და სხვა; თუმცა არსებობს გამონაკლისებიც: გონი _ გონ-იერ-ი _ უ-გონიერ-ეს-ი, ჭკუა–ჭკვ-იან-ი - უ-ჭკვიან-ეს-ი და სხვა.

[რედაქტირება] არსებითსა და ზედსართავს შორის ტრანსლაცია

ქართულ ენაში არსებით და ზედსართავ სახელებს შორის ხშირია ტრანსლაცია (არსებითი სახელიდან ზედსართავ სახელში გარდაქმნა ფორმის შეუცვლელად და პირიქით).

[რედაქტირება] ადიექტივაცია

ზოგადად, რომელიმე მეტყველების ნაწილის ქცევას ზედსართავ სახელად ენათმეცნიერებაში ეწოდება ადიექტივაცია (ანუ (ქართ.) გაზედსართავება), უფრო ზუსტად, უკვე გაზედსართავებულ არსებით სახელს კი დესუბსტანტივირებულ (გაარსებითებულ, ნაარსებითალ) ზედსართავს უწოდებენ.

[რედაქტირება] სუბსტანტივაცია

ზოგადად, რომელიმე მეტყველების ნაწილის ქცევას არსებით სახელად ენათმეცნიერებაში ეწოდება სუბსტანტივაცია (ანუ (ქართ.) გაარსებითსახელება), უფრო ზუსტად, უკვე გაარსებითებულ ზედსართავ სახელს კი დეადიექტივირებული (გაზედსართავებული) არსებითი სახელი ჰქვია.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე