ადრიანოპოლის ომი (378)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადრიანოპოლის ომი (1205).

ადრიანოპოლის ომი – ომი რომაელებსა და აჯანყებულ ვესტგუთებს შორის, გაიმართა 378 წლის 9 აგვისტოს, ადრიანოპოლთან (ახლანდელი ედირნე, თურქეთი). იმპერატორმა ვალენტიმ ბრძოლა გაუმართა აჯანყებულებს, რომლებსაც მონები და კოლონისტები შეუერთდნენ. რომაელებმა შეუტიეს ვესტგუთების ბანაკს, რომელიც ოთხთვალებით იყო გარშემორტყმული, რომაელთა არმია თითქმის მთლიანად მოისპო, დაიღუპა იმპერატორიც. ამ დამარცხებამ საგრძნობლად დაასუსტა რომის იმპერია.

IV საუკუნის ისტორიკოსის ამიანუს მარცელინუსის ცნობით, ადრიანოპოლის ბრძოლაში რომაელტა არმიის ერთ-ერთი სარდალი ყოფილა ბაკურ იბერიელი.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 2. თბ., 2008 წ. გვ. 250-251
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე