სტადიო ოლიმპიკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტადიო ოლიმპიკო — სტადიონი რომში, საშინაო მატჩებს სტადიონზე მართავენ საფეხბურთო კლუბები ლაციო და რომა. იტევს 72,481 მაყურებელს და სიდიდით მეორე საფეხბურთო არენაა იტალიაში. უეფა-ს კლასიფიკაციით ხუთვარსკვლავიანი სტადიონია. მშენებლობა დასრულდა 1937 წელს. აქ გაიმართა 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, 1990 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები, მათ შორის ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება. სტადიო ოლიმპიკომ 1977, 1984, 1996 და 2009 წლებში უმასპინძლა ევროპის ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: