ერნსტ ჰაპელი (სტადიონი)
| ერნსტ–ჰაპელი | |||
| სრული სახელი | ერნსტ–ჰაპელის სტადიონი | ||
| მდებარეობა | ვენა, ავსტრია | ||
| უეფას შეფასება | |||
| აშენების თარიღი | 1929-1931 | ||
| გახსნის თარიღი | 1931 | ||
| აღდგენის თარიღი | 1986 | ||
| არქიტექტორი | ოტო ერნსტ შვაიცერი | ||
| ტევადობა | 53,008 | ||
ერნსტ-ჰაპელის სტადიონი, ასევე ცნობილია, როგორც პრატერის სტადიონი — სტადიონი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. იგი შენდებოდა 1929–1931 წლებში და გაიხსნა 1931 წელს. სტადიონს სახელი გადაერქვა 1992 წელს, როდესაც ავსტრიელი ფეხბურთელი, ერნსტ ჰაპელი გარდაიცვალა. სტადიონზე გაიმართება უეფა ევრო 2008–ის ფინალი.
სექციების სია |
ფეხბურთი [რედაქტირება]
ერნსტ–ჰაპელი არის ყველაზე დიდი სტადიონი ავსტრიაში. იგი ეკუთვნის ავსტრიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს. აქ იმართება როგორც შიდა ჩემპიონატის მატჩები, ასევე უეფას თასისა და უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩებიც.
სტადიონი მიეკუთვნება უეფას ხუთვარსკვლავიან სტადიონების რიცხვს. სტადიონის ტევადობა გაიზარდა 49,825–დან 53,008–მდე, სპეციალურად უეფა ევრო 2008–ისთვის. სტადიონზე ყველაზე მრავალრიცხოვანი დასწრება დაფიქსირდა 1960 წელს, როდესაც ავსტრია საბჭოთა კავშირს ეთამაშებოდა. მაშინ თამაშს 92,706 მაყურებელი დაესწრო.
კონცერტები [რედაქტირება]
სტადიონზე ჩატარებულა არაერთი როკ კონცერტი, რომლებსაც 56,000–მდე მაყურებელი ესწრებოდა. სტადიონზე გამოსული მუსიკოსებიდან და ჯგუფებიდან აღსანიშნავია: რობი უილიამსი, მაიკლ ჯექსონი, ბონ ჯოვი, Three Tenors, როლინგ სტოუნზი, U2, განზ-ენ-როუზიზ, პინკ ფლოიდი და ტინა ტერნერი.
სტატიის