ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024
ტურნირის დეტალები
ადგილი გერმანიის დროშა გერმანია
      ქალაქები 10
      სტადიონები 10
ტურნირის ვადები 14 ივნისი14 ივლისი
მონაწილე 24
საპრიზო ადგილები
ტურნირის სტატისტიკა

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024 ან უბრალოდ ევრო 2024უეფა-ს მიერ ჩატარებული რიგით მე-17 საფეხბურთო ჩემპიონატი ევროპის ქვეყნების ნაკრებებს შორის. ტურნირის მასპინძელია გერმანია, სადაც 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 51 შეხვედრა ჩატარდება.

მასპინძელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 8 მარტს უეფა-მ განაცხადა, რომ ტურნირის მასპინძლობის სურვილი ორმა ქვეყანამ, გერმანიამ და თურქეთმა გამოთქვა, რომლებმაც ოფიციალური განაცხადი 2017 წლის 3 მარტამდე წარადგინეს.

მასპინძლის ვინაობა 2018 წლის 27 სექტემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული კენჭისყრით გაირკვა.[1][2][3]

კენჭისყრის შედეგები
ქვეყანა ხმა
 გერმანია 12
 თურქეთი 4
თავი შეიკავა 1
ჯამი 17

უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ფარული კენჭისყრა ჩაატარა, სადაც მასპინძლის გამოსავლენად მარტივი უმრავლესობაა საჭირო. ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტი უეფას პრეზიდენტის ხმა ხდება.[4] აღმასრულებელი კომიტეტის 20 წევრიდან ორს ხმის უფლება არ ჰქონდა, ხოლო ერთი არ ესწრებოდა. საერთო ჯამში ხმის უფლების მქონე 17 წევრი დარჩა.[5]

შესარჩევი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანია როგორც მასპინძელი ავტომატურად მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო შესარჩევით გამოვლინდა 23 გუნდი.

  ევრო 2024-ზე გასული გუნდები
  გუნდები რომლებმაც ვერ გაიარეს კვალიფიკაცია
  ტურნირიდან დისკვალიფიცირებული გუნდები
გუნდი გასული როგორც გასვლის თარიღი ტურნირზე წინა მონაწილეობა[A]
გერმანიის დროშა გერმანია[B] მასპინძელი 27 სექტემბერი 2018 13 (1972, 1976, 1980, 1984, 1988, 1992, 1996, 2000, 2004, 2008, 2012, 2016, 2020)
ბელგიის დროშა ბელგია ჯგუფი F-ის გამარჯვებული 13 ოქტომბერი 2023 6 (1972, 1980, 1984, 2000, 2016, 2020)
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი ჯგუფი B-ს გამარჯვებული 13 ოქტომბერი 2023 10 (1960, 1984, 1992, 1996, 2000, 2004, 2008, 2012, 2016, 2020)
პორტუგალიის დროშა პორტუგალია ჯგუფი J-ს გამარჯვებული 13 ოქტომბერი 2023 8 (1984, 1996, 2000, 2004, 2008, 2012, 2016, 2020)
შოტლანდიის დროშა შოტლანდია ჯგუფი A-ს მეორეადგილოსანი 15 ოქტომბერი 2023 3 (1992, 1996, 2020)
ესპანეთის დროშა ესპანეთი ჯგუფი A-ს გამარჯვებული 15 ოქტომბერი 2023 11 (1964, 1980, 1984, 1988, 1996, 2000, 2004, 2008, 2012, 2016, 2020)
თურქეთის დროშა თურქეთი ჯგუფი D-ს გამარჯვებული 15 ოქტომბერი 2023 5 (1996, 2000, 2008, 2016, 2020)
ავსტრიის დროშა ავსტრია ჯგუფი F-ის მეორეადგილოსანი 16 ოქტომბერი 2023 3 (2008, 2016, 2020)
ინგლისის დროშა ინგლისი ჯგუფი C-ს გამარჯვებული 17 ოქტომბერი 2023 10 (1968, 1980, 1988, 1992, 1996, 2000, 2004, 2012, 2016, 2020)
უნგრეთის დროშა უნგრეთი ჯგუფი G-ს გამარჯვებული 16 ნოემბერი 2023 4 (1964, 1972, 2016, 2020)
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი[C] ჯგუფი J-ს მეორეადგილოსანი 16 ნოემბერი 2023 5 (1960, 1976, 1980, 2016, 2020)
ალბანეთის დროშა ალბანეთი ჯგუფი E-ს გამარჯვებული 17 ნოემბერი 2023 1 (2016)
დანიის დროშა დანია ჯგუფი H-ის გამარჯვებული 17 ნოემბერი 2023 9 (1964, 1984, 1988, 1992, 1996, 2000, 2004, 2012, 2020)
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები ჯგუფი B-ს მეორეადგილოსანი 18 ნოემბერი 2023 10 (1976, 1980, 1988, 1992, 1996, 2000, 2004, 2008, 2012, 2020)
რუმინეთის დროშა რუმინეთი ჯგუფი I-ს გამარჯვებული 18 ნოემბერი 2023 5 (1984, 1996, 2000, 2008, 2016)
შვეიცარიის დროშა შვეიცარია ჯგუფი I-ს მეორეადგილოსანი 18 ნოემბერი 2023 5 (1996, 2004, 2008, 2016, 2020)
სერბეთის დროშა სერბეთი[D] ჯგუფი G-ს მეორეადგილოსანი 19 ნოემბერი 2023 5 (1960, 1968, 1976, 1984, 2000)[E]
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი[C] ჯგუფი E-ს მეორეადგილოსანი 20 ნოემბერი 2023 10 (1960, 1976, 1980, 1996, 2000, 2004, 2008, 2012, 2016, 2020)
იტალიის დროშა იტალია ჯგუფი C-ს მეორეადგილოსანი 20 ნოემბერი 2023 10 (1968, 1980, 1988, 1996, 2000, 2004, 2008, 2012, 2016, 2020)
სლოვენიის დროშა სლოვენია ჯგუფი H-ის მეორეადგილოსანი 20 ნოემბერი 2023 1 (2000)
ხორვატიის დროშა ხორვატია ჯგუფი D-ს მეორეადგილოსანი 21 ნოემბერი 2023 6 (1996, 2004, 2008, 2012, 2016, 2020)
საქართველოს დროშა საქართველო პლეი-ოფის გზა C-ს გამარჯვებული 26 მარტი 2024 0 (დებიუტი)
უკრაინის დროშა უკრაინა პლეი-ოფის გზა B-ს გამარჯვებული 26 მარტი 2024 3 (2012, 2016, 2020)
პოლონეთის დროშა პოლონეთი პლეი-ოფის გზა A-ს გამარჯვებული 26 მარტი 2024 4 (2008, 2012, 2016, 2020)
  1. მუქი აღნიშნავს იმ წლის ჩემპიონს. კურსივი აღნიშნავს იმ წლის მასპინძელს.
  2. 1972-1988 წლებში გერმანია მონაწილეობდა როგორც დასავლეთი გერმანია.
  3. 3.0 3.1 1960-1980 წლებში სლოვაკეთი და ჩეხეთი მონაწილეობდნენ როგორც ჩეხოსლოვაკია.[6][7][8][9]
  4. 1960-1984 წლებში სერბეთი მონაწილეობდა როგორც იუგოსლავია, ხოლო 2000 წელს როგორც სერბეთი და მონტენეგრო.
  5. სერბეთი და მონტენეგრო თავდაპირველად 1992 წელს (კვალიფიცირებული როგორც იუგოსლავია) უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ შეიცვალა გაეროს მიერ სპორტის ყველა საერთაშორისო სახეობიდან მოკვეთის შემდეგ.

ადგილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2024 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის 10 ქალაქი შეირჩა, საიდანაც ცხრამ, ბერლინმა, დორტმუნდმა, მიუნხენმა, კიოლნმა, შტუტგარტმა, ჰამბურგმა, ლაიფციგმა, ფრანკფურტმა და გელზენკირხენმა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატსაც უმასპინძლა.[10][11] დიუსელდორფი 2006 წელს არ გამოიყენებოდა, მაგრამ უმასპინძლა 1974 წლის მსოფლიოსა და 1988 წლის ევროპის ჩემპიონატებს.

ბერლინი მიუნხენი დორტმუნდი შტუტგარტი
ბერლინის ოლიმპიაშტადიონი მიუნხენის საფეხბურთო არენა დორტმუნდის BVB-ის სტადიონი შტუტგარტ არენა
ტევადობა: 74 461 ტევადობა: 70 076 ტევადობა: 65 849 ტევადობა: 54 906
გელზენკირხენი ფრანკფურტი
აუფშალკე არენა ფრანკფურტ არენა
ტევადობა: 54 740 ტევადობა: 54 697
ჰამბურგი დიუსელდორფი კიოლნი ლაიფციგი
ფოლქსპარკშტადიონი დიუსელდორფ არენა კიოლნის სტადიონი ლაიფციგის სტადიონი
ტევადობა: 52 245 ტევადობა: 51 031 ტევადობა: 49 827 ტევადობა: 42 959

ჯგუფური ეტაპის წილისყრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Germany to host UEFA Euro 2024. UEFA (27 September 2018).
  2. Dunbar, Graham. (27 September 2018) Germany beats Turkey to host Euro 2024 en. ციტირების თარიღი: 26 March 2024
  3. Dunbar, Graham. (27 September 2018) Germany beats Turkey to host Euro 2024 en-US. ციტირების თარიღი: 12 March 2024
  4. UEFA Euro 2024: bid regulations. UEFA (9 December 2016).
  5. UEFA Euro 2024: tournament requirements. UEFA (17 March 2017).
  6. UEFA.com. (2015-11-17) ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016: How all the teams qualified en. ციტირების თარიღი: 2024-01-02
  7. UEFA.com. (2021-02-22) ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020 contenders in focus: Czech Republic en. ციტირების თარიღი: 2024-01-06
  8. UEFA.com. (2021-03-03) ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020 contenders in focus: Slovakia en. ციტირების თარიღი: 2024-01-06
  9. UEFA.com (28 December 2023). „Who has qualified for ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024?“. UEFA. ციტირების თარიღი: 5 January 2024.
  10. EURO 2024 host cities: Venue guide en. UEFA (2022). ციტირების თარიღი: 12 May 2022
  11. Opening game of UEFA Euro 2024 to take place in Munich, final in Berlin en. UEFA (10 May 2022).