სცინტილატორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სცინტილატორები არიან გამჭვირვალე სხეულები, რომლებშიც იონიზაცია იწვევს თვალით ხილვადი სინათლის (ასევე შესაძლოა ულტრაიისფერი სინათლის) გამოსხივებას.

როდესაც სცინტილატორს მოხვდება დიდი ენერგიის მქონე α, β ან γ ნაწილაკი, იგი გამოიწვევს სცინტილატორის კრისტალური სტრუქტურიდან ელექტრონის ამოგდებას, რომელიც თავისმხრივ იწყებს სცინტილატორსში ენერგიის მილევამდე მოძრაობას, ეს ელექტრონი მთელი თავისი მოძრაობის ტრაექტორიაზე განიცდის სცინტილატორის სხვა ატომების ელექტონებთან დაჯახებებს, რის შედეგადაც ნაწილი ენერგიისა სხვა ელექტრონებსაც გადაეცემათ, რომელთაც ასევე შესაძლებელია დატოვონ საკუთარი ადგილი, რაც იწვევს ატომთა იონიზაციას. იონიზაციის პროცესს მყისიერად მოჰყვება რეკომბინაცია, რისი შედეგიც არის სინათლის გამოსხივება. მთელი ეს პროცესი შეიმჩნევა , როგორც ხანმოკლე სინათლის გამონათება, რომლის ინტენსიურობა დამოკიდებულია იონიზაციის გამომწვევი გამოსხივების სახეობაზე. საკმარისად დიდი ენერგიის მქონე α, β ან γ ნაწილკის დროს სცინტილატორის მიერ გამონათებული სინათლის ინტენსიურობა პროპორციულია ამ ნაწილაკის ენერგიისა.

პრაქტიკულად არსებობს 3 ტიპის სცინტილატორები:

  • კრისტალები: NaJ, CsJ, CaF2, ZnS
  • პლასტმასი: Ne102, Ne105, Ne..., Pilot U, Pilot F,...
  • თხევადი: Ne213,... (თან ერთვის სპეციალური ელემენტები)