აფხაზურ-ადიღური ენები
აფხაზურ-ადიღური ენები — კავკასიური ენების ჩრდილოდასავლური ჯგუფი. მოიცავს აფხაზურ, აბაზურ, ადიღეურ, ყაბარდოულ და უბიხურ ენებს.
სექციების სია |
[რედაქტირება] კლაციფიკაცია
- აფხაზურ-ადიღური ენები
- აფხაზურ-აბაზური ენები
- აბაზური ენა (ამ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი დაახ. 48 000)
- აფხაზური ენა (120 000)
- ადიღური ენები
- ადიღეური ენა (500 000)
- ყაბარდოული ენა (600 000)
- უბიხური ენა (მკვდარი)
- აფხაზურ-აბაზური ენები
[რედაქტირება] დამახასიათებელი ნიშნები
ამ ენათა ერთ ჯგუფად გაერთიენება ეფუძნება მათვის დამახასიათებელ საერთო ნიშნებს:
- ფონეტიკაში ხმოვანთა სისტემა მარტივია (2—3 ფონემა), თანხმოვანთა — რთული (80-მდე ფონემა);
- გრამატიკაში — სახელის სისტემა მარტივია, ზმნისა — შეუდარებლად რთული.
ზმნაში პრევერბები და სიტყვაწარმოების პრეფიქსები წარმოდგენილია დიდი რაიოდენობით. სახელისა და ზმნის ფუძეები უპირატესად ერთმარცვლიანია. მარტივი წინადადება ქმნის ინდეფინიტურ, ნომინატიურ და ერგატიულ კონსტრუქციებს. წინადადებაში სიტყვათა რიგს გრამატიკული მნიშვნელობა ენიჭება.
აფხაზურ-ადიღური ენების ლექსიკის ერთიანობა დაცულია უპირატესად ნაცვალსახელებში, რიცხვით სახელებსა და ზმნებში, ყველა ეს ენა აგლუტინაციურია პოლისინთეტიზმის ტენდენციითურთ. ამ საერთო ნიშნების გარდა, დასტურდება ზოგიერთი მოვლენა, რომლის მიხედვითაც ცალ-ცალკე ჯგუფდება აფხაზურ-აბაზური ენები (ნივთისა და ადამიანის გრამატიკული კლასების არსებობა, ბრუნვათა სისტემის უქონლობა) და ადიღური ენები (ადიღეური და ყაბარდოული; შედარებით განვითარებული ბრუნება, გრამატიკული კლასების გაქრობა). უბიხურ ენას გარდამავალი ადგილი უჭირავს ამ ორ ქვეჯგუფს შორის.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- გ. როგავა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. II, გვ. 34, თბ., 1977 წელი.