ალგეთი (მდინარე)
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 108 კმ |
| აუზის ფართობი | 763 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | თრიალეთის ქედი |
| ჩაედინება | მტკვარი |
| ქვეყნები | |
ალგეთი, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, თეთრი წყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. სიგრძე 108 კმ, აუზის ფართობი 763 კმ². სათავე აქვს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, კლდეკარის კლდეების მახლობლად (ზღვის დონიდან 1900 მ). ზემოწელში მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ღრმა, ტყიან, ხოლო სოფელ ტბისიდან – ვიწრო, კლდოვან ხეობაში, მარნეულთან კი გამოდის ვაკეზე მდინარე მტკვარს ერთვის მარჯვნიდან, სოფელ ქესალოს მახლობლად. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წლიური ჩამონადენის დაახლოებით 45%-ს შეადგენს წვიმის, 25%-ს – თოვლის, 30%-ს მიწისქვეშა წყალი. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს იცის, წლის სხვა დროს წყალმცირეა. ჩამონადენის მინიმუმი ოქტომბერშია. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის თითქმის 48,1% ზაფხულზე – 32,4%, ზამთარში – 11,6%, შემოდგომაზე – 7,9%.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 282, თბ., 1975 წელი.