მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰერმან ჯოზეფ მალერი (ინგლ. Hermann Joseph Muller; დ. 21 დეკემბერი, 1890, ნიუ-იორკი — გ . 5 აპრილი, 1967, ინდიანაპოლისი, ინდიანა) — ამერიკელი გენეტიკოსი. 1910 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი. 1925–1932 წლებში იყო ტეხასის შტატის პროფესორი, ტომას ჰანტ მორგანთან, ა. ჰ. სტერტივანთან და კალვინ ბრიჯეზთან ერთად მონაწილეობდა მემკვიდრულობის ქრომოსომული თეორიის დამუშავებაში. 1920–1932 წლებში სწავლობდა მუტაციური პროცესის კანონზომიერებებს და დროზოფილებზე ჩატარებული ცდებით დაამტკიცა (1927) რენტგენის სხივების მოქმედებით მუტაციების ხელოვნურად გამოწვევის შესაძლებლობა, რაც საფუძვლად დაედო რადიაციული გენეტიკის ჩამოყალიბებას. გენთა შეჭიდულობისა და კროსინგოვერის მოვლენის შესწავლისათვის, აგრეთვე ხელოვნური მუტაგენეზის აღმოჩენისათვის 1946 წელს მიენიჭა ნობელის პრემია.
|
---|
| 1901–1925 | | |
---|
| 1926–1950 | |
---|
| 1951–1975 | |
---|
| 1976–2000 | |
---|
| 2001–დღემდე | |
---|
| |
|