დროზოფილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დროზოფილა

დროზოფილა (ლათ. Drosophila) — მწერების გვარი ორფრთიანთა რიგისა. აქვს 3,5 მმ-მდე სიგრძის სხეული, გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ბინადრობს ყველგან, განსაკუთრებით მრავლადაა ხილბოსტნეულის საცავებში. ადვილად მრავლდება ლაბორატორიულ პირობებში, სწრაფად ვითარდება და ახასიათებს ნიშან-თვისებათა ზუსტი დათიშვა შთამომავლობაში, რის გამოც გენეტიკური გამოკვლევების საუკეთესო ობიექტია. დროზოფილზე დაკვირვებით შესწავლილია მუტაგენეზის პროცესი და მიღებულია პირველი ექსპერიმენტული მუტაციები. ბუნებრივ პირობებში დროზოფილა ავრცელებს საფუვრის სოკოებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]