გერი რავკანი
| გერი რავკანი | |
|---|---|
| ინგლ. Gary Ruvkun | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 26 მარტი, 1952 (74 წლის) |
| დაბ. ადგილი | ბერკლი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | გენეტიკოსი[1] და უნივერსიტეტის პროფესორი |
| მუშაობის ადგილი | ჰარვარდის უნივერსიტეტი |
| ალმა-მატერი | ჰარვარდის სამედიცინო სკოლა და კალიფორნიის უნივერსიტეტი |
| სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
| მეუღლე | Natasha Staller[2] |
| ჯილდოები | ალბერტ ლასკერის პრემია ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევებისათვის[3] , ბენჯამინ ფრანკლინის მედალი, ვოლფის პრემია მედიცინაში[4] , გაირდნერის ფონდის საერთაშორისო პრემია, ლუიზა გროს ჰორვიცის პრემია[5] , Gruber Prize in Genetics, March of Dimes Prize in Developmental Biology, მასრაის პრემია, როზენშტილის პრემია[6] , Breakthrough Prize in Life Sciences[7] [8] , Longevity Prize, Dan David Prize[9] , დოქტორ პოლ იანსენის პრემია ბიომედიცინის კვლევისთვის[10] , Clarivate Citation Laureates[11] , Irving S. Wright Award of Distinction და ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[12] |
გერი ბრიუს რავკანი (ინგლ. Gary Bruce Ruvkun; დ. 26 მარტი, 1952) — ამერიკელი მოლეკულური ბიოლოგი, გენეტიკოსი. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიასა და მედიცინაში (ვიქტორ ემბროსთან ერთად, 2024).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ებრაული წარმოშობის ოჯახში. დაამთავრა კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი) 1973 წელს. 1982 წელს მიენიჭა ჰარვარდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ბიოფიზიკაში. 1985 წლიდან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწევა მასაჩუსეტის ზოგადი პროფილის ჰოსპიტალსა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში.
1980-იანი წლებიდან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მუშაობისას თანამშრომლობდა ვიქტორ ემბროსთან, რომელმაც 1993 წელს აღმოაჩინა მიკრო-რნმ-ის მოლეკულა — რიბონუკლეინის მჟავის არამაკოდირებელი ფორმა, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს გენების ექსპრესიაში. რავკანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გენების რეგულაციის პროცესში მიკრო-რნმ-ის ფუნქციის გარკვევაში, ასევე გენების დეაქტივაციის უჯრედული მექანიზმის — რნმ-ინტერფერენციის შესწავლაში. ის ასევე ავტორია გამოკვლევებისა დაბერების მოლეკულური მექანიზმების შესახებ. 2024 წელს ემბროსსა და რავკანს მიკრო-რნმ-ის შესწავლაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭათ ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გერი რავკანი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- Gary Ruvkun — Nobel Prize Outreach AB 2024.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #1344158242 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ https://www.amherst.edu/news/magazine/issue-archive/2009summer/staller
- ↑ http://www.laskerfoundation.org/awards/2008basic.htm
- ↑ https://wolffund.org.il/2018/12/12/gary-ruvkun/
- ↑ https://www.cuimc.columbia.edu/research/louisa-gross-horwitz-prize/horwitz-prize-awardees/2010-2001-awardees
- ↑ https://www.brandeis.edu/rosenstiel/rosenstiel-award/past.html
- ↑ https://breakthroughprize.org/Laureates/2
- ↑ Recipients Of The 2015 Breakthrough Prizes In Fundamental Physics And Life Sciences Announced — Breakthrough Prize in Life Sciences, 2014.
- ↑ https://dandavidprize.org/previous-laureates/?getby=cat&cat=2011
- ↑ https://www.pauljanssenaward.com/winners
- ↑ https://clarivate.com/citation-laureates
- ↑ https://www.nobelprize.org/prizes/medicine/2024/press-release/
| ||||||||||||||||||||
- დაბადებული 26 მარტი
- დაბადებული 1952
- ამერიკელი ბიოლოგები
- ამერიკელი გენეტიკოსები
- ამერიკელი ნობელის პრემიის ლაურეატები
- ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ანბანის მიხედვით
- ცოცხალი ადამიანები
- ჰარვარდის მედიცინის სკოლის კურსდამთავრებულები
- კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) კურსდამთავრებულები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიაში ან მედიცინაში