ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ფაილი Frank_Rijkaard.jpg ამოღებულ იქნა, ვინაიდან იგი ვიკისაწყობში MichaelMaggs-მა წაშალა.
ხაზი 96: ხაზი 96:
<strong>2005-2006</strong>
<strong>2005-2006</strong>
[[სურათი:FC Barcelona L2005-2006 02.jpg|thumb|ზეიმი ბარსელონას ქუჩებში 2006 წელი]]
[[სურათი:FC Barcelona L2005-2006 02.jpg|thumb|ზეიმი ბარსელონას ქუჩებში 2006 წელი]]
ეს სეზონი ლაპორტას ხელძღვანელოის პერიოდში საუკეთესო იყო. "ბარსამ" 2005 წლის 19 ნოემბერს "ბერნაბეუზე" "რეალი" დაამარცხა 0:3 და რონალდინიომ საოცარი თამაშისთვის ადგილობრივი პუბლიკის ტაშიც კი დაიმსახურა. ამავე სეზონში "ბარსელონამ" სტუმრად მოუგო "ჩელსის" 1:2 და "[[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|მილანს]]" 0:1. "ბარსა" [[17 მაისი|17 მაისის]] [[პარიზი]]ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც დრამატულ მატჩში [[არსენალი (საფეხბურთო კლუბი)|არსენალი]] დაამარცხა 2:1 და კიდევ ერთხელ შეასრულა დუბლი. ქალაქ [[ბარსელონა]]ს ქუჩემში რამდენიმე მილიონი ადამიანი გამოვიდა თავისი გუნდის ტრიუმფის საზეიმოდ.
ეს სეზონი ლაპორტას ხელძღვანელოის პერიოდში საუკეთესო იყო. "ბარსამ" 2005 წლის 19 ნოემბერს "ბერნაბეუზე" "რეალი" დაამარცხა 0:3 და რონალდინიომ საოცარი თამაშისთვის ადგილობრივი პუბლიკის ტაშიც კი დაიმსახურა. ამავე სეზონში "ბარსელონამ" სტუმრად მოუგო "ჩელსის" 1:2 და "[[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|მილანს]]" 0:1. "ბარსა" [[17 მაისი|17 მაისის]] [[პარიზი]]ს [[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2005-06|ჩემპიონთა ლიგის ფინალში]] გავიდა, სადაც დრამატულ მატჩში [[არსენალი (საფეხბურთო კლუბი)|არსენალი]] დაამარცხა 2:1 და კიდევ ერთხელ შეასრულა დუბლი. ქალაქ [[ბარსელონა]]ს ქუჩემში რამდენიმე მილიონი ადამიანი გამოვიდა თავისი გუნდის ტრიუმფის საზეიმოდ.


<strong>2006/07</strong> წლების სეზონი არც ისე წარმატებული გამოდგა გუნდისთვის, რასაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. გაუთავებელმა მოგზაურობებმა და წამყვანი ფეხბურთელების მძიმე ტრავმებმა უარყოფითი შედეგი მოიტანა. კატალონიის თასს თუ არ ჩავთვლით გუნდმა სეზონი უტიტულოდდ დაასრულა, რამაც ხელმძღვანელობას მნიშვნელოვანი ცვლილებების საჭიროებისაკენ უბიძგა და შედეგად "ბარსელონაში" სეზონის დამთავრებისთანავე 3 კვირის განმავლობაში 4 მსოფლიო კლასის ფეხბურთელი მოვიდა. [[ტიერი ანრი]]მ, ერიკ აბიდალმა, იაია ტურემ და [[გაბრიელ მილიტო]]მ გუნდში არსებული ყველა პრობლემატური პოზიცია გააძლიერეს და 2007/08 წლების სეზონს გულშემატკივარი დიდი იმედებით შეხვდა.
<strong>2006/07</strong> წლების სეზონი არც ისე წარმატებული გამოდგა გუნდისთვის, რასაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. გაუთავებელმა მოგზაურობებმა და წამყვანი ფეხბურთელების მძიმე ტრავმებმა უარყოფითი შედეგი მოიტანა. კატალონიის თასს თუ არ ჩავთვლით გუნდმა სეზონი უტიტულოდდ დაასრულა, რამაც ხელმძღვანელობას მნიშვნელოვანი ცვლილებების საჭიროებისაკენ უბიძგა და შედეგად "ბარსელონაში" სეზონის დამთავრებისთანავე 3 კვირის განმავლობაში 4 მსოფლიო კლასის ფეხბურთელი მოვიდა. [[ტიერი ანრი]]მ, ერიკ აბიდალმა, იაია ტურემ და [[გაბრიელ მილიტო]]მ გუნდში არსებული ყველა პრობლემატური პოზიცია გააძლიერეს და 2007/08 წლების სეზონს გულშემატკივარი დიდი იმედებით შეხვდა.

17:26, 7 ივნისი 2009-ის ვერსია

ბარსელონა
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ბარსელონა
დაარსდა 29 ნოემბერი, 1899
სტადიონი კამპ ნოუ
(ტევადობა: 98 787 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ხუან ლაპორტა
მწვრთნელი ესპანეთის დროშა ხოსეპ გვარდიოლა
ლიგა ლა ლიგა
2006-07 მე-2 ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი ბარსელონა, გულშემატკივრებისთვის უბრალოდ „ბარსა“ (მეტსახელები: "blaugrana", "azulgrana", "Dream Team"), რომელიც ესპანეთის ავტონომიური ოლქის - კატალონიის წარმომადგენელი და სიამაყეა, 1899 წელს შვეიცარიელმა ჰანს გამპერმა, სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. "ბარსა" უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს და მთელს მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. კლუბის დევიზია "Més que un club" (უფრო მეტი ვიდრე კლუბი).

"ბარსელონა" ერთ-ერთი იყო 1928 წელს ესპანეთის ჩემპიონატის დამაარსებელთა შორის და ბილბაოს ატლეტიკსა და მადრიდის რეალთან ერთად იმ 3 გუნდს წარმოადგენს, რომლებსაც "პრიმერა დივიზიონი" არასოდეს დაუტივებიათ. "ბარსა" გახდა ესპანეთის პირველი ჩემპიონიც და დღეისათვის უკვე 19-გზის ჩემპიონობით, 25 ესპანეთის თასით, 7 ესპანეთის სუპერ თასით, 3 ევროპის ჩემპიონთა თასით, 4 თასების მფლობელთა თასით, 3 უეფას თასითა და 2 ევროპის სუპერ თასით ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია ესპანეთსა და მთელს ევროპაში.

კლუბის მთავარი არენაა კამპ ნოუ. 2007 წლის ივნისის მონაცემებით, ბარსას ფანების - "სოსიოსების" რაოდენობამ 156 366-ს მიაღწია. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული 1782 ფანკლუბის ოფიციალური წევრები არიან. "ბარსელონას" გულშემატკივრები ცნობილია მეტსახელით "culés" (კულე).

კლუბს ჰყავს სარეზერვო გუნდი "ბარსელონა B" და ასევე გუნდები სპორტის ოთხ სხვა სახეობაში: (კალათბურთი, ხელბურთი, ფუტზალი და როლერ-ჰოკეი). არსებობს სხვა სამოყვარულო გუნდებიც, მათ შორის რაგბიში, ქალთა ფეხბურთსა და სპორტის ბევრ სხვა სახეობაში.

2006-07 სეზონის მონაცემებით "ს.კ. ბარსელონა" მსოფლიოს მესამე უმდიდრესი კლუბი იყო 291.1 მილიონი ევროს შემოსავლით.

ისტორია

1899-1908

1899 წლის 22 ოქტომბერს ჰანს გამპერმა სპორტულ გაზეთში განცხადება განათავსა. მას საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბება სურდა. განცხადებით რამდენიმე ადამიანი დაინტერესდა და იმავე წლის 29 ნოემბერს "ხიმნასიო სოლე"-ში პირველი შეკრება შედგა. შეხვედრას 11 მოთამაშე ესწრებოდა: გუალტერი უაილდი, ლუის დ'ოსო, ბარტომეუ ტერადასი, ოტო კუნცლი, ოტო მაიერი, ენრიკ დუკალი, პერე კაბოტი, ხოსეპ ლობეტი, ჯონ პარსონსი და უილიამ პაროსნსი. შედეგად ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა".

"ბარსა" მალე გახდა კატალონიისა და ესპანეთის წამყვანი კლუბი. თავდაპირველად "ბარსელონა" კატალონიის ჩემპიონატსა და სამეფო თასზე გამოდიოდა. 1901 წელს "ბარსელონამ" პირველი ტიტული "კოპა მაკაი" მოიგო, 1902-ში კი სამეფო თასის ფინალში გავიდა, სადაც "ვისკაისთან" დამარცხდა (1:2).

1908-1923

ფაილი:Gamper museo F.C.B..JPG
ჰანს (ხუან) გამპერი

1908 წელს ჰანს (ხუან) გამპერი კლუბის პრეზიდენტად აირჩიეს. გამპერმა გუნდი გაჭირვების პერიოდში ჩაიბარა. "ბარსას" 3 წლის მანძილზე არაფერი აღარ ჰქონდა მოგებული და ფინანსურადაც ცუდ მდგომარეობაში იყო. გამპერი 1908-1925 წლებში 5-ჯერ აირჩიეს პრეზიდენტად და მთლიანად 25 წლის მანძილზე უხელმძღვანელა კლუბს. მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა "ბარსელონასთვის" სტადიონის შეძენა იყო. 1909 წელს გუნდი "კარერ ინდუსტრიაზე" გადაბარგდა, რომელიც 6 000 მაყურებელს იტევდა. გამპერმა ასევე კლუბის გაფართოვება დაიწყო და 1922 წლისთვის წევრების რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია.

იმავე წელს ბარსა ახალ სტადიონზე "Les Corts"-ზე გადაბარგდა. სტადიონი თავდაპირველად 20 000 მაყურებელს იტევდა, შემდეგ კი ეს რიცხვი 60 000-მდე გაიზარდა.

გამპერმა გუნდში მოიყვანა პაულინო ალკანტარა, რომელიც დღემდე რჩება კლუბის საუკეთესო ბომბარდირად (356 გოლი). 1917 წელს გამპერის მოწვევით "ბარსას" მთავარი მწვრთნელი ინგლისელი ჯეკ გრინველი გახდა, რამაც ბევრ წარმატებას ჩაუყარა საფუძველი. ჰანს გამპერის ხელმძღვანელობის პერიოდში "ბარსელონამ" 11-ჯერ მოიგო კატალონიის ჩემპიონატი, 6-ჯერ ესპანეთის სამეფო თასი და 4-ჯერ "პირენეის თასი". იმ დროისთვის ალკანტარასთან ერთად გუნდში ირიცხებოდნენ: საგიბარბა, რიკარდო ზამორა, ხოსეპ სამიტიერი, ფელიქს სასუმაგა და ფრანც პლატკო.

რივერა, რესპუბლიკური და სამოქალაქო ომები. (1923-1938)

წარმატებულ 20-იან წლებში, კლუს ბევრი არასპორტული პრობლემა ექმნებოდა. პრიმო დე რივერას დიქტატორობის პერიოდში, კლუბის სტადიონზე გამართულ ერთ-ერთ მატჩზე მაყურებლები ესპანეთის სამეფო მარშს სტვენით და ყვირილით შეხვდნენ, რის გამოც სტადიონი 6 თვით დაიხურა. შემდეგ ეს სასჯელი 3 თვემდე შემცირდა, მაგრამ საბოლოოდ ამის გამო დათმო გამპერმა პრეზიდენტის პოსტი, სხვადასხვა პრობლემების გამო დეპრესიაში ჩავარდა და 1930 წლის 30 ივლისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თუმცა კლუბში მაინც იყვნენ ძლიერი ფეხბურთელები და ხოსე ესკოლას მეთაურობით "ბარსა" 1929-1938 წლებში შვიდჯერ გახდა კატალონიის ჩემპიონი. 1 თვის შემდეგ კი სამოქალაქო ომი დაიწყო, რამაც კლუბს ბევრი პრობლემა შეუქმნა. "ბარსას" პრეზიდენტი ხოსეპ სანიული დიქტატორ ფრანკოს ჯარისკაცებმა მოკლეს გვადალახარასთან ახლოს. 1937 წელს კლუბი მექსიკასა და ამერიკაში იყო ტურნეზე, სადაც ესპანეთთან მებრძოლთა ელჩად მიიღეს. 1938 წელს ფაშისტებმა "ბარსას" ერთ-ერთი ოფისი დაბომბეს, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვა. მალე ბარსელონა ფაშისტების სრულ ოკუპაციაში მოექცა და გუნდს უფრო გაუჭირდა. ეს კლუბის წევრების რაოდენობაზეც აისახა, რომელიც 4000-მდე დაეცა.

C. de F. Barcelona (1939-1974)

ფაილი:Camp nou 2.jpg
კამპ ნოუ
ფაილი:Camp Nou - Maqueta (Norman Foster).jpg
ახალი კამპ ნოუს მაკეტი (ნორმან ფოსტერის პროექტი)

ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ კატალანური ენა და დროშა აიკრძალა და კლუბებსაც აიძულებდნენ არაესპანური სახელები არ გამოეყენებინათ. ამიტომ F.C. Barcelona (რომელიც ინგლისურევნოვანი დასახელება იყო) C. de F. Barcelona-ად გადაკეთდა. კლუბის გერბიდან ამოღებული იქნა კატალონიური დროშაც და ადგილობრივი მოსახლეობა კატალონიურ ენაზე მხოლოდ სტადიონზე თუ საუბრობდა.

1943 წელს "ლეს კორტს"-ზე ესპანეთის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც "ბარსელონამ" მადრიდის "რეალი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა. განმეორებითი თამაშის წინ, ფეხბურთელებს გასახდელში ფრანკოს ხელისუფლების უშიშროების ორგანოს ხელმძღვანელი დახვრეტით დაემუქრა, რის შედეგადაც "რეალმა' ის მატჩი 11:1 მოიგო.

რთული პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად "ბარსა" მაინც აღწევდა წარმატებებს. 1945 წელს კლუბმა კიდევ ერთხელ მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, 1929 წლის შემდეგ. ამ გუნდში ხოსეპ სამიტიერის ხელმძღვანელობით თამაშობდნენ: რამალეტსი, სესარი და ველასკო. მათ 1948-49 წლებში კიდევ 2 ტიტული მოიგეს. 1949 წელს "ბარსელონამ" პირველად მოიგო "Copa Latina". 50-იან წლებში კლუბის ყველაზე წარმატებული ხანა დადგა. მწვრთნელის - ფერნანდო დაუჩიკისა და "ბარსას" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის - ლადისლაო კუბალას დახმარებით გუნდმა 1952 წელს 5 სხვადასხვა ტიტული მოიგო. მათ შორის: ესპანეთის ჩემპიონატი, "Copa del Generalisimo", "Copa Latina" და "Copa Eva Duarte". 1953-ში "ბარსამ" კიდევ ერთხელ მოიგო ჩემპიონატი და "Copa del Generalisimo". ეს ტიტული კუბალას გუნდმა 1957-შიც მოიგო, ხოლო 1958-ში "ბაზრობათა თასს" (ახლანდელ უეფას თასს) დაეუფლა.

მწვრთნელის ელენიო ერერას ხელმძღვანელობით, ასევე ახალგაზრდა ლუის სუარესის (1960 წლის საუკეთესო ფეხბურთელი) და კუბალას მიერ მიწვეული 2 უნგრელის (შანდორ კოჩიში და ზოლტან ჩჟიბორი) დახმარებით, "ბარსამ" კიდევ 2-ჯერ შეასრულა დუბლი 1959 და 1960 წლებში. 1961 წელს "ბარსელონა" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ევრო ტურნირებში მადრიდის "რეალი" დაამარცხა და ამით ბოლო მოუღო მათ ჰეგემონიას.

1960-იანი წლები არც ისე წარმატებული იყო. 1957 წელს "ნოუ კამპის" მშენებლობა დასრულდა, ამიტომ კლუბს აღარ გააჩნდა საკმარისი სახსრები იმისათვის, რომ შემადგენლობა გაეძლიერებინა. ხოსეპ ფუსტესა და კარლეს რექსაჩის გუნდმა 1966 წელს "ბაზრობათა თასი" მოიგო, 1968-ში კი სიამაყე დაიბრუნა "Copa del Generalisimo"-ს ფინალში "ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალის" 1:0 დამარცხებით. 1974 წელს "ბარსელონამ" დაიბრუნა თავისი სახელი "Football Club Barcelona".

კრუიფი (1974-1978)

1973/74 წლების სეზონში გუნდში მოვიდა იოჰან კრუიფი. "ბარსელონამ" იმ პერიოდის ყველაზე ძვირი ტრანსფერი განახორციელა (1 მილიონი) და შემდეგ არც უნანია. კრუიფმა, რომელმაც უკვე "აიაქსში" გაითქვა სახელი, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "რეალს" "ბარსელონა" არჩია იმის გამო, რომ იგი არასოდეს ითამაშებდა ფრანკოს გუნდში. ჰოლანდიელმა 60-იანი წლების შემდეგ პირველად მოაგებიდა კლუბს ჩემპიონატი და მთავარი გმირი გახდა "ბერნაბეუზე" "რეალის" 0:5 დამარცხებაში. "ბარსელონაში" თამაშის მანძილზე კრუიფი ორჯერ ზედიზედ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად.

ნუნიესის პრეზიდენტობა (1978-2000)

სტაბილური პერიოდი (1978-1988)

ხოსე მარი ბაკერო

1978 წელს "ბარსას" პრეზიდენტად ხოსეპ ლუის ნუნიესი აირჩიეს. მისი მთავარის მიზანი მსოფლიოში კლუბის სახელის დამკვიდრება და ფინანსური გაძლიერება იყო. 1979-1982 წლებში "ბარსამ" ორჯერ მოიგო ევროპის თასების მფლობელთა თასი. 1982 წელს გუნდში სარეკორდო თანხად (8 მილიონი) მოვიდა დიეგო მარადონა. ახალგაზრდა დიეგოს ბარსელონაში კარიერად ვერ აეწყო და მან 2 წლის შემდეგ დატოვა კლუბი. 1984/85 წლებში გუნდის მწვრთნელად ტერი ვენეიბლზი დაინიშნა, რომელმაც გუნდს ჩემპიონატი მოაგებინა და ჩემპიონთა თასის ფინალში გაიყვანა, სადაც ბუქარესტის სტიაუასთან მხოლოდ პენალტების სერიაში წააგო.

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ "ბარსელონაში" ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გარი ლინეკერი ჩამოვიდა. გუნდში მოვიდა მეკარე ანდონი სუბისარეტაც, თუმცა ვენეიბლსის გუნდმა წარმატებას ვერ მიაღწია და 1987 წელს მისი ადგილი ლუის არაგონესმა დაიკავა. ის სეზონი გუნდში ნუნიესის წინააღმდეგ "აჯანყებით" და სამეფო თასის ფინალში "სოსიედადის" 1:0 დამარცხებით გამოირჩა.

ოცნების გუნდი (1988-1996)

რონალდ კუმანი

1988 წელს გუნდში იოჰან კრუიფი უკვე მწვრთნელის რანგში დაბრუნდა და შექმნა ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, რომელსაც ვარსკვლავური შემადგენლობის გამო "ოცნების გუნდსაც" უწოდებდნენ. იმ პერიოდის "ბარსელონაში" თამაშობდნენ: ხოსეპ გვარდიოლა, ჩიკი ბეგირისტაინი, ხოსე მარი ბაკერო, ანდონი გოეკოეჩეა, გეორგე ჰაჯი, მიქაელ ლაუდრუპი, რონალდ კუმანი, ხრისტო სტოიჩკოვი და რომარიო. ამ გუნდმა ზედიზედ 4-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი 1990-1994 წლებში და ორი ევროტურნირის ფინალში (1989 წელს თასების მფლობელთა თასი და 1992 წელს ევროპის ჩემპიონთა თასი) დაამარცხა იტალიური სამპდორია. "ბარსამ" იმ წლებში ასევე მოიგო ესპანეთის თასი 1990-ში, ევროპის სუპერ თასი 1992-ში და 3 ესპანეთის სუპერ თასი. მოპოვებული 11 ტიტულით კრუიფი დღემდე კლუბის ყველა დროის წარმატებულ მწვრთნელად რჩება. მან ყველაზე მეტ ხანს - 8 წლის მანძილზე უხელმძღვანელა "ბარსას" და ბოლო 2 უტიტულო სეზონის შემდეგ დატოვა გუნდი.

1996-2000

კრუიფის ადგილი ბობი რობსონმა დაიკავა. მისი ცნობილი გამონათქვამია: "კატალონია არის ქვეყანა და ბარსელონა - მისი არმია". რობსონმა გუნდში რონალდო მოიყვანა და თავის ერთადერთ სეზონში ესპანეთის თასი, თასების მფლობელთა თასი და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო. რობსონი ლუის ვანგაალმა შეცვალა. გუნდში მოვიდნენ ლუიშ ფიგუ, ლუის ენრიკე, ჯოვანი და რივალდო. "ბარსამ" 1998/99 წლებში ჩემპიონატი და თასი მოიგო. 1999 წელს, კლუბს 100 წლის იუბილეზე "ბარსელონა" კიდევ ერთხელ გახდა ჩემპიონი, მაგრამ ევროპულ ტურნირებში წარუმატებლობების გამო 2000 წელს გუნდო დატოვეს პრეზიდენტმა ნუნიესმა და ლუის ვან გაალმა.

გასპარი და კრიზისის პერიოდი (2000-2003)

ნუნიესის და ვან გაალის წასვლა არაფერი იყო იმასთან, რაც შემდეგ მოხდა. კლუბი დატოვა ვიცე-კაპიტანმა და ფანების საყვარელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ, რომელაც "ბარსას" მთავარ მეტოქე - "რეალში" გააგრძელა კარიერა, რაც მას გულშემატკივრებმა არ აპატიეს და "კამპ ნოუზე" ყოველი ვიზიტი მისთვის ჯოჯოხეთში თამაშს უდრიდა. გასპარის პრეზიდენტობის პერიოდში კლუბმა ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია. ხშირად იცვლებოდნენ მწვრთნელები, შემადგენლობა, მაგრამ ამან შედეგი არ მოიტანა და საბოლოოდ 2003 წელს გასპარი პოსტიდან გადადგა.

აწმყო

რონალდინიო

2003 წელს "ბარსას" პრეზიდენტად ახალგაზრდა ხუან ლაპორტა აირჩიეს, რომელმაც კლუბს ძველი დიდება დაუბრუნა. მასთან ერთად გუნდში მოვიდა ახალგაზრდა მწვრთნელი ფრანკ რაიკარდი და უმაღლესი დონი ფეხბურთელები: რონალდინიო, დეკუ, ლიონელ მესი და სამუელ ეტო'ო. ასევე გამოცდილი ჰენრიკ ლარსონი, რაფაელ მარკესი და ჯოვანი ვან ბრონხორსტი, რომელბსაც კლუბში დახვდათ კარლეს პუიოლი და ხავი. ამ შემადგენლობით "ბარსელონამ" უკვე ბევრ წამატებას მიაღწია.

2004/05 წლებში ლაპორტას "ბარსელონამ" პირველად მოიგო ჩემპიონატი. "ბარსამ" "კამპ ნოუზე" მადრიდის "რეალი" დაამარცხა 3:0, შემდეგ ვალენსიაშიც გაიმარჯვა 0:2 და დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილი. ჩემპიონთა ლიგაზე რაიკარდის გუნდი "ჩელსისთან" დამარცხდა, საერთო ანგარიშით 5:4.

2005-2006

ზეიმი ბარსელონას ქუჩებში 2006 წელი

ეს სეზონი ლაპორტას ხელძღვანელოის პერიოდში საუკეთესო იყო. "ბარსამ" 2005 წლის 19 ნოემბერს "ბერნაბეუზე" "რეალი" დაამარცხა 0:3 და რონალდინიომ საოცარი თამაშისთვის ადგილობრივი პუბლიკის ტაშიც კი დაიმსახურა. ამავე სეზონში "ბარსელონამ" სტუმრად მოუგო "ჩელსის" 1:2 და "მილანს" 0:1. "ბარსა" 17 მაისის პარიზის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც დრამატულ მატჩში არსენალი დაამარცხა 2:1 და კიდევ ერთხელ შეასრულა დუბლი. ქალაქ ბარსელონას ქუჩემში რამდენიმე მილიონი ადამიანი გამოვიდა თავისი გუნდის ტრიუმფის საზეიმოდ.

2006/07 წლების სეზონი არც ისე წარმატებული გამოდგა გუნდისთვის, რასაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. გაუთავებელმა მოგზაურობებმა და წამყვანი ფეხბურთელების მძიმე ტრავმებმა უარყოფითი შედეგი მოიტანა. კატალონიის თასს თუ არ ჩავთვლით გუნდმა სეზონი უტიტულოდდ დაასრულა, რამაც ხელმძღვანელობას მნიშვნელოვანი ცვლილებების საჭიროებისაკენ უბიძგა და შედეგად "ბარსელონაში" სეზონის დამთავრებისთანავე 3 კვირის განმავლობაში 4 მსოფლიო კლასის ფეხბურთელი მოვიდა. ტიერი ანრიმ, ერიკ აბიდალმა, იაია ტურემ და გაბრიელ მილიტომ გუნდში არსებული ყველა პრობლემატური პოზიცია გააძლიერეს და 2007/08 წლების სეზონს გულშემატკივარი დიდი იმედებით შეხვდა.

სტადიონი

ბარსელონა საშინაო მატჩებს 1957 წლიდან მართავს კამპ ნოუზე, რომელიც იტევს 98,772 მაყურებელს. კამპ ნოუ არის ტევადობით ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი არა მარტო ესპანეთში არამედ მთელ ევროპაში. სტადიონი უეფას კლასიფიკაციით არის ხუთ ვარსკვლავიანი.

უნიფორმა წლების მიხედვით

1899
1910
1913
1920
1992
1995
1998
1999
2004-05
2005-06
2006-07

სპონსორები

2006 წლიდან ბარსელონას მაისურზე განთავსებულია UNICEF ლოგო.

  • Nike - ოფიციალური სპონსორი
  • Coca-Cola - ოფიციალური სპონსორი
  • TV3 - ოფიციალური სპონსორი
  • Audi - ოფიციალური სპონსორი
  • Telefonica - ოფიციალური სპონსორი
  • Estrella Damm - ოფიციალური სპონსორი
  • La Caixa - ოფიციალური სპონსორი
  • bwin - ოფიციალური პარტნიორი
  • MediaPro - ოფიციალური მიმწდებელი

ტიტულები

    • 1928-29, 1944-45, 1947-48, 1948-49, 1951-52, 1952-53, 1958-59, 1959-60, 1973-74, 1984-85, 1990-91, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1997-98, 1998-99, 2004-05, 2005-06,2008-09


  • ესპანეთის თასი: 25
    • 1909-10, 1911-12, 1912-13, 1919-20, 1921-22, 1924-25, 1925-26, 1927-28, 1941-42, 1950-51, 1951-52, 1952-53, 1956-57, 1958-59, 1962-63, 1967-68, 1970-71, 1977-78, 1980-81, 1982-83, 1987-88, 1989-90, 1996-97, 1997-98, 2008-09


  • ესპანეთის სუპერ თასი: 7
    • 1983, 1991, 1992, 1994, 1996, 2005, 2006


  • ლიგის თასი: 2
    • 1983, 1986


  • ჰანს გამპერის თასი: 32
    • 1966, 1967, 1968, 1969, 1971, 1973, 1974, 1975, 1976, 1977, 1979, 1980, 1983, 1984, 1985, 1986, 1988, 1990, 1991, 1992, 1995, 1996, 1997, 1998, 1999, 2000, 2001, 2002, 2003, 2004, 2006, 2007.


  • კატალონიის ჩემპიონი: 22
    • 1901-02, 1904-05, 1908-09, 1909-10, 1910-11, 1912-13, 1915-16, 1918-19, 1919-20, 1920-21, 1921-22, 1923-24, 1924-25, 1925-26, 1926-27, 1927-28, 1929-30, 1930-31, 1931-32, 1934-35, 1935-36, 1937-38


  • კატალონიის თასი: 6
    • 1990-91, 1992-93, 1999-2000, 2003-04, 2004-05, 2006-2007


    • 1992, 2006, 2009


    • 1979, 1982, 1989, 1997


    • 1992, 1997


    • 1958, 1960, 1966


  • ლათინური თასი: 2
    • 1949, 1952

შემადგენლობა 2007/08

მიმდინარე შემადგენლობა
სახელი ნომერი ეროვნება
მეკარე
ვიქტორ ვალდესი (ვიცე-კაპიტანი) 1 ესპანეთის დროშა
ხოსე მანუელ პინტო 13 ესპანეთის დროშა
ალბერტ ხორკერა 25 ესპანეთის დროშა
მცველი
გაბრიელ მილიტო 3 არგენტინის დროშა
რაფაელ მარკესი 4 მექსიკის დროშა
კარლეს პუიოლი (კაპიტანი) 5 ესპანეთის დროშა
სილვინიო 16 ბრაზილიის დროშა
ერიკ აბიდალი 22 საფრანგეთის დროშა
ხერარდ პიკე - ესპანეთის დროშა
მარტინ კასარესი - ურუგვაის დროშა
დანიელ ალვეში - ბრაზილიის დროშა
ნახევარმცველი
ხავი (ვიცე-კაპიტანი) 6 ესპანეთის დროშა
ანდრეს ინიესტა 8 ესპანეთის დროშა
იაია ტურე 24 კოტ-დ’ივუარის დროშა
სეიდუ კეიტა - მალის დროშა
ალექსანდრე ჰლები - ბელარუსის დროშა
თავდამსხმელი
ეიდურ გუდიონსენი 7 ისლანდიის დროშა
სამუელ ეტო'ო 9 კამერუნის დროშა
ტიერი ანრი 14 საფრანგეთის დროშა
ლიონელ მესი 19 არგენტინის დროშა
ბოიან კრკიჩი 27 ესპანეთის დროშა

კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა

პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ხუან ლაპორტა
სპორტული დირექტორი ესპანეთის დროშა ჩიკი ბეგირისტაინი
მთავარი მწვრთნელი ესპანეთის დროშა ხოსეპ გვარდიოლა
მწვრთნელის თანაშემწე ნიდერლანდების დროშა იოხან ნეესკენსი
მწვრთნელის მეორე თანაშემწე ესპანეთის დროშა ეუსებიო საკრისტანი
მეკარეთა მწვრთნელი ესპანეთის დროშა ხუან კარლოს ურსუე
საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელი ესპანეთის დროშა ხოსე რამონ ალეხანკო

გამორჩეული პრეზიდენტები

ხუან ლაპორტა
  • ინგლისის დროშა უოლტერ უაილდი (1899-01)
  • ესპანეთის დროშა ბარტომეუ ტერადასი (1901-02)
  • გერმანიის დროშა პაულ ჰაასი (1902)
  • ინგლისის დროშა არტურ უიტი (1902-05)
  • შვეიცარიის დროშა ჰანს გამპერი (1908-09, 1910-13, 1917-19, 1921-23, 1924-25)
  • გერმანიის დროშა ოტო გმელინგი (1909)
  • ესპანეთის დროშა ხოსეპ სანიული (1935-36)
  • ესპანეთის დროშა ენრიკე პინეირო (1940-43)
  • ესპანეთის დროშა აგუსტი მონტალი (1969-77)
  • ესპანეთის დროშა ხოსეპ ლუის ნუნიესი (1978-2000)
  • ესპანეთის დროშა ხუან გასპარი (2000-2003)
  • ესპანეთის დროშა ხუან ლაპორტა (2003-დღემდე)

გამორჩეული მწვრთნელები

  • ინგლისის დროშა ჯეკ გრინველი, 1917-24, 1931-33
  • ინგლისის დროშა რალფ კირბი, 1925-26
  • ესპანეთის დროშა რომა ფორნსი, 1927-29
  • უნგრეთის დროშა ფრანც პლატკო, 1934-35, 1955-56
  • ირლანდიის დროშა პატრიკ ო'კონელი, 1935-37
  • ესპანეთის დროშა ხუან ხოსეპ ნოგუესი, 1941-44
  • ესპანეთის დროშა ხოსეპ სამიტერი, 1944-47
  • ურუგვაის დროშა ენრიკე ფერნანდესი, 1947-50
  • სლოვაკეთის დროშა ფერნანდო დაუსიკი, 1950-54
  • იტალიის დროშა სანდრო პუპო, 1954-55
  • ესპანეთის დროშა დომენიკ ბალმანუა, 1956-58
  • არგენტინის დროშა საფრანგეთის დროშა ელენიო ერერა, 1958-60, 1980, 1980-1981
  • უნგრეთის დროშა ესპანეთის დროშა ლადისლაო კუბალა, 1962, 1980
  • ესპანეთის დროშა ხოსეპ გონსალვო, 1963
  • ესპანეთის დროშა სეზარ როდრიგესი, 1963-64
  • ინგლისის დროშა ვიკ ბაკინჰემი, 1969-71
  • ნიდერლანდების დროშა რინუს მიხელსი, 1971-1975, 1976-1978
  • გერმანიის დროშა ჰანს ვეისვეილერი, 1975-1976
  • გერმანიის დროშა უდო ლატეკი, 1981-1983
  • არგენტინის დროშა სეზარ ლუის მენოტი, 1983-1984
  • ინგლისის დროშა ტერი ვენეიბლზი, 1984-87
  • ესპანეთის დროშა ლუის არაგონესი, 1987-88
  • ნიდერლანდების დროშა იოჰან კრუიფი, 1988-96
  • ინგლისის დროშა ტერი ვენეიბლზი, 1996-97
  • ნიდერლანდების დროშა ლუის ვან გაალი, 1997-2000, 2002-2003
  • ესპანეთის დროშა ლორენცო სერა ფერერი, 2000-2001
  • ესპანეთის დროშა კარლეს რექსაჩი, 2001-2002
  • სერბეთის დროშა რადომირ ანტიჩი, 2003
  • ნიდერლანდების დროშა ფრანკ რაიკარდი, 2003-2008

კლუბის გამოჩენილი ყოფილი ფეხბურთელები

1899 - 1940-იანები

1950-იანები - 1960-იანები

 

1970-იანები

1980-იანები

 

1990-იანები

 

2000-იანები

მოსფლიო ჩემპიონები


ევროპის ჩემპიონები


ბარსელონას ბომბარდირები ლა ლიგაში წლების მიხედვით

სეზონი სახელი ჩემპიონატი გოლი
1967-68 ხოსე იგნასიო სალდუა ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 12
1968-69 ხოსე იგნასიო სალდუა ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 11
1969-70 კარლეს რექსაჩი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 7
1970-71 კარლეს რექსაჩი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 17
1971-72 ხუან მანუელ ასენსი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 9
1972-73 ხოსე აბტონიო ბარიოსი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 8
1973-74 მარსიალ პინა ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 17
1974-75 მანუელ კლარესი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 10
1975-76 იოხან ნეესკენსი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 12
1976-77 მანუელ კლარესი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 22
1977-78 რექსაჩი / ასენსი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 9
1978-79 ჰანს კრანკლი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 29
1979-80 ალან სიმონსენი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 10
1980-81 კუნი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 20
1981-82 კუნი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 27
1982-83 დიეგო მარადონა ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 11
1983-84 მარკოს ალონსო ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 12
1984-85 სტივ არჩიბალდი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 15
1985-86 ბერნდ შუსტერი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 10
1986-87 გარი ლინეკერი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 20
1987-88 გარი ლინეკერი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 16
1988-89 ხულიო სალინასი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 20
1989-90 ხულიო სალინასი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 15
1990-91 ხრისტო სტოიჩკოვი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 14
1991-92 ხრისტო სტოიჩკოვი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 17
1992-93 ხრისტო სტოიჩკოვი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 20
1993-94 რომარიო ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 30
1994-95 სტოიჩკოვი / კუმანი / ხორდი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 9
1995-96 რივალდო ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 24
1996-97 რონალდო ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 34
1997-98 რივალდო ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 19
1998-99 რივალდო ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 24
1999-00 პატრიკ კლუივერტი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 15
2000-01 რივალდო ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 23
2001-02 პატრიკ კლუივერტი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 18
2002-03 პატრიკ კლუივერტი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 16
2003-04 რონალდინიო / ხავიერ სავიოლა ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 14
2004-05 სამუელ ეტო'ო ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 24
2005-06 სამუელ ეტო'ო ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 26
2006-07 რონალდინიო ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 21


რესურსები ინტერნეტში

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი) ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA

 პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.