დანიელ ალვესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან დანიელ ალვეში)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დანიელ ალვესი
Dani Alves- Scotland vs Brazil Mar10.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი დანიელ ალვეს და სილვა
დაბადების
თარიღი
6 მაისი, 1983 (1983-05-06) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
ჟუაზეირუ, ბრაზილია
სიმაღლე 1,75 მ
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბარსელონა
ნომერი 22
ახალგაზრდული კარიერა
ჟუაზეირუ
ბაია
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2001–2002 ბაია 25 (2)
2002–2008 სევილია 175 (11)
2008– ბარსელონა 196 (14)
ეროვნული ნაკრები
2003 ბრაზილია 20 წლ. 7 (0)
2006– ესპანეთი 79 (6)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით. ბოლოს განახლდა: 17 ნოემბერი, 2014.

დანიელ ალვეს და სილვა (პორტ. Daniel Alves da Silva; დ. 6 მაისი, 1983, ჟოაზეირუ, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, თამაშობს საფეხბურთო კლუბ „ბარსელონაში“ მარჯვენა მცველის პოზიციაზე.

ალვესი აგრეთვე ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრია. „ბარსელონაში“ გადასვლამდე ალვესმა წარმატებული 6 სეზონი გაატარა ესპანურ კლუბ „სევილიაში“. ანდალუზიურ კლუბში მან ორ-ორჯერ მოიგო უეფას თასი და ესპანეთის სამეფო თასი. დანი ალვესი „ბარსელონამ“ 29-32 მილიონ ევროდ შეიძინა, მან პირველივე სეზონში დაიმკვიდრა ძირითად გუნდში ადგილი და დღესაც კლუბის უცვლელი წევრია. დანი ალვესს აქვს ორმაგი ესპანეთისა და ბრაზილიის მოქალაქეობა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება]

დანიელ ალვესი დაიბადა ჟოაზეიროში, მამამისი ფერმერი იყო. პატარაობაში ის მის მეზობელ ბავშვებთან ერთად თამაშობდა ფეხბურთს. ალვესის მამასაც უყვარდა ფეხბურთი და წვრთვნიდა საკუთარ გუნდს, სადაც ალვესმაც დაიწყო თამაში ათი წლის ასაკში. თავდაპირველად შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე, თუმცა იმის გამო, რომ მას ვერ გაჰქონდა ბევრი ბურთი მამამისმა ის მარჯვენა მცველის პოზიციაზე გადაიყვანა, ის დღესაც ამ პოზიციაზე თამაშობს. ალვესი თავის ახალგაზრდობაში ფერმერად მუშაობდა.[1]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

ბაჰია[რედაქტირება]

ალვესმა პირველი მატჩი პროფესიონალურ დონეზე ჩაატარა ბრაზილიურ კლუბ ბაჰიაში, პირველ თამაშში მან მოახერხა ორი საგოლე გადაცემის გაკეთება, პარანას წინააღმდეგ. ამის შემდეგ დიეგო ალვესმა დაიმკვიდრა ძირითად შემადგენლობაში ადგილი, რამაც განაპირობა 2002 წელს მისი იჯარით გადასვლა სევილიაში.

სევილია[რედაქტირება]

2002-2003 წლების სეზონის შემდეგ, ალვესი მიემგზავრება ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 2003 წლის მსოფლიო ახალგაზრულ ჩემპიონატზე, რომელიც ბრაზილიის ახლაგაზრდული ნაკრების ტრიუმფით სრულდება, ალვესი კი ტურნირის რიგით მესამე საუკეთესო ფეხბურთელი ხდება, ამის შემდეგ სევილიამ ბაჰიადან გამოისყიდა ის და კონტრაქტიც გააფორმა მასთან.

2006 წლის ივნისში სევილია დათანხმდა მის ტრანსფერს ლივერპულში, თუმცა ტრანსფერი ვერ განხორციელდა, ლივერპულმა საბოლოოდ უარი თქვა ალვესში 8 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდაში. 2006 წლის დეკემბერში კი მან გაახანგრძლივა ტრანსფერი სევილიასთან 2012 წლამდე. ალვესისთვის 2006-2007 წლების სეზონი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, ჩატარებულ 47 თამაშში მან 5 გოლის გატანა მოახერხა. ასევე ყველა მატჩი ითამაშა უეფას თასზე, სადაც სევილია ჩემპიონი გახდა. ამ სეზონის დასრულების შემდეგ ალვესი ხშირად აკეთებდა ინტერვიუებს იმის თაობაზე, რომ მას სურდა სევილიას დატოვება და ლონდონში გადაბარგება, მასზე შეთავაზებას ლონდონის ჩელსი აკეთებდა. სევილიასგან ჩელსიმ ამ შეთავაზებაზე უარი მიიღო, ამის შემდეგ ალვესსა და კლუბის პრეზიდენტს შორის ურთიერთობა დაიძაბა, საბოლოოდ კი ალვესმა ისევ დარჩენა ამჯობინა წასვლას და შემდეგი სეზონიც სევილიაში გაატარა.[2]

ბარსელონა[რედაქტირება]

2008 წლის 2 ივლისს ალვესი შეუერთდა ბარსელონას. მან სევილია დატოვა და დასძინა, რომ ამ გუნდში ის მოვიდა როგორც ბავშვი და ტოვებს მას როგორც კაცი, პრეს კონფერენციის ბოლოს მან ცრემლები ვეღარ შეიკავა. მისი ტრანსფერი ბარსელონას 23 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი დაუჯდა და გახდა მსოფლიოს ყველაზე ძვირად გაყიდული მცველი, მან გუნდთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ალვესის დებიუტი შედგა, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვისლა კრაკოვის წინააღმდეგ 2008 წლის 13 აგვისტოს. ლა ლიგაშ კი მისი დებიუტი შედგა 31 აგვისტოს გასვლით თამაშში ნუმენსიას წინააღმდეგ. მან გამოტოვა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, ჩემპიონთა ლიგის 2009 წლის ფინალი მანჩესტერ იუნაიტედთან გაფრთხილებების გამო, საბოლოოდ მისმა გუნდმა მაინც მოახერხა გამარჯვება ანგარიშთ 2-0 უემბლის სტადიონზე.

ალვესის რიგით მეორე სეზონში, ბარსელონას შემადგენლობაში, მან და გუნდმა წარმატებით მოახერხეს ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულის დაცვა, ასევე მოიგო 2009 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. 2010-2011 წლების სეზონში კი მოახერხეს ზედიზედ მესამედ დაუფლებოდნენ ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულს.

2011 წლის 28 მაისს ალვესმა ითამაშა მისთვის პირველ ჩემპიონთა ლიგის თასის ფინალში და მოახერხა [[მანჩესტერ იუნაიტედი|მანჩესტერ იუნაიტედის 3-1 დამარცხება და ამით მეოთხედ დაეუფლა ამ ტიტულს.

2011-2012 წლების სეზონში ბარსელონამ ალვესთან ერთად მოახერხა ესპანეთის საფეხბურთო თასის მოპოვება. ასევე კიდევ ერთხელ მოიგო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. 2012-2013 წლების სეზონში მისმა გუნდმა მოახერხა ბოლო ხუთი სეზონიდან მეოთხედ მოეპოვებინა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული.

2015 წლის 6 ივნისს მეხუთედ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ტიტული იუვენტუსის 3-1 ძლევით ოლიმპიაშტადიონზე ბერლინში. ამ ტიტულით გუნდმა მეორედ შეასრულა ტრიპლეტი, პირველი 2009 წელს შეასრულა.

2015 წლის ივნისში ალვესმა კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი ბარსელონასთან და ის გუნდში 2017 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]