შინაარსზე გადასვლა

პორტალი:ფეხბურთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


ფეხბურთი გუნდური სპორტული თამაში, რომელშიც მოასპარეზენი ფეხებით ან სხეულის სხვა ნებისმიერი ნაწილით (ხელების გარდა) ბურთის ტარებით და პარტნიორებისთვის გადაცემით ცდილობენ დაწესებულ დროში მის რაც შეიძლება მეტი რაოდენობით გატანას მეტოქის კარში. გუნდში 11 კაცია, მათ შორის ერთი მეკარე. სათამაშო სარბიელია სპეციალურად მონიშნული სწორკუთხა მოედანი - ჩვეულებრივ ბალახისაფარიანი მინდორი.

ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე მთელ მსოფლიოში თამაშობენ და მილიონობით ადამიანი რეგულარულად დადის სტადიონზე თავისი რჩეული გუნდის საგულშემატკივროდ, აგრეთვე გაცილებით მეტი გულშემატკივარი თვალს ადევნებს სატელევიზიო გადმოცემებს. ფეხბურთს სამოყვარულო დონეზეც საკმაოდ პოპულარულია.

რჩეული სტატია

ბარსელონა — ესპანური საფეხბურთო კლუბი, რომელიც ესპანეთის ავტონომიური ოლქის - კატალონიის წარმომადგენელია. კლუბი 1899 წელს შვეიცარიელმა ჰანს გამპერმა, სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. „ბარსელონა“ უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს და მთელ მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობსსაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !. კლუბის დევიზია „Més que un club“ (ესპ. უფრო მეტი, ვიდრე კლუბი).

„ბარსელონა“ ერთ-ერთი იყო 1928 წელს ესპანეთის ჩემპიონატის დამაარსებელთა შორის და ბილბაოს ატლეტიკსა და მადრიდის რეალთან ერთად იმ 3 გუნდს წარმოადგენს, რომლებსაც "პრიმერა დივიზიონი" არასოდეს დაუტივებიათ. "ბარსა" გახდა ესპანეთის პირველი ჩემპიონიც და დღეისათვის უკვე 19-გზის ჩემპიონობით, 25 ესპანეთის თასით, 7 ესპანეთის სუპერ თასით, 3 ევროპის ჩემპიონთა თასით, 4 თასების მფლობელთა თასით, 3 უეფას თასითა და 2 ევროპის სუპერ თასით ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია ესპანეთსა და მთელს ევროპაში.

კლუბის მთავარი არენაა კამპ ნოუ. 2007 წლის ივნისის მონაცემებით, ბარსას ფანების - "სოსიოსების" რაოდენობამ 156 366-ს მიაღწია. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული 1782 ფანკლუბის ოფიციალური წევრები არიან. "ბარსელონას" გულშემატკივრები ცნობილია მეტსახელით "culés" (კულე). (…სრულად)

რჩეული ფოტოსურათი

ალიანც არენა — სტადიონი მიუნხენში, მიუნხენის ბაიერნის და მიუნხენ 1860-ის საშინაო არენა. სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობდა 2002-05 წლებში, არქიტექტურული ფირმა ჰერცოგი & დე მერონის პროექტის მიხედვით და დაჯდა 340 მილიონი ევრო. სტადიონზე ეტევა 69 901 (66 000 დასაჯდომი) მაყურებელი.


სურათი:
სხვა რჩეული ფოტოები...

კატეგორიები
ფეხბურთი

ეროვნული ნაკრებები • კლუბები • ორგანიზაციები • სტადიონები • ფეხბურთელები • მსაჯები • მწვრთნელები • ქვეყნების მიხედვით • ჩემპიონატები • წლების მიხედვით • ჯილდოები

რჩეული ბიოგრაფია
ჰაკიმ ზიეში

ჰაკიმ ზიეში (არაბ. حكيم زياش; დ. 19 მარტი, 1993, დრონტენი, ნიდერლანდები) — მაროკოელი ფეხბურთელი. ლონდონის „ჩელსისა“ და მაროკოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი. შეუძლია ითამაშობს შემტევი ნახევარმცველისა და გარემარბის პოზიციებზე. უკეთესად თამაშობს მარცხენა ფეხით.

ზიეში გამორჩეულია თავისი დრიბლინგით, გრძელი პასებითი, ტექნიკითა და ჯარიმების შესრულების ალღოთი. 2018-2019 წლების სეზონში მოხვდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სეზონის 20 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. 2019 წელს „The Guardian“-მა შეიყვანა „მსოფლიოს მოქმედ 100 საუკეთესო ფეხბურთელს“ შორის, ზიეშმა 29-ე ადგილი დაიკავა.

ზიეშს შეეძლო ეთამაშა როგორც მაროკოს, ისე ნიდერლანდების ნაკრებში. 2015 წელს შედგა მისი დებიუტი მაროკოს ნაკრებში. მონაწილეობა მიიღო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და 2019 წლის აფრიკის თასზე.

ახალი სტატიები
ჩემპიონატები და შეჯიბრები
  • ეროვნული ნაკრებების :

აზიის თასი • აფრიკის ეროვნებათა თასი • ოქროს თასი • კოპა ამერიკა • ოკეანიის ეროვნებათა თასი • ევროპის ჩემპიონატი • მსოფლიო ჩემპიონატი • კონფედერაციის თასი • ოც წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი

  • კლუბების :

აზიის ჩემპიონთა ლიგა • აფრიკის ჩემპიონთა ლიგა • კონკაკაფის ჩემპიონთა თასი • ლიბერტადორესის თასი • ოკეანიის ჩემპიონთა ლიგა • საკონტინენტთაშორისო თასი • უეფას თასი • უეფას ჩემპიონთა ლიგა • საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი

ახალი ამბები და მოვლენები
იცოდით, რომ...
  • ...არგენტინული კლუბის „ინდეპენდიენტეს“ თავდამსხმელს, მალონს, 1973 წლის 18 მარტს მხოლოდ 1 წუთი და 50 წამი დასჭირდა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის („ხიმნასია და ესგრიმა“) კარი სამჯერ აეღო!..
  • ...ყველაზე მეტი გოლი, რაც კი ერთ ფეხბურთელს ერთ თამაშში, დაუგროვებია არის 16...