მომხმარებელი:Anry.kiknavelidze/არქივი 1: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 326: ხაზი 326:


{{ვიკიპედია:რჩეული სტატიები/გილოცავთ|ბენჯამინ ბრიტენი}}
{{ვიკიპედია:რჩეული სტატიები/გილოცავთ|ბენჯამინ ბრიტენი}}

{{ვიკიპედია:რჩეული სტატიები/გილოცავთ|ლენარდ ბერნსტაინი}}

07:17, 15 სექტემბერი 2021-ის ვერსია

პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

ჯაბა 1977 14:18, 9 იანვარი 2019 (UTC)

რიხარდ ვაგნერი

რიხარდ ვაგნერი — გადახედე ამ სტატიას და ისე შექმენი შენი დაწყებული სტატია არნოლდ შონბერგი --ცანგალა 21:33, 9 იანვარი 2019 (UTC)

არნოლდ შენბერგი და არა შონბერგი. --ცანგალა 22:57, 9 იანვარი 2019 (UTC)
პირიქით კი გამოვიდა. :-D -Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 07:02, 22 მარტი 2019 (UTC)

ქართულ ვიკიპედიაში იწერება ქართული ბრჭყალები

"შენ მიყრდნობილი ხარ ვერცხლისფერ ტირიფს" „შენ მიყრდნობილი ხარ ვერცხლისფერ ტირიფს“ . გთხოვ სტატიაში შეასწორო და მომავალში იხმარო მხოლოდ „ქართული“. მადლობა. ეს ჩემი წესი არ არის. ამას ქართული ვიკიპედია წესები ითხოვს.--ცანგალა 23:31, 22 იანვარი 2019 (UTC)

მადლობა, გავასწორებ. რაც შეეხება გვარს, შონბერგი თუ შენებერგი. გერმანული უმლუტიანი o-ს ზუსტი შესატყვისი ქართულში არ არსებობს, ამიტომ "შენებერგიც" ისევე არასწორია, როგორც "შონბერგი", თუ გერმანული პრონონსის გამოყენებაზეა საუბარი. თუმცა, თუ სტატია წაიკითხეთ, ნახავდით, რომ შონბერგი 1941 წლიდან ამერიკის მოქალაქეა, სადაც მის გვარს გამოთთქვამდნენ ინგლისური პრონონსით /ˈʃoʊn-/ და ასეა გავრცელებული მთელი მსოფლიოს უდიდეს ნაწილში და სახელდობრ, საქართველოში. მე მოყვარული არ ვარ, კომპოზიტორი ვარ თვითონ და რამდენიმე წელი აქტიურად ვსწავლობდი შონბერგის შემოქმედებას. ეგ კითხვა მეც გამიჩნდა აკადემიური წრეებისგან ზუსტად ის პასუხი მივიღე, რასაც ახლა გეუბნებით. თუ თქვენც გსურთ გადამოწმება, შემიძლია დაგაკავშიროთ კონსერვატორიის რექტორთან და მუსიკის რამდენიმე პროფესორთან. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, გააუქმეთ თქვენივე ცვლილებები. თუ ამის გაკეთება არ გინდათ, მე თვითონ შევცვლი ისევ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ნუღარ გააკეთებთ იგივე ცვლილებებს და როცა ხედავთ, რომ ამდენი ვიშრომე, ასეთი დეტალის გამო ხელახლა ნუღარ გამიხდით საწვალებელს. მადლობა.
აკადემიური წრეები რომ ახსენეთ, ზუსტად აკადემიურ წყაროში (ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში) გვიწერია შენებერგი, სხვა აკადემიური წყარო არ არსებობს, სადაც შონბერგად იქნება მოხსენიებული. ასე რომ სწორია შენებერგი. გიო ოქრო 07:41, 23 იანვარი 2019 (UTC)
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია რატომ წარმოადგენს ავტორიტეტულ წყაროს ამ საკითხში? რამდენი ათწლეულის წინ დაიწერა ეგ სტატია ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში? ხო არ ავდგეთ უბრალოდ და ქსე-დან გადმოვწეროთ ეგ სტატია და ეს წავშალოთ? "შონბერგი" არის გავრცელებული პრონონსი ამ კომპოზიტორის გვარისა არაგერმანულენოვან ქვეყნებში და რაც მთავარია, ქართულ მუსიკალურ წრეებში, ზისტად იმ წრეებში, სადაც უსმენენ ამ კომპოზიტორს და რეალურად იციან, ვინაა. ამის ჩასწორება ნახევარი საუკუნის წინანდელი ენციკლოპედიის საფუძველზე სასაცილოა და როგორც ჩანს, ასეთი რაღაცეები ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ გვაქვს ასეთი "მაგარი" სტატიები ქართულ ვიკიპედიაში. პირადად მე, არასდროს არაფერს აღარ დავწერ, თუ მეცოდინება, რო ვიღაც ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის საფუძველზე წამიშლის ან ჩამისწორებს, რაიმე სხვა წყარო რომ გქონდეთ, კიდე მესმის.
თუ არ მოგწონთ ქართული ვიკიპედია, არავინ გაძალებთ აქ მუშაობას. არავინ ითხოვს ამ სტატიის წაშლას. უბრალოდ გითითებთ, რომ ეგ სახელი არასწორია და არასწორადაა გავრცელებული სხვადასხვა წრეებში. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია შედგენილია ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ (იმდრინდელი მეცნიერები შედიოდნენ მასში) და რა შუაშია როდის არის შექმნილი? ქართულად სწორი ფორმა მაშინაც ის იყო და ახლაც. ასე რომ ნუ ენდობით არააკადემიურ წყაროებს. ქართულ ვიკიპედიაში ქსე-ს ვიყენებთ წყაროდ, მაგრამ მისი გავრცობა შესაძლებელია. გიო ოქრო 08:04, 23 იანვარი 2019 (UTC)
გადავამოწმე ქსე-ში და სწორია შენბერგი, არასწორად გადაიტანეს. გიო ოქრო 08:13, 23 იანვარი 2019 (UTC)
რიხარდ ვაგნერი ქვეთავში მიწერია შენბერგი. ასევე წერია უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში გვ. 372 თბ. 1989. ქსე და უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონი შედგენილია 1941 წლის შემდეგ. იმის შემდეგ რაც შენბერგი აშშ-ში ცხოვრობს. იმაში გეთანხმებით, რომ 1941 წლიდან ამერიკის მოქალაქეა, სადაც მის გვარს გამოთქვამდნენ ინგლისური პრონონსით /ˈʃoʊn-/ , მაგრამ ამ ლექსიკონების შექმნისას დარჩა გერმანული წარმოთქმა. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#გერმანული, სადაც წერია ან oe — ე (და არა იო ან ო): Köln — კელნი (და არა კიოლნი ან კოლნი), Schönberg — შენბერგ-ი (და არა შონბერგი), Röntgen — რენტგენი, Wilamowitz-Moellendorf — ვილამოვიც-მელენდორფი, Ötztaler Alpen — ეცტალის ალპები. ყველა ახალი გამოცემა ლექსიკონების ემყარება ქსე (მერე რა რომ საბჭოურია). აქ ენათმეცნიერები მუშაობდნენ. „პროფ. ნოდარ კაკაბაძე მუშაობდა გერმანულ სახელებზე. უცხოენოვან ბგერათა გადმოცემის წესების თაობაძე სასარგებლო შენიშვნებს მოგვცა დოც. შუქია აფრიდონიძემ“. აქ საბჭოთა პერიოდი რა შუაშია. აქ ქართული სალიტერატურო ენის ნორმებია მთავარი. ძალიან ცუდი, რომ ასე ფიქრობთ. რაც შეეხება ვიკიპედიაში მუშაობას ეს თქვენი ნებაა თუ როგორ მოიქცევით. მაგრამ ვიკიპედია ეს პირადი საკუთრება არ არის და ყველას შეუძლია თქვენი სტატიის შინაარსიც კი შეცვალოს. წარმატებები ქართულ ვიკიპედიაში და ველით ახალ სტატიებს. --ცანგალა 09:00, 23 იანვარი 2019 (UTC)
გერმანული ბგერების წარმოთქმის სტანდარტები ჩემთვის ცნობილია და რენტგენზე რომ ვწერდე სტატიას "რონტგენს" არ დავწერ. უბრალოდ, ჩემთვის გაუგებარია, ორი ერთნაირად ვალიდური პრონონსიდან რატომ ანიჭებთ უპირატესობას ძველს, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ საბჭოთა წერილობით წყაროებს მაშინ, როცა მეორე წარმოთქმა ნაცნობია და გავრცელებული, ასე სწავლობენ და ასე ასწავლიან. ინგლისური პრონონსის გამოყენება შეცდომა არაა, ამიტომაცაა ეს პრონონსი მითითებული ინგლისურ ვიკიპედიაში, როგორც ერთ-ერთი ვარიანტი (ამის ამოშლასაც ხომ არ აპირებთ ქსე-ზე დაყრდნობით?). ამ სტატიის თარგმნის მიზანი ის იყო, რომ მუსიკის სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შეძლებოდათ ინფორმაციის ქართულად მოპოვება ამ კომპოზიტორზე და შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ არნოლდ შენბერგს არავინ არ დაგუგლავს არ მოძებნის. რაც შეეხება "საბჭოთაზე" ჩემს აპელირებას, დარწმუნებული ვარ, რომ გავრცელებული, ტრადიციული პრონონსი ამ გვარისა იმ ქვეყანაში, სადაც შონბერგი ცხოვრობდა, მოღვაწეობდა და მოქალაქეც იყო, უფრო მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ვიდრე იმ ქვეყანაში გაკეთებული სტატია, სადაც ამ კომპოზიტორის მუსიკა აკრძალული იყო. ის, რასაც თქვენ აკეთებთ, არის ცარიელი ბიუროკრატია და ამ სტატიას, რელურად, აშორებს თავის სამიზნე აუდიტორიას, თუმცა, ნება თქვენია - სტატიის გაკეთება უფრო იოლი იყო, ვიდრე თქვენი დარწმუნება მცირე დეტალში, ამიტომ აქ დავასრულებ. მადლობა.
მე პირადად არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. ახალი ქართული სტანდარტი თუ იცი მიუთითე წყარო. --ცანგალა 09:57, 23 იანვარი 2019 (UTC)
ასეთი ლოგიკა გაქვთ: იყოს არასწორად, მთავარია საბჭოთა პერიოდის ლიტერატურას არ ეყრდნობოდეს. ასე არ გამოვა. შეგიძლიათ საძიებოში ჩაწეროთ არნოლდ შონბერგი და ამ გვერდზე გადმოგიყვანთ. ასე რომ ყველა მოძებნის და ნელ-ნელა ისწავლიან, რომ შონბერგი არასწორი დასახელებაა. გიო ოქრო 09:58, 23 იანვარი 2019 (UTC)

ხელმოწერა

Anry.kiknavelidze განხილვის გვერდებზე აუცილებელია ხელმოწერა. ძალიან გთხოვ, რომ გამოიყენო — ესეც ვიკიპედიის წესია. მადლობა.--ცანგალა 10:01, 23 იანვარი 2019 (UTC)

ჩხუბის გარეშე

მხოლოდ მაინტერესებს „(ბერძნ. a - უარყოფითი ნაწილი; სიტყვასიტყვით - არატონალური მუსიკა),“ — ამ განმარტებას რას უწუნებ?--ცანგალა 22:01, 31 იანვარი 2019 (UTC)

არაფერს განსაკუთრებულს, თუმცა, მთლად დაზუსტებით რომ გითხრა, არატონალური და ატონალური სხვადსხვა რამეებია, მაგრამ არა უშავს. მე მაგ აბზაცზე არ მაქვს საუბარი, რომელზეც მაქვს, ის დეტალურად მაქვს განხილული იქ. წაიკითხე? Anry.kiknavelidze
კლოდ დებიუსი — მხოლოდ ვისაუბროდ. არ ვიცი რამდენად სანდო წყაროა. [1]. საინტერესოა ქართულში როგორ არის დამკვიდრებული (ქსე-ში და უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში გვ. 97 ისევე წერია, როგორც ამ გვერდზე). აშილ-კლოდ დებიუსი თუ კლოდ აშილ დებიუსი (დეფისის გარეშე). და კიდევ აშილ კლოდ დებიუსი[n 1] (French: [aʃil klod dəbysi];[3] 22 August 1862 – 25 March 1918) იყო — ფრანგი კომპოზიტორი (ქართულ ვიკიპედიაში ასეა დამკვიდრებული, იყოს მაგივრად —). ტრანსკრიფციასთან გამოიყენე {{lang-fr|}} {{lang-fr|[aʃil klod dəbysi]}}. მაგ. New York (ორი სიტყვა) ქართულად ნიუ-იორკი (დეფისი).
არ ვიცი ქართულში როგორაა დამკვიდრებული. ჩვენ კლოდ დებიუსის ვეძახდით და აშილიც თუ ერქვა, მე ვიკიპედიიდან გავიგე ერთი-ორი წლის წინ. არა მგონია დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს მაგას, მარა ფრანგულში უეჭველად ტირეთია და მეც ზუსტად გადმოვიტანე. თუ სადმე რამე წყაროა რო სხვანაირად უნდა იყოს, მითხარი და შევცვალოთ. - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 16:08, 2 თებერვალი 2019 (UTC)
[2] — როგორც ხედავ ჩამონათვალში ორივე ვარიანტია (Debussy, Claude Achille, Debussy, Claude-Achille, Debussy, Achille-Claude) დეფისით და მის გარეშეც არის. ჩემი აზრით ქართულში არის დამკვიდრებული (Debussy, Claude Achille — კლოდ აშილ დებიუსი) და ჩვენც ასევე უნდა გავაკეთოთ.--ცანგალა 17:18, 2 თებერვალი 2019 (UTC)
„აშილიც თუ ერქვა, მე ვიკიპედიიდან გავიგე ერთი-ორი წლის წინ“ — ჩვენ ქსე-ში, რომ ჩაგეხედა უფრო ადრე გაიგებდი ვიღიმი (ეს ხუმრობით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება). ისე ვიკიპედია წყაროდ არსად არ გამოიყენება.--ცანგალა 17:35, 2 თებერვალი 2019 (UTC)
მადლობა. 22 August 1862 – 25 March 1918) — ქართულად. და აგრეთვე — დიდი ტირე. --ცანგალა 17:48, 2 თებერვალი 2019 (UTC)

პრობლემა

მგონი შენს კომპიუტერს პრობლემა აქვს. სადაც ბმულს აკეთებ პირველი ასო არ იწერება, არამედ კვადრატი. მე ვერ დაგეხმარები. --ცანგალა 18:27, 2 თებერვალი 2019 (UTC)

საქმე იმაშია, რომ რაღაც ცვლილებები განხორციელდა მთელ ვიკიპედიაში და ვიზუალური რედაქტირების გამოყენებისას პირველ ასოს ადიდებს (ანუ იმ ენებზე, სადაც დიდი და პატარა ასოები არსებობს ეს ჩვეულებრივ მუშაობს), ქართულში მოგეხსენებათ, რომ არ გვაქვს ასეთი ასოები და დიდ ასოდ მიჩნეულია მხედრულის მთავრული ასოები, თუმცა ამ ასოებს (იხ. ქართული გაფართოებული (უნიკოდის ჯგუფი)) ვერ კითხულობს მრავალი ბრაუზერი და მათ კუბიკებად გადმოსცემს. ასე რომ ერთადერთ გამოსავალია წყაროს რედაქტირების რეჟიმის გამოყენება. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლია იხ. აქ. გიო ოქრო 18:36, 2 თებერვალი 2019 (UTC)
მადლობა @გიო ოქრო: განმარტებისთვის.-ცანგალა 18:39, 2 თებერვალი 2019 (UTC)
არაფრის. გიო ოქრო 18:41, 2 თებერვალი 2019 (UTC)
მადლობა, მეც ვიფიქრე რო წყაროს რედაქტირებით გამოვიდოდა და ეგრე ვაკეთებ. - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 18:44, 2 თებერვალი 2019 (UTC)

შენიშვნებს ხსნის თქვენთან? ზემოთ რომ აწერია, n2 ასეთი ფორმით. წესით, რომ მიიტან მაუსს, უნდა აჩვენოს ხო? - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 18:56, 2 თებერვალი 2019 (UTC)

სქოლიოს ზევით დაუწერე ასეთი რამ:
== შენიშვნები ==
<references group="n"/>
და გამოჩნდება ბოლოში. მაუსს რომ მიადებ მასე ინგ. ჩანს, მაგრამ ქართულში მგონი არ გვაქვს ეგ ფუნქცია. გიო ოქრო 19:02, 2 თებერვალი 2019 (UTC)
გაკეთდა, მადლობა. ცუდია რო მაუსის მიტანის დროს არ ჩანს. :/ - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 19:07, 2 თებერვალი 2019 (UTC)
მაუსის მიტანის დროს ჩანს.--ცანგალა 19:15, 2 თებერვალი 2019 (UTC)
არ ჯობის, რომ ეგ n (Notes) ჩავანაცვლოთ შ-თი (ენიშვნები)? ქართულად რომ ბოლომდე გაიმართოს სტატია. გიო ოქრო 19:16, 2 თებერვალი 2019 (UTC)
ჩავანაცვლოთ მერე, რა პრობლემაა. ჩემთან არ ჩანს მაუსის მიტანაზე. რამე დასაყენებელია? - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 19:18, 2 თებერვალი 2019 (UTC)
ახლა მე რა მაინტერესებს: სურათებს არ შევხებივარ საერთოდ და ზოგი რატომ გადმოიტანა მარტო და დანარჩენები არა? და კიდევ, ატონალურ მუსიკაზე სტატიაში სიტყვა "ატონალობა" მინდა რო გადამისამართდეს მაგ სტატიაზე. ან უკეთესი იქნება თუ ატონალობა ერქმევა ინგლისური ვერსიასავით და "ატონალური მუსიკა" გადამისამართდება. როგორ ხდება ეს? - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 19:29, 2 თებერვალი 2019 (UTC)
ის ფაილები, რომლებიც ჩანს ატვირთულია ვიკისაწყობში და ჩვეულებრივ ჩანს, ხოლო რაც არ ჩანს ისინი ინგლ. ვიკიში არიან ატვირთული ადგილობრივ დონეზე (ლიცენზიის გამო) და მხოლოდ ინგლ. ვიკიში ჩანან. გიო ოქრო 19:33, 2 თებერვალი 2019 (UTC)

ისევ პრობლემა

მაუსის მიტანისას ყველგან სხვა ნომერს უჩვენებს. დაწკაპუნებისას კი გადაყავხარ სწორად. ალბათ გასამართია ესეც, მაგრამ როგორ?--ცანგალა 10:05, 5 თებერვალი 2019 (UTC)

რომელ სტატიაზე ამბობ? - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 12:38, 5 თებერვალი 2019 (UTC)
კლოდ დებიუსი — ორივე შენიშვნაც და სქოლიოც.--ცანგალა 18:28, 5 თებერვალი 2019 (UTC)
ჩემთან კარგადაა ორივე. ვინმე სხვასაც ვკითხოთ. - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 19:30, 5 თებერვალი 2019 (UTC)
1-3 სქოლიო კარგია. შემდეგ ირევა. 5-ზე 6 , 36 - 41 აჩვენებს და ა. შ. შენიშვნები სულ არ ემთხვევა. შ. 6 46 აჩვენებს. გადასვლაზე პრობლემა არ არის. მხოლოდ მაუსის მიტანის დროს.--ცანგალა 09:16, 6 თებერვალი 2019 (UTC)
ახლა გადავამოწმე კიდე სხვა კომპიუტერით და არ აქვს ჩემთან ეგ პრობლემა. ამიტო არ იცი რითი დაგეხმარო :/ - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 09:37, 6 თებერვალი 2019 (UTC)

გადამისამართება

ჯერ აკრიფე „ატონალური მუსიკა“ დაინახავ ზევით მარჯვნივ „მეტი“ შემდეგ მაუსით დაინახავ „გადატანა“ და წარმატებები.--ცანგალა 19:35, 2 თებერვალი 2019 (UTC)

გერმანულში „ატონალური მუსიკა“.--ცანგალა 19:38, 2 თებერვალი 2019 (UTC)

კლოდ დებიუსი

კლოდ დებიუსი — ეს ბრჭყალები ("") ამ ბრჭყალებით („“) ჩაანაცვლე. მადლობა. გიო ოქრო 13:33, 6 თებერვალი 2019 (UTC)

რჩეული სტატიის კანდიდატი

კლოდ დებიუსი — ხომ არ წარგვედგინა რჩეული სტატიის კანდიდატად. „კომპოზიციას ერნესტ გიროსთან, ჰარმონიას ემილ დიურანთან და ორღანს“ — არ გავასწორე, მაგრამ ჯობია სტატიაში ორგანი ეწეროს, რომ მომხმარებელი მიეჩვიოს თუ რომელია მართებული. და კიდევ ერთი თხოვნა მექნება სტატიაში სრულად რომ დაიწეროს გვარ-სახელები. ესეც დაეხმარება მომხმარებელს დამახსოვრებაში (ყოველ მეორე წინადადებაში არ არის საჭირო). და კიდევ ერთი თხოვნა მექნება: პარიზის კონსერვატორიაზე სტატია ცუდი არ იქნება, რადგან მრავალ სტატიაში შეგვხვდება. წარმატებები და მომავალ ჩხუბამდე ვიკრიჭები--ცანგალა 09:56, 8 თებერვალი 2019 (UTC)

კიდევ ერთი თხოვნა მაქვს რესურსები ინტერნეტში გადახედე. ზოგი ბმული მკვდარია. --ცანგალა 10:06, 8 თებერვალი 2019 (UTC)
წარვადგინოთ, ჟანრის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ;) რესურსებს ჩავუჯდები. - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 12:09, 8 თებერვალი 2019 (UTC)
ორღანზე (ორგანზე) რა აზრის ხარ?--ცანგალა 12:17, 8 თებერვალი 2019 (UTC)
მუსიკოსები ორღანს ვეძახით, მარა ეგრე მუსიკოსები იმ კაცსაც შონბერგს ვეძახით... თუ გინდათ, ჩაასწორეთ, არა მგონია დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 12:40, 8 თებერვალი 2019 (UTC)

იხ. ვიკიპედია:რჩეული სტატიები/კანდიდატები ჩავსვი. ახლა დაველოდოთ მხარდაჭერა თუ იქნება. წარმატებები.--ცანგალა 13:27, 8 თებერვალი 2019 (UTC)

მადლობა. რაც შეეხება შემდგომ სტატიებს, ჯერ ვფიქრობ, ძირითადი კომპოზიტორების თემა ამოვწურო, ალბათ შემდეგი 4-5 სტატია ამ თემაზე იქნება. - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 13:48, 8 თებერვალი 2019 (UTC)

უკვე სამი ხმა (კი-3, არა-0), შესანიშნავია!--ჯეო განხილვაწვლილი 15:50, 16 თებერვალი 2019 (UTC)

@ჯეო: თქვენ თუ ყველას მისცემთ ხმას, ხმის მიცემას აზრი არ ექნება :-D - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 12:07, 17 თებერვალი 2019 (UTC)

გამოხატეთ თქვენი მოსაზრება

https://ka.wikipedia.org/wiki/ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#გამოკითხვა --ჯეო განხილვაწვლილი 13:27, 10 თებერვალი 2019 (UTC)

ბრჭყალები

გამარჯობა. ხელმეორედ გწერთ, რომ ქართულ ენაში ვიყენებთ ასეთ ბრჭყალებს → „ვიკიპედია“ და არა 'ვიკიპედია', "ვიკიპედია" ან «ვიკიპედია». გაითვალისწინეთ. გიო ოქრო 22:23, 10 თებერვალი 2019 (UTC)

ბრჭყალებში მოცემული ციტატის შიგნით რომ კიდევ ბრჭყალებია საჭირო, მანდ რას იყენებთ? - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 22:41, 10 თებერვალი 2019 (UTC)

მართლა მაინტერესებს, ხომ არ არსებობს რამე რეგულაცია ქართულ ენაში (ყველაფრის რეგულაცია არის და ამისიც იქნება), რომელიც გვეუბნება, რა ნიშნები უნდა გამოვიყენოთ, როცა გვაქვს ორმაგი ციტირება, ანუ ბრჭალების შიგნით კიდევ ბრჭყალებშია რაღაც. მე მგონი ასეთი „„ორმაგი ბრჭყალები““ რომ გამოვიყენოთ ძალიან სულელურად გამოჩნდება, რაღაც სიმბოლო უნდა არსებობდეს. - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 05:03, 12 თებერვალი 2019 (UTC)

გამარჯობა. ქართული გრამატიკის წესებით, როცა ორჯერ არის საჭირო ბრჭყალების გამოყენება გვერდიგვერდ, ერთი შთაინთქმება და აღარ იწერება. მაგალითად, ასეთ წინადადებაში — მერია აცხადებს: „მანის“ ავტობუსები შემოდგომაზე შემოვა“. — ციტატის დასაწყისში, მხოლოდ ერთხელ დაიწერება ბრჭყალები, თუმცა კომპანიასაც სჭირდება დახურვა და ციტატასაც.--Alan📭🕙 00:22, 16 თებერვალი 2019 (UTC)
მადლობა. ასეთი განმარტებები ძალიან კარგია. - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 17:05, 16 თებერვალი 2019 (UTC)

გამარჯობა

მოგესალმებით, გთხოვთ შემოგვიერთდეთ ვიქსიკონში, ეს პროექტი სწორედ მუსიკალური ტერმინების ნაკლებობას განიცდის--ჯეო განხილვაწვლილი 16:02, 15 თებერვალი 2019 (UTC)

XX საუკუნის კლასიკური მუსიკა

XX საუკუნის კლასიკური მუსიკა — კატეგორიები აკლია. გიო ოქრო 21:59, 15 თებერვალი 2019 (UTC)

სანდო მომხმარებელი

ანრი, გამარჯობა! მოგანიჭე სანდო მომხმარებლის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ, შენ მიერ განხორციელებული თითოეული რედაქტირება ავტომატურად დამოწმებული იქნება, რაც ნამდვილად დაიმსახურე, ასე განაგრძე! თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკვე ხარ ვიკიპედიის წლის შენაძენი. ამავე დროს, სანდო მომხარებლის სტატუსი გაკისრებს კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას და მჯერა, ყველაფერს შესანიშნავად გაართმევ თავს! გისურვებ წარმატებებს! — Mikheil მიწერა 20:03, 18 თებერვალი 2019 (UTC)

სერიოზული პატივია და დიდი ტვირთის მოხსნა! ეს ნიშნავს რო ბევრად უფრო სწრაფად წამოვა რაც სტატიები მაქვს გეგმაში (საკმაოდ ბევრია). მადლობა ნდობისთვის. - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 20:14, 18 თებერვალი 2019 (UTC)

გილოცავ და წარმატებებს გისურვებ! --ჯაბა 1977 03:42, 19 თებერვალი 2019 (UTC)

გილოცავთ, წარმატებებს გისურვებთ--ჯეო განხილვაწვლილი 16:39, 27 თებერვალი 2019 (UTC)

დეფისი

სტატიის დასაწყისში დეფისის (-) ნაცვლად ვიყენებთ გრძელ ტირეს (—). გიო ოქრო 07:35, 7 მარტი 2019 (UTC)

rgr - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 09:29, 7 მარტი 2019 (UTC)
არის წყაროს რედაქტირებაში „დამატებით ნიშნებში” ან და სპეციალურ სიმბოლოებში, წარმატებები!--ჯეო განხილვაწვლილი 13:59, 7 მარტი 2019 (UTC)

ტრისტან და იზოლდა (ოპერა)

ტრისტან და იზოლდა (ოპერა) — კატეგორიები აკლია. გიო ოქრო 12:13, 16 მარტი 2019 (UTC)

წაიკითხე, თუ მართლა გაინტერესებს

ამ ყველაფრის გამო მუდმივი ბლოკი, მე ვსაუბრობ მუდმივ ბლოკზე და არა დროებით ბლოკებზე, რომლებიც ვანდალიზმს ჩადიან (წერენ უწმაწურ სიტყვებს). მომხმარებელი:Deu, რომელიც 11 წელია ქართულ ვიკიპედიაშია, რომელმაც ვანდალი კი არ ჩაიდინა არამედ სიმართლე თქვა ვიკიპედიის ფურცლებზე. აქედან გამომდინარე ვითხოვთ Deu განბლოკვას. იცოდე, სანამ მე ცოცხალი ვარ და სანამ ადმინები არ დამბლოკავენ ეს საკითხი იქნება ყოველთვის აქტუალური. -ცანგალა 07:46, 17 მარტი 2019 (UTC)
და კიდევ ადმინობა თანამდებობა არ არის, უბრალოდ მას აქვს ჩართული უფრო მეტი ფუნქციები. და აქედან გამომდინარე როდესაც მან დაბლოკა Deu, ჩვენთვის(მომხმარებლებისთვის) უნდა ეკითხა და ერთად უნდა გადაგვეწყვიტა დაბლოკილიყო თუ არა Deu. და ეს მან გააკეთა ერთპიროვნულად. აქაც წესის დარღვევაა.--ცანგალა 07:55, 17 მარტი 2019 (UTC)
სიმართლე გითხრათ, უკვე აღარ მაინტერესებს. მადლობა. - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 08:13, 17 მარტი 2019 (UTC)
სამწუხაროდ, ეს არის საქართველოს საზოგადოება: „მთავარია მე არ მეხებოდეს და სხვა მე არ მაინტერესებს.“ ამით მეც დავასრულე. --ცანგალა 09:10, 17 მარტი 2019 (UTC)
მართალი ხართ ბატონო ცანგალა, მარტო საზოგადოების მცირე ნაწილს ადარდებს საქმე და არა თავისი თავი, პატივისცემით--ჯეო განხილვაწვლილი 14:36, 17 მარტი 2019 (UTC)
„უკვე აღარ მაინტერესებს“ — მაშინ კი არ უნდა გაინტერესებდეს მხოლოდ, როდესაც თავი მართალი გგონია და ტყუილებს გელაპარაკებიან. კარგად გადახედე ხოლმე არსებულ რეალობას და მერე გააკეთე განცხადებები. ეს ჩემი რჩევაა. პატივისცემით გიო ოქრო 09:46, 18 მარტი 2019 (UTC)


ვიცი, რომ არ გაინტერესებს. მხოლოდ ინფორმაციისთვის, როცა დრო გექნება გაეცანი:

უკომენტაროდ

ანრი კიკნაველიძე-ხომ ვერ დაამუშავებთ, მეტი ინფორმაცია ვერ ვნახე, შემოვიარე მთელი გუგლი--ჯეო განხილვაწვლილი 14:58, 21 მარტი 2019 (UTC)

@ჯეო: - იქნებ ამიხსნათ რას ნიშნავს ეს შეკითხვა? - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 06:30, 22 მარტი 2019 (UTC)
უკვე აღარაფერი, წაშალეს--მიხეილი განხილვაწვლილი 11:15, 22 მარტი 2019 (UTC)

ვიკიპედიის წესი

ვიკიპედიის წესის მიხედვით განხილვის გვერდებიდან არაფერი არ იშლება. შეგიძლია MIKHEIL შეეკითხო, არ ვიგონებ. სამწუხაროდ შენი პასუხი ვერ აღვადგინე. --ცანგალა 06:26, 22 მარტი 2019 (UTC)

მადლობა, აღარ წავშლი. - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 06:27, 22 მარტი 2019 (UTC)

შემიფასეთ

როგორც ამ საკითხში კომპეტენტურმა შემიფასეთ:მილიგრამი (ჯგუფი)--მიხეილი-ჯეო განხილვაწვლილი 16:45, 23 მარტი 2019 (UTC)

1) მე მგონი, "ფოლკლორული, როკ-ჯგუფი" გაუგებარია, თან ინგლისურ ვარიანტში ფოლკ-ჯგუფი უწერია, სერბულ ვარიანტში - პოპ-ფოლკი. „სერბული მუსიკალური ბენდი, როელიც მოღვაწეობს ფოლკის, ფოლკ-როკის, პოპ-ფოლკის (და ა.შ., რაც უწერია) ჟანრებში” - რაღაც ამის მსგავსი მე მგონი აჯობებს. 2) ალბომების და ტრეკების ტრანსლიტერაცია რა საჭიროა? სადმე იპოვი ეგრე რო დაგჭირდეს? დატოვე ორიგინალში და თუ აუცილებლად მიგაჩნია, თარგმნე. მაგალითისთვის, ნახე სტატია პინკ ფლოიდზე. - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 06:47, 24 მარტი 2019 (UTC)

ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები

ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#განხილვა:კალიბეკი, გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა.--ცანგალა 07:02, 2 აპრილი 2019 (UTC)

ნიბელუნგის ბეჭედი

ნიბელუნგის ბეჭედი — კატეგორიები აკლია. გიო ოქრო 09:04, 11 აპრილი 2019 (UTC)

მადლობა. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 11:30, 11 აპრილი 2019 (UTC)

გადატანა

აკრიფავ დიერდ ლიგეტი ზევით მარჯვნივ, სადაც „წყაროს რედაქტირება“ წერია გაგრძელებაზე წერია „მეტი“ - მიიტანე მაუზი და დაინახავ სიტყვას „გადატანა“, დააწკაპუნე და გაიხსნება გვერდი და იქ შეიტან ცვლილებას. წარმატებები სამ დღეში.--ცანგალა 09:40, 12 აპრილი 2019 (UTC)

მადლობა, უკვე გადავიტანე. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 12:21, 12 აპრილი 2019 (UTC)

კლოდ დებიუსი

კლოდ დებიუსი — რატომ გააუქმე? არასწორი არაფერი გაუკეთებია. გიო ოქრო 18:53, 15 აპრილი 2019 (UTC)

იმიტომ, რომ ზოგან წინადადებების აზრი შეცვალა. ახლა რა ვქნა, დავყვე და სათითაოდ ვასწორო? - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 18:58, 15 აპრილი 2019 (UTC)
1 წინადადებაში მოახდინა პერიფრაზი (აზრი არ შეუცვლია), გრამატიკული შეცდომა გაასწორა და დანარჩენი ბრჭყალები შეცვალა მხოლოდ. აზრის რას შეუცვალა?! გიო ოქრო 19:03, 15 აპრილი 2019 (UTC)
იმ წინადადებაში თუმცას ჩამატებამ აზრი შეცვალა. მაგით გამოჩნდა, თითქოს ღარიბ ოჯახში დაბადებულს კონსერვატორიაში წესით ვერ უნდა ჩაებარებინა. მაგ აზრი არც ინგლისურ ვერსიაშია და არც წყაროში. ბრჭალების ჩამატებაც არასწორია - ნაწარმოებების სახელები დახრილი შრიფტით იწერება და არა ბრჭყალებით, ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 19:06, 15 აპრილი 2019 (UTC)
ამაზე ადრეც მინდოდა მოწერა. ნაწარმოების სახელები არ იწერება დახრილი შრიფტით, ეს გაითვალისწინე. ისინი ბრჭყალებით უნდა წერო. დახრილი შრიფტით იწერება მხოლოდ ორიგინალი სახელები და არა უკვე გადმოქართულებული. გიო ოქრო 19:13, 15 აპრილი 2019 (UTC)
მაგ წესის საიდან მოვიდა, მაინტერესებს, ან სად შეიძლება მისი ნახვა. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 19:15, 15 აპრილი 2019 (UTC)
ეგ ვიკიპედიის წესი არ არის. ქართული ენის წესია. ნებისმიერ აკადემიურ ლიტერატურაში ნაწარმოების დასახელებები ბრჭყალებით იწერება. გიო ოქრო 19:16, 15 აპრილი 2019 (UTC)

კარგი იქნება, რედაქტირების გაუქმებისას თუ რედაქტირების ავტორს მიწერ და ეტყვი, კერძოდ რა მიგაჩნია შეცდომად. წესი არაა, უბრალოდ საქმეს წაადგება და რედაქტირებების ომისა თუ სხვა უსიამოვნო რაღაცეების პრევენციაც მოხდება. -- ნიკა 19:46, 15 აპრილი 2019 (UTC)

@გიო ოქრო: მოდი, გვეყოს ამდენი გამოკიდება. მეც ძალიან, ძალიან ბევრგან ვიყენებ დახრილ სიტყვებს ბრჭყალების ნაცვლად და მიმაჩნია, რომ ვიკიპედიაში სრულიად დასაშვებია, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. — Mikheil მიწერა 09:23, 16 აპრილი 2019 (UTC)
@Agentt Smith: მაგ ლოგიკით, შენც უნდა მიგეწერა რა და რატომ შეცვალე ;) — Mikheil მიწერა 09:25, 16 აპრილი 2019 (UTC)
@MIKHEIL: ეგ შენ მიგაჩნია მასე, თორემ რამდენად სწორეა ეგ მეორე საქმეა. მოგეხსენება ენციკლოპედია ვართ და არა რაიმე ბლოგი, ვისაც რა უნდა ისე წეროს. გიო ოქრო 10:27, 16 აპრილი 2019 (UTC)
უი, მართლა? ოკ. მადლობა, რომ ჩამაყენე საქმის კურსში. — Mikheil მიწერა 10:31, 16 აპრილი 2019 (UTC)
არაფრის, და მომავალში გაითვალისწინე(თ). ვიღიმი გიო ოქრო 10:43, 16 აპრილი 2019 (UTC)

თარგი

თარგი:ინფოდაფა მუსიკალური ჟანრი — ეს თარგი არსებობს. გაითვალისწინე, იქნებ გამოგადგეს.--ცანგალა 06:21, 18 აპრილი 2019 (UTC)

დიდი ალბათობით, სადმე გამომადგება, მაგრამ ნაწარმოებზე ინფოდაფა მაინც გვჭირდება. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 06:27, 18 აპრილი 2019 (UTC)
კიიიიიიი, მაგრამ იმის ძებნებაში ეს შემხვდა. ვიღიმი--ცანგალა 06:29, 18 აპრილი 2019 (UTC)
გაუმარჯოს! შევქმენი საჭირო თარგი:ინფოდაფა მუსიკალური ნაწარმოები თარგი, შეგიძლია გამოიყენო. პ.ს. შენს სტატიაში დავტესტე და მუშაობს, მაგრამ ყველა ველი არ შემივსია და დაასრულე. --Mehman 97 11:34, 18 აპრილი 2019 (UTC)
ძალიან კარგია! რაღაცეებს ჩავასწორებ, რო უფრო მუსიკალურ ენას მოერგოს. გასაღების ნაცვლად ტონალობას დავწერ და შედგენილის ნაცვლად დაწერილს და ა.შ. დიდი მადლობა! - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 11:51, 18 აპრილი 2019 (UTC)
OK. ოღონდ რასაც აქ შეცვლი აუცილებლად აქაც შეცვალე. წარმატებები! --Mehman 97 12:00, 18 აპრილი 2019 (UTC)
სიმფონია № 9 (ბეთჰოვენი) — ვახ, ვახ ლა თარგია, ლა თარგივიღიმი. კვლავ რე-მინორი ისწავლება საქართველოში? D minor არ გადავედით?--ცანგალა 12:59, 18 აპრილი 2019 (UTC)
სანამ „დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი“ არსებობს ქართულში, მანამდე გამოვიყენებთ მაგასაც, ალბათ. თავიდან მეც ეგრე დავიწყე სტატიებში, თუმცა რამდენიმე მუსიკათმცოდნესთან კონსულტაციით, ქართული ტერმინების გამოყენება გადავწყვიტე. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 13:23, 18 აპრილი 2019 (UTC)
რე მინორი თუ რე-მინორი? გიო ოქრო 13:51, 18 აპრილი 2019 (UTC)
@გიო ოქრო: ena.ge-ის მიხედვით სწორი ფორმაა რე მინორი. --Mehman 97 15:37, 20 აპრილი 2019 (UTC)

კი, მეც ეგრე ვიცოდი. ამტომ უნდა ჩასწორდეს. გიო ოქრო 15:45, 20 აპრილი 2019 (UTC)

მე ტირით მეგონა სწორი, სიმართლე გითხრათ. ანუ უნდა ჩასწორდეს. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 15:46, 20 აპრილი 2019 (UTC)

გამარჯობა ბატონო ანრი

ამ საკითხში კომპეტენტურად გთვლით, მოლდოველ მომღერალზე გავაკეთე სტატია და რაიმე ხომ არ აკლია (ოლია ტირა)?--/ჯეო/ განხილვაწვლილი 19:36, 21 აპრილი 2019 (UTC)

გამარჯობა. საკმაოდ კარგია. მცირე შესწორებები შევიტანე, იმედია პრობლემა არაა. ერთი რჩევა მექნება: ქართულში არაა საჭირო ყველა წინადადებაში სახელის ან ნაცვალსახელის გამოყენება. ზმნის პირიანი ფორმა ისედაც ცხადყოფს ვისზეა საუბარი. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 05:56, 22 აპრილი 2019 (UTC)


ამაზე რას იტყვით? - I've Come to Life--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 11:54, 22 აპრილი 2019 (UTC)

ბრჭყალები

გამარჯობა ბატონო ანრი, გთხოვთ გამოიყენოთ ეს ბრჭყალები „“ და არა ეს " "--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 19:23, 8 მაისი 2019 (UTC)

ტელეფონით ვარედაქტირებ და ეგ სიმბოლოები არ მაქვს. როცა კომპიუტერთან წვდომა მექნება, ჩავასწორებ, ან სხვა მომხმარებლები ჩაასწორებენ. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 07:36, 9 მაისი 2019 (UTC)
გასაგებია, მადლობა პასუხისათვის, წარმატებები! პატივისცემით--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 18:02, 9 მაისი 2019 (UTC)

ლენარდ ბერნსტაინი

ლენარდ ბერნსტაინი — მისახედია.--ცანგალა 08:37, 9 სექტემბერი 2019 (UTC)

სამწუხაროდ, ისე სწრაფად ვეღარ ვმუშაობ, როგორც ჩემგან ხართ მიჩვეული. ახლო მომავალში დავასრულებ. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 07:16, 14 სექტემბერი 2019 (UTC)

შემმოწმებელი

გამარჯობა! ამიერიდან თქვენ ხართ ვიკიპედიის შემმოწმებელი!. გისურვებთ წარმატებას! P. S. აღნიშნული ხელსაწყო მეტად საპასუხისმგებლოა და სათუთ და სიღრმისეულ მოპყრობას იმსახურებს. - OTOGI Messages 07:04, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)

მადლობა. იმედებს არ გაგიცრუებთ. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 08:22, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)
მოგვიანებით გილოცავ, წარმატებები!--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 13:53, 20 ოქტომბერი 2019 (UTC)

გამოხატეთ თქვენი აზრი თუ გსურთ

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%90#%E1%83%99%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%90_2 --M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 09:13, 3 ნოემბერი 2019 (UTC)

აზრის დაფიქსირება

გამარჯობა ანრი, გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. Vano 3333 18:00, 4 ნოემბერი 2019 (UTC)

ოტელო (ვერდის ოპერა)

ოტელო (ვერდის ოპერა) შესრულება იტალიის გარეთ — საქართველოში არ დაწერ? ვგულისხმობ დავით ანდღულაძეს, ზურაბ სოტკილავას. --ცანგალა 19:44, 28 აპრილი 2020 (UTC)

პირველ რიგში, ზურაბ ანჯაფარიძეს, რომელიც საბჭოთა კავშირში საუკეთესო ოტელო იყო. წყაროები მექნება ცოტა ხანში და ჩავამატებ. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 19:48, 28 აპრილი 2020 (UTC)
და კიდევ „პარტიები“ ქვეთავი რომ გაქვს, ცუდი არ იქნება იმათზე გააკეთო ბმულები, რომლებზეც ინგლ. ვიკიში მოიპოვება სტატია. ქართველი მომხმარებლებისთვისესეც საინტერესო იქნება. საინტერესოა პირველი შემსრულებლებზე ინფორმაცია.--ცანგალა 19:54, 28 აპრილი 2020 (UTC)
წითელი ლინკების დამატებას რა სიკეთე მოაქვს? - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 04:41, 30 აპრილი 2020 (UTC)
უფროსობას შეეკითხე უკეთ აგიხსნიან. იხ. ინგლ. (იქაც არის წითელი), ოდესღაც შეიქმნება სტატიები ქართულში და ამ სტატიაში ავტომატურად ჩაჯდება ლურჯი. ინგლ. მრავლად არის ბმულები (ლურჯი), მაგრამ შენ ბმულები არ გააკეთე, რადგან არ გსურს წითლად ჩანდეს ქართულ სტატიაში. უბრალოდ თავის მოტყუებაა. 😉--ცანგალა 07:28, 30 აპრილი 2020 (UTC)
ისეთი ბმულების გაკეთება, რომლებზეც უახლოესი დეკადის განმავლობაში სტატიებს არავინ გააკეთებს, უაზრობად მეჩვენება. თუ ვინმე პირიქით ფიქრობს, თავად ჩასვას. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 07:46, 30 აპრილი 2020 (UTC)
ვინმე არა. ეს ვიკიპედიის წესში შედის. იხ. ვიკიპედია:მასწავლებელი (ვიკი-ბმულები). პრობლემა არ მაქვს და ჩავსვამ. ცანგალა 09:18, 30 აპრილი 2020 (UTC)

მუსიკის ვიკიორდენი

მუსიკის ვიკიორდენი
დარეგისტრირების დღიდან უამრავი სასიკეთო საქმე გააკეთე მუსიკის მიმართულებით. დამსახურებულად განიჭებ ამ ორდენს მუსიკაში შეტანილი ვიკიწვლილისათვის. ველოდებით კიდევ ბევრ საინტერესო სტატიას! Wiki - ჯაბა 07:35, 11 მაისი 2020 (UTC)
ძალიან დიდი მადლობა, არ ველოდი :-D - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 07:46, 11 მაისი 2020 (UTC)

არადა დავიგვიანეთ :) --Wiki - ჯაბა 07:54, 11 მაისი 2020 (UTC)

ბელა ბარტოკი

პირველ ყოვლისა, კონსტრუქციული რედაქტირების გაუქმება ვიკიპედიაში ვანდალიზმის ტოლფასია. ქართულ ვიკიპედიაში არსებული ბიოგრაფიული სტატიები იწერება დ. გ. ფორმით. მათ შორის იწერება ტირე და არა დეფისი. გარდა ამისა, ქართულში სწორია შემთვევა თუ შემთხვევა ?! შემდეგში ყურადღებით იყავით კონსტრუქციული რედაქტირების გაუქმების პროცესში. - OTOGI Messages 06:39, 21 მაისი 2020 (UTC)

გაუქმება შემთხვევითი იყო და შემდეგ, თვითონვე გავაკეთე იგივე ცვლილება. მიღებულია. :) - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 06:40, 21 მაისი 2020 (UTC)

We sent you an e-mail

Hello Anry.kiknavelidze/არქივი 1,

Really sorry for the inconvenience. This is a gentle note to request that you check your email. We sent you a message titled "The Community Insights survey is coming!". If you have questions, email surveys@wikimedia.org.

You can see my explanation here.

MediaWiki message delivery განხილვაწვლილი 18:52, 25 სექტემბერი 2020 (UTC)

კლასიკური თუ კლასიკური მუსიკის

გაუმარჯოს. შეკითხვა მაქვს შენთან, როგორც ამ საკითხში კომპეტენტურს. კატეგორიები შევქმენი კატეგორია:გერმანელი კლასიკური კომპოზიტორები, კატეგორია:რუსი კლასიკური კომპოზიტორები და ა.შ., მარა რაღაც ყურზე ცუდად მხვდება. უფრო მართებული კატეგორია:რუსი კლასიკური მუსიკის კომპოზიტორები, კატეგორია:გერმანელი კლასიკური მუსიკის კომპოზიტორები არ იქნება? Gobrona განხილვაწვლილი 13:50, 16 ოქტომბერი 2020 (UTC)

გამარჯობა. ორივე ტერმინი გამოყენებადია, მაგრამ რახან ქართულში „კლასიკური“ ცალკეულ პერიოდსაც (1750-1820?) აღნიშნავს, რომელშიც ვერ შეიყვან, მაგალითად, ბახს, ჩაიკოვსკის და შონბერგს, ამიტომ ჩემი აზრით, „კლასიკური მუსიკის კომპოზიტორები“ ჯობია. მერე შეიძლება გაკეთდეს ქვეკატეგორიები „გერმანელი კლასიკოსი კომპოზიტორები“ ან „გერმანელი ბაროკოს კომპოზიტორები“ და ა.შ. — Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 14:09, 16 ოქტომბერი 2020 (UTC)
ე.ი. სჯობს კლასიკური მუსიკის კომპოზიტორები-ზე გადავიტანოთ. Gobrona განხილვაწვლილი 14:13, 16 ოქტომბერი 2020 (UTC)
კი, ეგრე მგონია. — Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 14:16, 16 ოქტომბერი 2020 (UTC)
მადლობა. Gobrona განხილვაწვლილი 14:22, 16 ოქტომბერი 2020 (UTC)

Wikipedia Asian Month 2020

Wikipedia Asian Month 2020
Wikipedia Asian Month 2020

Dear organizers,

Many thanks for all your dedication and contribution of meta:Wikipedia Asian Month 2020. We are here welcome you update the judge member list, status and ambassador list for Wikipedia Asian Month 2020. Here will be two round of qualified participants' address collection scheduled: January 1st and January 10th 2021. To make sure all the qualified participants can receive their awards, we need your kind help.

If you need some assistance, please feel free to contact us via sending email to info@asianmonth.wiki. To reduce misunderstanding, please contact us in English.

Happy New Year and Best wishes,

Wikipedia Asian Month International Team, 2020.12

Wikipedia Asian Month 2020 Postcard

Wikipedia Asian Month 2020
Wikipedia Asian Month 2020

Dear Participants, Jury members and Organizers,

Congratulations!

It's Wikipedia Asian Month's honor to have you all participated in Wikipedia Asian Month 2020, the sixth Wikipedia Asian Month. Your achievements were fabulous, and all the articles you created make the world can know more about Asia in different languages! Here we, the Wikipedia Asian Month International team, would like to say thank you for your contribution also cheer for you that you are eligible for the postcard of Wikipedia Asian Month 2020. Please kindly fill the form, let the postcard can send to you asap!

  • This form will be closed at February 15.
  • For tracking the progress of postcard delivery, please check this page.

Cheers!

Thank you and best regards,

Wikipedia Asian Month International Team, 2021.01

Wikipedia Asian Month 2020 Postcard

Wikipedia Asian Month 2020
Wikipedia Asian Month 2020

Dear Participants and Organizers,

Kindly remind you that we only collect the information for Wikipedia Asian Month postcard 15/02/2021 UTC 23:59. If you haven't filled the Google form, please fill it asap. If you already completed the form, please stay tun, wait for the postcard and tracking emails.

Cheers!

Thank you and best regards,

Wikipedia Asian Month International Team, 2021.01

ოპერის ვიკიორდენი

ოპერის ვიკიორდენი
ანრი, გილოცავ ვიკიპედიის 20 წლის იუბილეს. როგორც მუსიკის და ამასთან ოპერის თემატიკაზე ბოლო დროს მნიშვნელოვანი სტატიების მთარგმნელს/ავტორს, განიჭებ ოპერის ვიკიორდენს. გისურვებ წარმატებებს.- გიორგი ჩუბინიძე
ძალიან სასიამოვნოა, მადლობა.😊 — Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 22:44, 16 იანვარი 2021 (UTC)

გილოცავთ! თქვენ მიერ ნომინირებულმა სტატიამ „ტოსკა“ მოიპოვა რჩეულის სტატუსი და ქართული ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გამოჩნდება!
მადლობა, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი ენციკლოპედიის შექმნაში.--Melberg მიწერა 11:40, 20 მაისი 2021 (UTC)

გილოცავთ! თქვენ მიერ ნომინირებულმა სტატიამ „რიხარდ ვაგნერი“ მოიპოვა რჩეულის სტატუსი და ქართული ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გამოჩნდება!
მადლობა, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი ენციკლოპედიის შექმნაში.

გილოცავთ! თქვენ მიერ ნომინირებულმა სტატიამ „XX საუკუნის კლასიკური მუსიკა“ მოიპოვა რჩეულის სტატუსი და ქართული ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გამოჩნდება!
მადლობა, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი ენციკლოპედიის შექმნაში.

გილოცავთ! თქვენ მიერ ნომინირებულმა სტატიამ „ბენჯამინ ბრიტენი“ მოიპოვა რჩეულის სტატუსი და ქართული ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გამოჩნდება!
მადლობა, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი ენციკლოპედიის შექმნაში.

გილოცავთ! თქვენ მიერ ნომინირებულმა სტატიამ „ლენარდ ბერნსტაინი“ მოიპოვა რჩეულის სტატუსი და ქართული ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გამოჩნდება!
მადლობა, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი ენციკლოპედიის შექმნაში.