ოლია ტირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლია ტირა

ოლია ტირა 2010 წელს, ევროვიზიაზე გამგზავრების წინ
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ოლია ტირა
აგრეთვე ცნობილი როგორც FLUX LIGHT
დაბ. თარიღი 1 აგვისტო, 1988 (1988-08-01) (35 წლის)
დაბ. ადგილი პოტსდამი, აღმოსავლეთ გერმანია[1]
ჟანრ(ებ)ი პოპი, საცეკვაო მუსიკა
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 2003–დღემდე
ოლია ტირა ვიკისაწყობში

ოლია ტირა (მოლდ. Olia Tira; დ. 1 აგვისტო, 1988, პოტსდამი, აღმოსავლეთი გერმანია), ცნობილია სასცენო სახელით FLUX LIGHT — აღმოსავლეთ გერმანიაში დაბადებული მოლდოვური წარმოშობის მომღერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლია ტირა დაიბადა 1988 წლის 1 აგვისტოს, პოტსდამში, საბჭოთა სამხედროს ოჯახში.[2] რამდენიმე წლის შემდეგ ოჯახთან ერთად გადავიდა კიშინოვში. 14 წლის ასაკში პირველად გამოვიდა სცენაზე.[3]

ტირამ დაამთავრა კაჰულის ერთ-ერთი სკოლა[1] და შემდეგ სწავლობდა კიშინიოვის სიმღერის, თეატრისა და ხელოვნების აკადემიაში. მისი პირველი ალბომი „Your Place or Mine?“ გამოსცა Nordika Multimedia-მ 2006 წელს. ალბომში შესული ყველა სიმღერის ავტორია რუსლან ტარანუ.[2][3]

ევროვიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 და 2007 წელს მოლდოვის სიმღერის კონკურსში ფინალში გავიდა, ხოლო 2009 წელს დაიკავა მე-4 ადგილი. ოლია ტირამ ჯგუფ SunStroke Project-თან ერთად წარადგინა მოლდოვა 2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე.[4][5] მათ მოახერხეს ევროვიზიის ფინალში გასვლა და წარსდგნენ სიმღერით „Run Away“ („გაიქეცი“). ევროვიზიის ფინალში ტირამ და SunStroke Project-მა 22-ე ადგილი დაიკავა. 2014 წელს იგი იყო პროექტ „O melodie pentru europa 2014“-ის ფინალისტი, აქ გამარჯვებული წარადგენდა მოლდოვას 2014 წლის ევროვიზიაზე, თუმცა მან გამარჯვება ვერ მოახერხა და დაიკავა მე-6 ადგილი. სწორედ ამ პერიოდში მიიღო ზედმეტსახელი „FLUX LIGHT“.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Moldova – "Sun Stroke Project" & Olia Tira. Eurovision Song Contest Oslo 2010. Eurovision Georgia (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-21. ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2010.
  2. 2.0 2.1 evenimente: Olia Tira, cântăreaţa care sparge stereotipurile. Muzica Md. Imco (2 თებერვალი, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივლისი, 2011. ციტირების თარიღი: 21 April 2010.
  3. 3.0 3.1 Floras, Stella. (9 დეკემბერი, 2007) The Olia Tira interview. Special. ESCToday. ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2010.
  4. Brey, Marco. (6 March 2010) Sun Stroke Project & Olia Tira for Moldova!. European Broadcasting Union. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2010.
  5. Klier, Marcus. (6 მარტი, 2010) Moldova sends Sunstroke Project & Olia Tira to Eurovision. ESCToday. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2010.
  6. Honciuc, Bogdan. (6 თებერვალი, 2014) MOLDOVA: OLIA TIRA WAS UNDERCOVER AT O MELODIE PENTRU EUROPA. Wiwibloggs.com. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2014.