ვიკიპედია:მასწავლებელი (ვიკი-ბმულები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთავარი   რედაქტირება   ფორმატირება   ვიკი-ბმულები   გარე ბმულები   განხილვა   გახსოვდეთ   რეგისტრაცია   დასასრული    

ვიკიპედიის სტატიების ერთმანეთთან მიბმა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ადვილად შესაქმნელი ბმულები საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მოიძიონ სტატიასთან დაკავშირებული ინფორმაცია და, შესაბამისად, დიდად სარგებლიანს ხდის ვიკიპედიას.

როდის მივაბათ

ყველაზე ადვილი ხერხია სხვა სტატიების გადახედვა ნიმუშებისთვის. თუ ცდილობთ გადაწყვიტოთ შექმნათ თუ არა ბმული, ჰკითხეთ საკუთარ თავს „ამ სტატიას რომ ვკითხულობდე, ეს ბმული გამომადგებოდა?“ როგორც წესი სტატიაში ბმული გაუკეთეთ პირველად, და მხოლოდ პირველად ნახსენებ ტერმინს, რომელსაც ადვილად მიხვედრადი განსაზღვრება არ აქვს.

როგორ მივაბათ

როცა გსურთ შექმნათ ბმული ვიკიპედიის სხვა გვერდზე (სახელით ვიკი-ბმული), უნდა ჩასვათ იგი ორმაგ მართკუთხა ფრჩხილში, ამგვარად:

[[სავარჯიშო]]

თუ გსურთ გამოჩნდეს ბმული ტექსტი სხვა სიტყვებით, შეგიძლიათ დაამატოთ მას ე.წ. პაიპი „|“ გამყოფი (SHIFT + BACKSLASH ინგლისურ-განლაგებიან და სხვაენოვან კლავიატურებზე) რის შემდეგაც მოჰყვება ალტერნატიული სახელი. მაგალითად:

[[მისაბმელი გვერდი|გამოსაჩენი ტექსტი]]

გთხოვთ შეამოწმოთ თქვენი ბმული, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორ სტატიაზე მიუთითებს. მაგ. მაკინტოში მიუთითებს მრავალმნიშვნელობის გვერდზე, ხოლო მაკინტოში (ვაშლი) კი ვაშლის ჯიშზე. მრავალმნიშვნელოვნების გვერდები არ არის სტატიები, არამედ ისინი მიუთითებენ ბმულებს სტატიებზე მსგავსი სახელებით. ზოგიერთი, მაგ. ნიუ-იორკი (მრავალმნიშვნელოვანი) გასაგებია, მაგრამ ზოგიერთი, როგორიცაა დავით მხოლოდ ძირ სახელს იყენებს. განსხვავებული სათაურები პაიპის გამოყენებას განსაკუთრებით სასურველს ქმნის, ვინაიდან ნიუ-იორკი (შტატი) უფრო ძნელი აღსაქმელია, ვიდრე ნიუ-იორკი.

კატეგორიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ სტატია ჩასვათ კატეგორიაში სხვა მონათესავე სტატიებთან. უბრალოდ აკრიფეთ [[კატეგორია:]], და ჩასვით კატეგორიის სახელი ორწერტილსა და მართკუთხა ფრჩხილს შორის.

კატეგორიის გვერდზე ბმულის გასაკეთებლად (მაგ. როგორც მინიშნება დამატებითი კვლევისთვის), უბრალოდ ჩასვით ორწერტილი (:) სიტყვის „კატეგორია“ წინ, ამგვარად:

[[:კატეგორია:ფიზიკა]]

ეს კოდი შექმნის შემდეგს:

კატეგორია:ფიზიკა

ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კატეგორიის არჩევა, რათა სხვებმა შეძლონ თქვენი ნამუშევრის ნახვა. საუკეთესო საშუალება, რომ ნახოთ რომელ კატეგორიაში ჩასვათ იგი, არის მსგავსი თემების გადახედვა და შემოწმება, რომელ კატეგორიებში არის ისინი ჩასმული. მაგ. თუ წერთ სტატიას რომელიმე ცხოველზე, შეგიძლიათ ნახოთ სტატია სხვა მსგავს ცხოველზე და გაარკვიოთ სწორი კატეგორია.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. კატეგორიების გვერდი.
შეამოწმეთ რა ისწავლეთ სავარჯიშო გვერდზე

განაგრძეთ მეცადინეობა გარე ბმულებში