ზურაბ ანჯაფარიძე
| ზურაბ ანჯაფარიძე | |
|---|---|
|
ზურაბ ანჯაფარიძეს ძეგლი თბილისში | |
| ბიოგრაფია | |
| ნამდვილი სახელი | ზურაბ ანჯაფარიძე |
| დაბ. თარიღი | 12 აპრილი, 1928 |
| დაბ. ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| გარდ. თარიღი | 12 აპრილი, 1997 (69 წლის) |
| გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
| ჟანრ(ებ)ი | კლასიკური მუსიკა |
| საქმიანობა | საოპერო მომღერალი (დრამატული ტენორი) |
| ზურაბ ანჯაფარიძე ვიკისაწყობში | |
ზურაბ ივანეს ძე ანჯაფარიძე (დ. 12 აპრილი, 1928, ქუთაისი — გ. 12 აპრილი, 1997, თბილისი) — ქართველი მომღერალი (დრამატული ტენორი), სსრკ სახალხო არტისტი (1966), ზ. ფალიაშვილის პრემიის ლაურეატი (1971).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1952 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. დ. ანდღულაძის კლასი). 1952–1959 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის, 1959–1970 წლებში — სსრკ დიდი თეატრის სოლისტია. 1970-იდან კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს უბრუნდება. სასიამოვნო ტემბრის ხმა, უშუალობა, არტისტიზმი, ეროვნული ინტონაციის უტყუარი გრძნობა ანჯაფარიძეს ქართული ვოკალური სკოლის ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელთა რიგებში აყენებს. პარტიები: აბესალომი, მალხაზი, რატი (ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ლატავრა“), მინდია (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“), ბაში-აჩუკი (კერესელიძის „ბაში-აჩუკი“), პუშკინი და ერისთავი (თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი“), არსენა (ბუკიას „არსენა“), გერმანი, ვოდემონი (ჩაიკოვსკის „პიკი ქალი“, „იოლანტა“), ოტრეპიევი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), ხოზე (ბიზეს „კარმენი“), რადამესი, დონ-კარლოსი, ჰერცოგი (ვერდის „აიდა“, „დონ-კარლოსი“, „რიგოლეტო“), კავარადოსი (პუჩინის „ტოსკა“), ფაუსტი (გუნოს „ფაუსტი“) და სხვა. ანჯაფარიძეს უმღერია სსრ კავშირის მრავალი საოპერო თეატრის სცენაზე და საზღვარგარეთის ქვეყნებშიც (რუმინეთი, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი, კანადა, საბერძნეთი, საფრანგეთი, იტალია და სხვა).
ზურაბ ანჯაფარიძემ გაახმოვანა მთავარი გმირების პარტიები ფილმ-ოპერებში: გერმანი („პიკის ქალი“), ვოდემონი („იოლანტა“), აბესალომი („აბესალომ და ეთერი), მალხაზი („დაისი“).
მომღერალი 1997 წელს გარდაიცვალა თბილისში. დაკრძალეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში ზაქარია ფალიაშვილის და ვანო სარაჯიშვილის გვერდით.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
- ზურაბ ანჯაფარიძის სახელს ატარებს ქუთაისის N3 სამუსიკო სკოლა.[1]
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1958 : საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი[2]
- 1961 : საქართველოს სახალხო არტისტი[3]
- 1966 : სსრკ-ის სახალხო არტისტი
- 1971 :
- შრომის წითელი დროშის ორდენი
- ზაქარია ფალიაშვილის პრემია
- 1981 : ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
- 1987 : თბილისის საპატიო მოქალაქე
- 1993 : ღირსების ორდენი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წულუკიძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 505.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 12 აპრილი
- დაბადებული 1928
- ქუთაისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 12 აპრილი
- გარდაცვლილი 1997
- თბილისში გარდაცვლილები
- თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულები
- ქართველი საოპერო მომღერლები
- ტენორები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (1987)
- ანჯაფარიძეები